Category Archives: ნორმალური ანატომია

რკალმორჩების შეერთება

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. რკალმორჩების შეერთება Junctura zygapophysealis რკალმორჩების შეერთება – junctura zygapophysealis, ხორციელდება თითოეული მალის ქვემო სასახსრე მორჩსა – processus articularis inferior და მის ქვემო მდებარე მალის ზემო სასახსრე მორჩს – processus articularis superior შორის. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, დამაგრებულია სასახსრე ხრტილის კიდეზე. სასახსრე ღრუ – cavum articulare მოთავსებულია სასახსრე ზედაპირების მდებარეობისა

Read More

ლიმფური სისტემა

ადამიანის ნორმალური ანატომია. ლიმფური სისტემა Systema lymphaticum  Lymphatic system ლალი დათეშიძე ლიმფური სისტემა – systema lymphaticum სისხლძარღვთა სისტემის ნაწილია. მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, გამოაქვს უჯრედებიდან და ქსოვილებიდან ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროდუქტები, ასევე უცხო სხეულები (ბაქტერიები), რომლებიც აღწევენ სისხლძარღვთა სისტემაში. ლიმფურ სისტემას მიეკუთვნება: 1. ლიმფური კაპილარები – უწვრილესი ლიმფურ ძარღვებია, რომელთა კედლები აგებულია მხოლოდ ენდოთელური უჯრედებისაგან. ლიმფური

Read More

კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები

ადამიანის ნორმალური ანატომია. კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები ლალი დათეშიძე ანასტომოზები ზემო და ქვემო ღრუ ვენებს შორის 1. ზემო ღრუ ვენა – vena cava superior ქმნის ანასოტომოზურ კავშირს ქვემო ღრუ ვენასთან – vena cava inferior ტანის წინა გვერდითი კედლების ვენებით. ჭიპის არეში არსებულ ვენურ წნულში არსებობს ანასტომოზები ზემო და ქვემო ეპიგასტრულ ვენებს შორის. ქვემო ეპიგასტრული ვენები –

Read More

კარის ვენა

ადამიანის ნორმალური ანატომია. კარის ვენა Vena portae; Portal vein ლალი დათეშიძე კარის ვენა – v. portae, კრებს სისხლს მუცლის ღრუს კენტი ორგანოებიდან. იგი იქმნება პანკრეასის თავის უკან, სამი ვენის – ჯორჯლის ქვემო ვენის – v. mesenterica inferior, ჯორჯლის ზემო ვენის – v. mesenterica superior, და ელენთის ვენის – v. lienalis შეერთების შედეგად. კარის ვენა მიემართება ზემოთ

Read More

ხერხემლის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის ვენები ლალი დათეშიძე 1. ხერხემლის გარეთა ვენური წნულები – plexus venosi vertehrales externi, მდებარეობს ხერხემლის სვეტის წინა და უკან ზედაპირებზე. ამიტომ არჩევენ: ა) ხერხემლის გარეთა წინა წნულებს – plexus venosi vertehrales externi anteriores, რომლებიც კრებენ სისხლს მალების სხეულების წინა ნაწილებიდან, წინა გასწვრივი იოგიდან – Lig. longitudinale anterius და მიმდებარე კუნთებიდან (კისრის ღრმა

Read More

ნეკნთაშუა ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნთაშუა ვენები Venae intercostales; Intercostal veins ლალი დათეშიძე ნეკნთაშუა წინა და უკანა ვენები – vv. intercostales anteriores et posteriores – მარჯვენა და მარცხენა – თავისი ტოტებით მიყვებიან ნეკნთაშუა არტერიების ტოტებს. ნეკნთაშუა წინა ვენები – vv. intercostales anteriores მოთავსებულნი არიან ზემო 9 – 10 ნეკნთაშუა სივრცეში – Spatium intercostale და უერთდებიან  გულმკერდის შიგნითა მარჯვენა

Read More

ქვემო ღრუ ვენა

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო ღრუ ვენა Vena cava inferior; Inferior vena cava ლალი დათეშიძე ქვემო ღრუ ვენა – v. cava inferior, ადამიანის სხეულის ყველაზე მსხვილი ვენური სისხლძარღვია. იგი ღებულობს სისხლს ქვემო კიდურებიდან, მენჯის ღრუსა და მუცლის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან. ქვემო ღრუ ვენა იწყება წელის IV-V მალების დონეზე, მარჯვენა და მარცხენა თეძოს საერთო ვენების – vv. iliacae

Read More

ზემო ღრუ ვენა

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო ღრუ ვენა Vena cava superior; Superior vena cava ლალი დათეშიძე ზემო ღრუ ვენა – v. cava superior, აგროვებს სისხლს თავიდან, კისრიდან, ზემო კიდურებიდან, გულმკერის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან, ნაწილობრივ მუცლის კედლიდანაც. ზემო ღრუ ვენა წარმოიქმნება წინა შუასაყარში, მარჯვენა პირველი ნეკნის ხრტილის უკან, მკერდის ძვალთან, მარჯვენა და მარცხენა მხარ-თავის ვენების – vv. brachiocephalicae

Read More

მენჯის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. მენჯის ვენები ლალი დათეშიძე მენჯის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან ვენური სისხლი გროვდება ორ მსხვილ ვენურ სისხლძარღვში: თეძოს შიგნითა ვენაში – v. iliaca interna, და თეძოს გარეთა ვენაში – v. iliaca externa, რომლებიც ერთდებიან და წარმოქმნიან თეძოს საერთო ვენას – v. iliaca communis. I. თეძოს საერთო ვენა – v. iliaca communis, წყვილი სისხლძარღვია; იწყება

Read More

ქვემო კიდურის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო კიდურის ვენები ლალი დათეშიძე ქვემო კიდურის ვენებს ყოფენ ორ ჯგუფად: ზედაპირულ და ღრმა ვენებად. ზედაპირული ვენები ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ღრმა ვენებთან; შედარებით მსხვილ ვენებს აქვთ სარქველები. ტერფის მიდამოში კანქვეშა  ვენები ქმნიან ბადეს, რომელსაც ყოფენ: ტერფძირის ვენურ ბადედ – rete venosum plantare და ტერფის დორსალურ ვენური ბადედ – rete venosum dorsale pedis. ტერფძირის

Read More