რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N25, მაისი, 2010 წ
მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა დავით გარეჯში
გივი ბეღელური, სსიპ მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის აღნიშნული ტენდენცია დღის წესრიგში აყენებს საერთოდ სოფლის მეურნეობის, და კერძოდ, მეცხვარეობის დარგის შესაბამისი დონით განვითარებას, რათა ფიზიოლოგიურ ნორმებთან შესატყვისობით მოხდეს ადამიანის სასურსათო პროდუქტებით, განსაკუთრებით ცილებით მდიდარი მეცხოველეობის პროდუქტებით (ხორცი, რძე, კვერცხი და სხვა) დაკმაყოფილება.
ამჟამად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ძლიერ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნილებაა ეკოლოგიურად საიმედო ,,ორგანული” პროდუქციისადმი, რომელიც არ შეიცავს რაიმე, ჯანმრთელობისათვის მავნე ნაერთებს, ამიტომ მომხმარებლის მიერ მისი მიღება უსაფრთხოა. დღევანდელ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სახეობრივად, ასორტიმენტებით, მოცულობითა და განსაკუთრებით ხარისხით, საშუალებას არ იძლევა, მსოფლიოს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტებით გასვლისათვის, რაც სამომავლოდ ნაწილობრივ მაინც უნდა მოგვარდეს.
Read More