სტომატოლოგია

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N20, დეკემბერი, 2009 წ.

ჰიპოერგიული ანთებითი რეაქციით მიმდინარე აბსცესებისა და ფლეგმონების დროს პირგარეთა ქირურგიული ჩარევის შემდეგ კანის აღდგენა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით

სტომატოლოგიის ფაკულტეტი
IV კურსის სტუდენტი მარიამ სიჭინავა
თემის ხელმძღვანელი:
კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე, პროფესორი ლევან ბენაშვილი
წარმომდგენი ორგანიზაცია: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX

ლიტერატურის მიმოხილვა და თემის აქტუალობა
როგორც ცნობილია ყბა_სახის მიდამოს ოდონტოგენური აბსცესებისა და ფლეგმონების პირგარეთა ქირურგიული ჩარევის შემდგომ ექსუდაციის შეწყვეტისა და ინფილტრატის გაწოვის კვალობაზე ჭრილობა რჩება დრენაჟის გარეშე და ეძლევა შეხორცების საშუალება.
ჭრილობის ადგილას შეხორცების შემდგომ რჩება ნაწიბური. პაციენტებს ყბა-სახის მიდამოში არსებული ნაწიბური, ან ნაწიბურები გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან. ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს.
ჰიპოერგიული ანთებითი რეაქციით მიმდინარე ფლეგმონები ვრცელდებიან ერთ-ორ უბანში. ისინი მიმდინარეობენ ნელა და დუნედ ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ფონზე. ფლეგმონის ჩამოყალიბება შეიძლება გაგრძელდეს 2-3 დღიდან ერთ კვირამდე. ფლუქტაციის გამოჩენა და დარბილება მიუთითებს ჩირქოვანი ექსუდატის გამოჩენაზე და ჩირქის ღრუს ჩამოყალიბებაზე.
ადგილობრივი კლინიკური სურათი კი დამოკიდებული სახის და კისრის იმ მიდამოების თავისებურებებზე, სადაც ისინი მდებარეობენ.
ლოკალიზაცია:
საფეთქლის მიდამოფრთა- ქვედა ყბის მიდამო
ენის ქვეშა მიდამო
პირის ღრუს ფსკერის მიდამო
ყბისქვეშა მიდამო
ნიკაპქვეშა მიდამო
ქვედა, ისე ზედა ქუთუთოზე (ჩვენების მიხედვით) თვალბუდის კიდეების დონეზე მის გარეთა ნახევარში.
ლოყის მიდამო
ყბაყურა-საღეჭი მიდამო
საფეთქელფლეგმონის ჩამოყალიბება შეიძლება გაგრძელდეს 2-3 დღიდან ერთ კვირამდე. ფლუქტაციის გამოჩენა და დარბილება მიუთითებს ჩირქოვანი ექსუდატის გამოჩენაზე და ჩირქის ღრუს ჩამოყალიბებაზე.
ადგილობრივი კლინიკური სურათი კი დამოკიდებული სახის და კისრის იმ მიდამოების თავისებურებებზე, სადაც ისინი მდებარეობენ.
ლოკალიზაცია:
საფეთქლის მიდამოფრთა- ქვედა ყბის მიდამო
ენის ქვეშა მიდამო
პირის ღრუს ფსკერის მიდამო
ყბისქვეშა მიდამო
ნიკაპქვეშა მიდამო
ქვედა, ისე ზედა ქუთუთოზე (ჩვენების მიხედვით) თვალბუდის კიდეების დონეზე მის გარეთა ნახევარში.
ლოყის მიდამო
ყბაყურა-საღეჭი მიდამო
საფეთქელქვედა ფოსოსა და ფრთასასის ფოსოს მიდამო
ყვრიმალის მიდამო
თვალბუდის მიდამოქვედა ფოსოსა და ფრთასასის ფოსოს მიდამო
ყვრიმალის მიდამო
თვალბუდის მიდამო

სავარაუდო შედეგები
ჩვენი კვლევების წინაპირობაა ის რომ აბსცესებისა და ფლეგმონების დროს ქირურგიული ჩარევისა და დრენირების შემდგომ ჭრილობის კუთხეებში დერმის უფორმო მკვრივ შემაერთებელ ქსოვილში წინასწარ მომზადებილ სუსპენზიის შევიყვანით (ღეროვანი უჯრედები + ბიორეაქტო-რი + კერატინოციტები), მოსალოდნელი იქნება, მოხდება ამ მიდამოს ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირება. სუსპენზიის I კომპონენტი ღეროვანი უჯრედებია. რომლის უნიკალურობა დაკავშირებულია მათ გამრავლებასთან, დიფერენცირება-სთან, ჰოუმინგთან (მოახდინოსნ სწორედ დაზიანებული ქსოვილის აღდგენა), ტოლომერულ აქტივობასტან, რაც არ არის სხვადასხვა სახის უჯრედებისათვის დამახასიათებელი. ანუ მათ აქვთ პოტენციურად განუსაზღვრელად გამრავლების უნარი და ქსოვილად დიფერენცირების უნარი.

stoma1

II კომპონენტია: ბიორეაქტორი. აშშ. მკვლევარებმა მასაჩუტის ჰოსპიტალ-იდან შეიმუშავეს ღვიძლის უკმარისობის სამკურნალო ახალი მეთოდი, რომე-ლიც დაფუძნებულია ანთებითი იმუნური რეაქციის დაქვეითებაზე, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დახმარებით.
მათ გამოყვეს ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედები დადაადგინეს, რომ ამ უჯრედებს იმუნური რეაქციების დაქვეითების უნარიც გააჩნიათ.
ღეროვანი უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში გაამრავლეს. მეცნიერებმა ამ უჯრე-დების შეყვანა საცდელ თაგვებში რამდენიმე გზით განახორციელეს. ყველაზე ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა მათი ინექციით შეყვანა ღვიძლში. ღეროვანი უჯრედების ბიორეაქტორის დახმარებით შეყვანამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცხოველების მდგომარეობა. მათი გადარჩენის პოტენციალი 14% დან 71% მდე გაიზარდა.
III კომპონენტია: კერატინოციტები. მომზადებულ სუსპენზიას კი ჭრილ-ობის შეხორცების ინტენსივობის შესაბამისად ვამატებთ, რადგან შეხორ-ცების ინტენსიობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალობაზე.
ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეყვანილი სუსპენზია (ღეროვანი უჯ-რედები + ბიორეაქტორი + კერატინოციტები), მოგვცემს ორგანიზმთან შეთასების საშუალებას, ხოლო ტრანსპლანტატის მოცილების რისკი მკვეთრად დაეცემა. კანის უჯრედების პროლიფერაციის, სისხლძარღვების ფორმირებისა და კანის რეგენერაცია გაძლიერდება.
ზემოთაღნიშნული სუსპენზიის კომპონენტების მიღება ჩვენს შემთხვევაში შეუძლებელი გახდა ტენიკური მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ძვლის ტვინის ჰომოგენატით.

მიზანი და ამოცანები
ჩვენი კვლევის მიზანია:
ექსპერიმეტში ფლეგმონებისა და აბსცესების დროს შექმნილი დეფექტის რეგენერაციის სტიმულაცია ძვლის ტვინის გადანერგვის საშუალებით.
ამ მიზნის მისაღწევათ დაისვა შემდეგი ამოცანები:
I. ძვლის ტვინის აღება.
II. ვირთაგვებზე ფლეგმონებისა და აბსცესების მოდელის შექმნა.
III. ძვლის ტვინის გადანერგვა დეფექტის მიდამოში.

მასალა და მეთოდები

ექსპერიმენტები ტარდებოდა ორივე სქესის თეთრი ლაბორატორული, ვისტარის ჯიშის ვირთაგვებზე წონით 170 – 200გრ. გაუტკივარება – ინჰალა-ციური ნიღბიანი ეთილ-ეთერის ნარკოზი.
ვირთაგვის ბარძაყზე ვკვეთავდით 3-4 სმ -ზე კანს, რბილ ქსოვილებს, გამოვ-ყოფდით ბარძაყის ძვალს (სურ.N1) და ძვლის ტვინის მისაღებად ვახდენდით ბარძაყის ძვლის ეპიფიზის პუნქციას 0,6X25მმ ზომის საინექციო ნემსით, შიგ-თავსის ასპირაციას ვახორციელებდით 2მლ ლუერის ტიპის შპრიცით. ასპირატის ნაცხი იღებებოდა პაპანიკოლაუ, მაი-გრუნვალდისა და რომანოვ-სკის მეთოდით.

stoma2 stoma3

stoma4 stoma5

სახის მიდამოს ფლეგმონის მოდელის შესაქმნელად ცხოველები დავყავით 2 ჯგუფად. I ჯგუფის ვირთაგვებს ინექციის სახით, ლოყის არეში შეგვყავდა ფიზიოლოგიურ ხსნარში ნაზავი ადამიანის კბილების ნადები. ინფილტრატი არ განვითარდა.
II ჯგუფის ვირთაგვებს ინექციის სახით, ლოყის არეში შეგვყავდა ფიზიოლო-გიურ ხსნარში ნაზავი მიწა (სურ.N4).

stoma6

მიღებული შედეგები
გამოკვლევის შედეგებმა გვიჩვენა რომ ოპერაციის შემდეგ გადარჩა 3 და დაი-ღუპა 2 ცხოველი I სერიის ცხოველებიდან ( 5 ვირთაგვა).
ძვლის ტვინის ასპირატის ციტოლოგიურ გამოკვლევებმა გვიჩვენა რომ მასში არის წარმოდგენილი მიელოიდური პროგენიტორული უჯრედები, ეოზინოფილუ-რი პრომიელოციტები, ნეიტროფილური პრომიელოციტები, პროერითრობლასტები და ადიპოციტები.
ფლეგმონის მოდელირების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ცხოველების I ჯგუფში არ განვითარდა ინფილტრატე და არ შეინიშნებოდა ანთების ნიშნები. II ჯგუფში 24 საათის შემდეგ შეიმჩნეოდა ინფილტრატეს განვითარება.

სურ.5სურ.5

ლოყის არეში აღენიშნებოდათ შეშუპება, ვრცელდებოდა ქუთუთოებზე, რამაც გამოიწვია თვალის ნაპრალის შევიწროვება კანი ინფილტრატის არეში იყო დაჭიმული. კლინიკურად განვითარდა ჰიპოერგიული ანთებითი რეაქციიღ მიმდინარე ფლეგმონა. მეოთხე დღიდან ინფილტრატმა დაიწყო ჩაცხრომა. ერთი კვირის შემდეგ ვირთგვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

stoma8

სურ.N 2.
1. ეოზინოფილური პრომიელოციტი; 2 . ნეიტროფილური პრომიელოციტი
3 . პროერიტრობლასტი; 4 . ადიპოციტი (ცხიმოვანი უჯრედი)
შეღებვა – პაპანიკოლაუს მეთოდით; გადიდება X 400.

stoma9 stoma10

სურ. N3
ძვლის ტვინის ასპირატი, შეღებვა მაი-გრუნვალდი, ჰიმზა; გადიდება ხ400

დასკვნა
– ვირთაგვაზე ექსპერიმენტში ერთჯერადათ ყველაზე დიდი რაოდენობით ძვლის ტვინის მიღება შესაძლებელია ბარძაყის ძვლის ეპიფიზებიდან, რაც შეადგენს საშუალოდ 0.5 – 1 მლ-ს. მიღებული ასპირატი შეიცავს ძვლის ტვინის სრულ უჯრედულ სპექტრს, რაც იძლევა საშუალებას მისი ტრანსპლანტაციისათვის გამოყენებას.
– ფლეგმონის სტაბილური ექსპერიმენტული მოდელის მისაღებად თეთრ ლაბო-რატორულ ვირტაგვებში საკმარისი ხდება იმ ანტიგენური სპექტრის გამოყენება რომესაც შეიცავს ნიადაგი ქალაქის პირობებში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. “ქირურგიული სტომატოლოგია” ომარ ნემსაზე. თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიერი ინსტიტუტის გამომცემლობა “დასტაქარი” თბილისი 2005წ. 157-181გვ.

2. “ჰისტოლოგია” რუსუდან რუხაძე (დამტკიცებულია სახელმძღვანელო საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის) გამომცემლობა ოაზისი 2003წ. 244-267გვ.

3. “ზოგადი პათოლოგიური ანატომია” ომარ ხარძეიშვილი გამომცემლობა თბილისი 2001წ. 199-230გვ.

4. ზოგადი ქირურგია მ. ბოჭორიშვილი გამომცემლობა “განათლება” თბილისი1984 486-512გვ.