სტომატოლოგია
ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N20, დეკემბერი, 2009 წ.
ჰიპოერგიული ანთებითი რეაქციით მიმდინარე აბსცესებისა და ფლეგმონების დროს პირგარეთა ქირურგიული ჩარევის შემდეგ კანის აღდგენა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით
სტომატოლოგიის ფაკულტეტი
IV კურსის სტუდენტი მარიამ სიჭინავა
თემის ხელმძღვანელი:
კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე, პროფესორი ლევან ბენაშვილი
წარმომდგენი ორგანიზაცია: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX
ლიტერატურის მიმოხილვა და თემის აქტუალობა
როგორც ცნობილია ყბა_სახის მიდამოს ოდონტოგენური აბსცესებისა და ფლეგმონების პირგარეთა ქირურგიული ჩარევის შემდგომ ექსუდაციის შეწყვეტისა და ინფილტრატის გაწოვის კვალობაზე ჭრილობა რჩება დრენაჟის გარეშე და ეძლევა შეხორცების საშუალება.
ჭრილობის ადგილას შეხორცების შემდგომ რჩება ნაწიბური. პაციენტებს ყბა-სახის მიდამოში არსებული ნაწიბური, ან ნაწიბურები გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან. ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს.