თეძოს გარეთა არტერია

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თეძოს გარეთა არტერია Arteria  iliaca externa External iliac artery
დასაწყისი იხ. >>>

ი) დიდი წვივის უკანა არტერია – a. tibialis posterior, წარმოადგენს მუხლქვეშა არტერიის ტოტს. კანჭის უკანა ზედაპირზე ეშვება ქვემოთ. არტერიას ახლავს ორი თანამოსახელე ვენა, მის ლატერალურად კი მოთავსებულია დიდი წვივის ნერვი – n. tibialis. მიემართება რა, ქვემოთ და რამდენადმე მედიალურად, დიდი წვივის უკანა არტერია აღწევს მედიალურ გოჯს – Malleolus medialis, რომელსაც შემოუვლის უკანიდან.

თეძოს გარეთა არტერიააქ არტერია გამოცალკევებულია მედიალური გოჯის უკანა კიდიდან დიდი წვივის უკანა კუნთისა – m. tibialis posterior და თითების გრძელი მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum longus მყესებით და მოთავსებულია მომხრელი კუნთების [მყესების] საბმელის – retinaculum mm. flexorum ღრმა ფურცელზე, რომელიც გამოაცალკევებს მას ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთისაგან – m. flexor hallucis longus. არტერია გაივლის მომხრელი კუნთების [მყესების] საბმელის ქვეშ და შემდეგ ფეხის ცერის განმზიდველი კუნთის – m. abductor hallucis, პროქსიმალური ნაწილის ქვეშ, შემდეგ იგი გადადის ტერფის ძირზე და იყოფა ორ ტოტად: ტერფძირის ლატერალურ არტერიად – a. plantaris lateralis, და ტერფძირის მედიალურ არტერიად – a. plantaris medialis. თავის გზაზე დიდი წვივის უკანა არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს:
1. მცირე წვივის შემომხვევი ტოტი – ã. circumflexus fibulae, რომელიც გამოდის ძირითადი ღეროს დასაწყისში და მიემართება წინ მცირე წვივის ძვლის თავის ქვეშ; კვებავს ამ მიდამოს კუნთებსა და მონაწილეობს მუხლის სახსრის ბადის – rete articulare genus წარმოქმნაში;
2. მცირე წვივის არტერია – a. peronea (fibularis), – დიდი წვივის უკანა არტერიის ყველაზე მსხვილი ტოტია; იწყება მისი დასაწყისი ნაწილიდან. მიემართება ქვემოთ, დიდი წვივის უკანა არტერიის ლატერალურად, მცირე წვივის ძვალთან ახლოს, დიდი წვივის უკანა კუნთის – m. tibialis posterior უკანა ზედაპირზე. ლატერალური გოჯის დონეზე არტერია იყოფა ტოტებად: ქუსლის ტოტებად – rr. calcanei, რომლებიც მიემართებიან კოჭ-წვივის სახსრისაკენ – Articulatio talocruralis და ქუსლის ბადისაკენ – rete calcaneum. თავის გზაზე მცირე წვივის არტერია იძლევა ტოტებს. ესენია: ა) მცირე წვივის ძვლის მასაზრდოებელი არტერია, რომელიც შედის ძვლის მასაზრდოებელ არხში – Canalis nutricius; ბ) გამგმირავი ტოტი – ã. perforans, რომელიც გამოდის ლატერალური გოჯიდან 4 – 5 სმ-ით ზემოთ, გაივლის ძვალთაშუა აპკში – Membrana interossea cruris, მიემართება ქვემოთ, კანჭის წინა ზედაპირზე; აქ იგი ქმნის ანასოტმოზურ კავშირს ლატერალური გოჯის წინა არტერიასთან – A. malleolaris anterior lateralis, მონაწილეობს ლატერალური გოჯის ბადისა – rete malleolare laterale და ქუსლის ბადის – rete calcancam წარმოქმნაში; გ) ლატერალური გოჯის ტოტები – Rami malleolares laterales, – მოკლე ტოტებია, რომლებიც შედიან ლატერალური ტოტის შემადგენლობაში; დ) შემაერთებელი ტოტი – ã. communicans, გამოდის გოჯების დონეზე, დიდი წვივის ძვლის უკანა ზედაპირზე მედიალურად.

3. დიდი წვივის ძვლის მასაზრდოებელი არტერია – გამოდის დიდი წვივის უკანა არტერიიდან წვივის ზემო მესამედში; იძლევა რამდენიმე წვრილ ტოტს კუნთებისაკენ და შედის დიდი წვივის ძვლის მასაზრდოებელ ხვრელში.

4. მედიალური გოჯის ტოტები – rr. malleolares mediates, გამოდიან მედიალური გოჯის უკან და მიემართებიან წინ, ქმნიან ანასოტომოზს მედიალური გოჯის წინა არტერიასთან – a. malleolaris anterior medialis;

5. ქუსლის ტოტები – rr. calcanei, (2 – 4) მიემართებიან ქუსლის უკანა ზედაპირისაკენ, სადაც ქმნიან ანასოტმოზურ კავშირს ქუსლის ლატერალურ ტოტებთან და წარმოქმნიან ქუსლის ბადეს – Rete calcaneum;

6. ტერფძირის მედიალური არტერია – a. plantaris medialis, გამოდის მომხრელი კუნთების [მყესების]საბმელის – retinaculum mm. flexorum ქვემოდან, მიემართება ტერფის ძირის მედიალური მხარეზე ფეხის ცერის განმზიდველ კუნთსა – m. abductor hallucis და თითების მოკლე მომხრელ კუნთს – m.. flexor digitorum brevis შორის; მიემართება წინა ტერფის პირველი ძვლისაკენ. არტერია წვება კუნთებს შორის და იყოფა ორ ტოტად: ზედაპირულ და ღრმა ტოტებად: ა) ზედაპირული ტოტი – ã. superficialis, გაივლის ფეხის ცერის განმზიდველ კუნთს – m. abductor hallucis,  კვებავს მას და მიემართება ტერფის შიგნითა კიდისაკენ, აღწევს პირველ თითამდე; ბ) ღრმა ტოტი- – ã. profundus, აგრძელებს თავის გზას ფეხის ცერის განმზიდველ კუნთსა – m. abductor hallucis და თითების მოკლე მომხრელი კუნთებს – m. flexor digitorum brevis შორის წინა ტერფის პირველი ძვლის თავამდე; კვებავს აღნიშნულ კუნთებსა და კანს, ქმნის ანასოტომოზს წინა ტერფის პირველ პლანტარულ არტერიასთან – metatarsea plantaris prima, ზოგჯერ პირდაპირ ტერფძირის რკალთან – arcus plantaris.

311

7. ტერფძირის ლატერალური არტერია – a. plantaris lateralis.– გამოდის ფეხის ცერის განმზიდველი კუნთის – m. abductor hallucis ქვემოდან, გადადის ტერფის ძირზე, სადაც თითების მოკლე მომხრელ კუნთსა – m. flexor digitorum brevis და ტერფძირის კვადრატულ კუნთს – m. quadratus plantae შორის მიემართება რკალისებურად, ტერფის ლატერალური კიდისაკენ. აქ იგი მიდის წინ, აღწევს წინა ტერფის V ძვლის ფუძეს, გზავნის თითების საკუთარ პლანტარულ არტერიებს – a. digitalis plantaris propria, მეხუთე თითის ლატერალური კიდისაკენ, თვითონ ბრუნდება მედიალურ მხარეზე და წვება ძვალთაშუა პლანტარული კუნთებისა – mm. interossei plantares, შედარებით ზედაპირულად მდებარე ფეხის ცერის მომზიდველი კუნთის ირიბ თავსა – caput obliquum m. adductoris hallucis და ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum longus მყესებს შორის. ამგვარი მედიალური მიმართულების მსვლელობით არტერია ქმნის ტერფძირის რკალს – arcus plantaris. აღწევს რა წინა ტერფის ძვლების პირველ სივრცეს, რკალი უერთდება ტერფძირის ღრმა ტოტს – ã. plantaris profundus.

312

ტერფძირის რკალიდან – arcus plantaris გამოდიან შემდეგი ტოტები: ა) წინა ტერფის პლანტარული არტერიები – aà. metatarseae plantares, (4) მიემართებიან წინ, წინა ტერფის ძვალთაშუა სივრცეებში – Spatia interossea metatarsi; დისტალურ ბოლოში ამ არტერიებს ეწოდებათ თითების საერთო პლანტარული არტერიები – Aa. digitales plantares communes. პირველი ფალანგის ფუძესთან თითოეული მათგანი იყოფა ორად, თითების საკუთარ პლანტარულ არტერიებად – Aa. digitales plantares propriae, რომლებიც მიემართებიან თითების ერთმანეთისაკენ მიმართული ზედაპირებისაკენ. პირველი საერთო პლანტარული არტერია იძლევა 3 საკუთარ პლანტარულ არტერიას: აქედან ერთი მიემართება მეორე თითის მედიალური კიდისაკენ, ორი – პირველი თითის გვერდებისაკენ; ბ) მრავალი წვრილი ტოტი ტერფის ძირის კუნთებისა და ძვლებისაკენ; გ) გამგმირავი ტოტები – rr. perforantes.

კ) დიდი წვივის წინა არტერია – a. tibiales anterior, გამოდის მუხლქვეშა არტერიიდან, მიემართება წინ, გაივლის ძვალთაშუა აპკს – Membrana interossea cruris პროქსიმალურ ნაწილში და გამოდის წვივის309 წინა ზედაპირზე. აქ იგი წვება ძვალთაშუა აპკის წინა ზედაპირზე ორ ვენასთან და მცირე წვივის ღრმა ნერვთან – n. peroneus profundus, ერთად, რომელიც თავდაპირველად მიემართება ლატერალურად, შემდეგ გადაუვლის მას, თავსდება მედიალურად და მიემართება ქვემოთ. კანჭის ზემო მესამედში იგი მდებარეობს დიდი წვივის წინა კუნთსა – m. tibialis anterior და თითების გრძელი გამშლელი კუნთებს – m. extensor digitorum longus, შორის სიღრმეში; კანჭის შუა ნაწილიდან წვება დიდი წვივის წინა კუნთსა და ფეხის ცერის გრძელ გამშლელ კუნთებს – m. extensor hallucis longus შორის. კანჭის დისტალურ ნაწილში არტერია მოთავსებულია ზედაპირულად და გაივლის დიდი წვივის ძვლის წინა ზედაპირზე, ხოლო გოჯების დონეზე ძევს კოჭ-წვივის სახსრის სასახსრე ჩანთაზე, რომლის მიდამოში, ექცევა რა გამშლელი კუნთების [მყესების]ქვემო საბმელის – Retinaculum mm. extensorum inferius ქვეშ,  გადის ტერფის ზურგზე და მას ეწოდება ტერფის დორსალური არტერია – a. dorsalis pedis. თავის გზაზე დიდი წვივის წინა არტერია იძლევა ტოტებს: 1. კუნთოვანი ტოტები – კანჭის წინა ჯგუფის კუნთებისაკენ; 2. დიდი წვივის უკანა შებრუნებული არტერია – A. recurrens tibialis posterior, – არ არის მუდმივი, იწყება დიდი წვივის წინა არტერიიდან კანჭის უკანა ზედაპირზე და მიემართება ზემოთ, მუხლქვეშა კუნთის – m. popliteus ქვეშ მუხლის სახსრისაკენ; მონაწილეობს მუხლის სახსრის ბადის – rete articulare genus წარმოქმნაში; 3. დიდი წვივის წინა შებრუნებული არტერია – a. recurrens tihialis anterior, გამოეყოფა დიდი წვივივს წინა არტერიას, ამ უკანასნელის კანჭის წინა ზედაპირზე გასვლისთანავე; მიემართება ზემოთ, შედის დიდი წვივის წინა კუნთის – m. tibialis anterior სისქეში, წვება დიდი წვივის ძვლის გარეთა როკის წინა ზედაპირზე და მონაწილეობს მუხლის სახსრის ბადის წარმოქმნაში.

4. ლატერალური გოჯის წინა არტერია – a. malleolaris anterior lateralis, გამოდის კოჭ-წვივის სახსრის პროქსიმალურად; მიემართება თითების გრძელი გამშლელი კუნთის- m. extensor digitorum longus მყესის ქვეშ, ლატერალური გოჯის წინა ზედაპირზე, სადაც მონაწილეობს ლატერალური გოჯის ბადის – Rete malleolare laterale წარმოქმნაში. გზაზე ქმნის ანასტომოზს მცირე წვივის არტერიის – a. peronea (fibularis), გამგმირავი ტოტთან – Ramus perforans, და გზავნის წვრილ ტოტებს კოჭ-წვივის სახსრისაკენ.

5. მედიალური გოჯის წინა არტერია – a. malleolaris anterior medialis, გამოდის დიდი წვივის წინა არტერიიდან, კოჭ-წვივის სახსრის მახლობლად. მიემართება მედიალურად, გაივლის დიდი წვივის წინა კუნთის – m. tibialis anterior მყესის ქვეშ, მედიალური გოჯის წინა ზედაპირზე და მონაწილეობს მედიალური გოჯის ბადის – rete malleolare mediale წარმოქმნაში.

6. ტერფის დორსალური არტერია – a. dorsalis pedis, წარმოადგენს დიდი წვივის წინა არტერიის გაგრძელებას; გამოდის გამშლელი კუნთების [მყესების] ქვემო საბმელის – Retinaculum mm. extensorum inferius ქვემოდან, მიემართება ტერფის ზურგზე, ექცევა ფეხის ცერის გრძელ გამშლელ კუნთსა – m. extensor hallucis longus და ფეხის ცერის მოკლე გამშლელ კუნთს – m. extensor hallucis brevis შორის; აღწევს წინა ტერფის I და II ძვალთაშუა სივრცეს და იყოფა: ტერფძირის ღრმა ტოტად – ã. plantaris profundus, და წინა ტერფის პირველ დორსალურ არტერიად – a. metatarsea dorsalis prima.

310

თავის გზაზე ტერფის დორსალური არტერია იძლევა ტოტებს: ა) უკანა ტერფის მედიალური არტერიები – Aa. tarseae mediales, – 2 -3 მოკლე ტოტის სახით გამოდიან ტერფის დორსალური არტერიიდან, გაივლიან ფეხის ცერის გრძელი გამშლელი კუნთის – m. extensor hallucis longus მყესის ქვეშ და მიემრთებიან ტერფის მედიალური მხარისკენ; მონაწილეობენ მედიალური გოჯის ბადის – rete malleolare mediale წარმოქმნაში. ბ) უკანა ტერფის ლატერალური არტერია – a. tarsea lateralis იწყება კოჭის – talus წინა ბოლოს დონეზე, მიდის ლატერალურად, შემდეგ წინ უკანა ტერფის ძვლებზე  თითების მოკლე გამშლელი კუნთის – m. extensor digitorum brevis ქვეშ და კვებავს მას; აღწევს წინა ტერფის V ძვლის ფუძეს და არტერია ქმნის ანასომტოზურ კავშირს რკალოვან არტერიასთან – a. arcuata; თავის გზაზე გზავნის ტოტებს ტერფის ზურგის ბადეში. გ) რკალოვანი არტერია – a. arcuala იწყება უკანა ტერფის მეორე ძვლის პროქსიმალურ ბოლოსთან, წვება თითების მოკლე გამშლელი კუნთის – m. extensor digitorum brevis ქვეშ, მიემართება წინ და ლატერალურად, აღწევს წინა ტერფის V ძვლის ფუძეს, ამყარებს ანასტომოზურ კავშირს უკანა ტერფის ლატერალურ არტერიასთან – a. tarsea lateralis და წარმოქმნის არტერიულ რკალს. რკალისებრი არტერიის წინა პერიფერიიდან გამოდიან II, III, IV წინა ტერფის დორსალური არტერიები – aa.. metatarseae dorsales (II, III, IV). ისინი წარმოადგენენ პირდაპირ მიმავალ, შედარებით წვრილ სისხლძარღვებს, რომლებიც მიემართებიან ზემოთ, თავსდებიან ძვალთაშუა სამ გარეთა სივრცეში, ძვალთაშუა დორსალური კუნთებზე – mm. interossei dorsales. წინა ტერფის ძვლების თავების დონეზე ან რამდენადმე დისტალურად, თითეული წინა ტერფის დორსალური არტერია იყოფა ორად, თითების დორსალურ არტერიებად – aa.. digitales dorsales, რომლებიც მიემართებიან წინ და წვებიან თითების დორსალური ზედაპირების ერთმანეთისაკენ მიმართული კიდეების გასწვრივ;  დ) პირველი წინა ტერფის დორსალური არტერია – a. metatarsea dorsalis prima, წარმოადგენს ტერფის დორსალური არტერიის – A. dorsalis pedis ერთ – ერთ საბოლოო ტოტს; მიემართება პირველ ძვალთაშუა სივრცეში, მიყვება ძვალთაშუა დორსალურ კუნთს და იძლევა 3 ტოტს –  თითების დორსალურ არტერიებს – aa.. digitales dorsales; მათგან 2 მიემართება პირველი თითისაკენ და ერთი მეორე თითის მედიალური ზედაპირისაკენ; ე) ტერფძირის ღრმა ტოტი – r. plantaris profundus, წარმოადგენს ტერფის დორსალური არტერიის – A. dorsalis pedis მეორე საბოლოო ტოტს. იგი გაივლის პირველ ძვალთაშუა სივრცეში პირველ ძვალთაშუა დორსალურ კუნთს – m. interosseus dorsalis primus და გადადის ტერფის ძირზე, სადაც მონაწილეობს ტერფძირის რკალის – areus plantaris წარმოქმნაში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.