მიმართვა სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010წ.

ლევან შენგელია

ჟურნალ ”მცენარეთა მეცნიერებების” სარედაქციო კოლეგიის წევრებს ვულოცავთ ახალ წელს და ვუსურვებთ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

გვინდა გაცნობოთ, რომ ჟურნალი თანდათან იკრებს ძალას. შემოდის სტატიები უცხოეთიდან, იზრდება კონტაქტები და ა.შ. ჩვენ ველით სტატიებს თქვენგან და თქვენი წარდგინებით. გთხოვთ მოგვაწოდოთ სტატიები. ჯერჯერობით სტატიების გამოქვეყნება უფასოა

ჟურნალის ინტერნეტ მისამართები არ შეცვლილა:
http://medgeo.net/2009/09/04/plants_science/

ჟურნალის რედაქციაში დაიბადა კიდევ ერთი ინიციატივა:
შეიქმნას ”ქართული სასოფლო–სამეურნეო ენციკლოპედია” ათ ტომად.
ვერ გავბედავთ თქვენთან ვისაუბროთ ამგვარი ენციკლოპედიის შექმნის აქტუალობაზე.
ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ შემოვიკრობოთ სპეციალისტები, მოვამზადოთ
პროექტები და ისინი წარვუდგინოთ პოტენციურ საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებს.
რედკოლეგიის წევრებს მივმართავთ თხოვნით:
ა) ჩვენი ინიციატივის შესახებ აცნობონ ყველა სპეციალისტს, რომელსაც აქვს პროფესიული დონე, რათა მონაწილეობა მიიღოს საენციკლოპედიო სტატიების მომზადებაში. ეს ეხება სოფლის მეურნეობის ყველა დარგის სპეციალისტებს.
ბ) თქვენ და სხვა სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ ენციკლოპედიის შექმნაში მონაწილეობა, ვთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. გვარი, სახელი
2. სამეცნიერო ხარისხი და წოდება
3. ელფოსტა
4. დარგი
5. სპეციალიზაცია
6. გრანტებისა და დონორი ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთანაც გიმუშავიათ
7. სახელმძღვანელოს დასახელება, თუკი ამგვარი გაქვთ გამოცემული
6. საენციკლოპედიო სტატიები დასახელებები, რომლებიც შეგიძლიათ  მოამზადოთ. მოგვაწოდეთ სრული სია.

ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ ელფოსტაზე: mpifarm@gmail.com
ტელეფონი 899 15 49 21 ლევან შენგელია

საენციკლოპედიო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მუდმივად გამოქვეყნდება ჟურნალში ”Plants Science”