Category Archives: ორგანოთა პათოლოგიები

ნაწლავები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. ნაწლავების დაავადებების დიაგნოსტირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზს. დგინდება ადგილობრივი (ნაწლავური) და ზოგადი ჩივილები. ყურადღება ექცევა კუჭის მოქმედების თავისებურებებს (განავლოვანი მასების რაოდენობა და ხასიათი, დეფეკაციების სიხშირე, დეფეკაციის შემდეგ შვების შეგრძნების არსებობა, მისი თანმხლები მოვლენები), მუცლის არეში ტკივილების არსებობას და ხასიათს, მათ კავშირს საკვების მიღებასთან და კუჭის მოქმედებასთან, მეტეორიზმს, მუცელში ყურყურის

Read More

პანკრეასი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> პანკრეასის პარაზიტული დაზიანებები იშვიათად გვხვდება. უპირველეს ყოვლისა მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ჰელმინთოზები. ასკარიდები, ხვდებიან რა პანკრეასის სადინრებში, იწვევენ პანკრეასის წვენის დინების მოშლას და შეიძლება გახდნენ მწვავე პანკრეატიტის, ჯირკვლის კეროვანი ნეკროზების და აბსცესების განვითარების მიზეზი. იშვიათ შემთხვევებში, პანკრეასის სადინრებში ასკარიდების ხანგრძლივი ინვაზია იწვევს ქრონიკული პანკრეატიტის განვითარებას. ძალიან იშვიათად მსგავსი გამოვლინებების

Read More

პანკრეასი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> პანკრეასის სიმსივნეები იყოფიან კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებად. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ პანკრეასის თავის, სხეულის და კუდის სიმსივნეებს. ჰისტოგენეზის მიხედვით – ეგზოკრინული ქსოვილების და პანკრეასის კუნძულების ახალწარმონაქმნებს. ეგზოკრინული ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეები იშვიათად გვხვდება და ძირითადად წარმოდგენილნი არიან ადენომებით. აღნიშნული სიმსივნეების ეპითელიუმი მოგვაგონებს სადინრების ეპითელიუმს (კისტადენომები) ან აცინოზურ ქსოვილს. სიმსივნის შენების

Read More

პანკრეასი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >>> პათოლოგიები. განვითარების მანკები. პანკრეასის ძირითადი განვითარების მანკებია – კისტოფიბროზი, რომელსაც გააჩნია მემკვიდრეობითი ხასიათი და წარმოადგენს მუკოვისციდოზის ერთ–ერთ ფორმას და რგოლისებური (ბეჭდისებური) პანკრეასი. რგოლისებური პანკრეასის დროს ჯირკვლის თავი გარს ეხვევა თორმეტგოჯა ნაწლავის დაღმავალ ნაწილს. პათოლოგია შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა უხშირესად ახალშობილებში ვლინდება ნაწლავის მაღალი გაუვალობის ნიშნები (შეუჩერებელი ღებინება, რომელიც

Read More

პანკრეასი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. ავადმყოფის გამოკვლევა მოიცავს ჩივილების და ანამნეზური მონაცემების ანალიზს, მის დათვალიერებას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. ყველაზე ხშირი ჩივილია ტკივილი მუცლის არეში, რომლის უპირატესი ლოკალიზაციაც დამოკიდებულია პანკრეასის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანებაზე. ტკივილი, რომელიც ლოკალიზებული ჭიპის თავზე და მარჯვენა ნეკნქვეშა სივრცეში მიუთითებს პანკრეასის თავის დაზიანებაზე, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში – ჯირკვლის სხეულის

Read More

ნაღვლის ბუშტი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციის და ირადიაციის შესწავლის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. დუოდენალური ზონდირება საშუალებას იძლევა შეფასდეს ნაღვლის ბუშტის ტონუსი და მოტორულ–ევაკუაციური ფუნქცია, დადგინდეს ბუშტში არსებული მიკროფლორის ხასიათი, სიმსივნური უჯრედების, პარაზიტების არსებობა, ნაღვლის ქიმიური შემადგენლობა და ფიზიკური თვისებები. კლინიკური სურათიდან

Read More

ღვიძლი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> ღვიძლის აბსცესებს უმეტეს შემთხვევში გააჩნიათ ბაქტერიული ბუნება. უხშირესად ბაქტერიული აბსცესები ყალიბდებიან მუცლის ღრუში არსებული ინფექციის კერებიდან (მწვავე აპენდიციტი, წყლულოვანი ენტერიტი, კოლიტი, პერიტონიტი, ჩირქოვანი ქოლანგიტი, დესტრუქციული ქოლეცისტიტი) კარის ვენის სისტემით გამომწვევის გადატანის შედეგად. იშვიათად ინფექციის გამომწვევი ღვიძლში ხვდება ღვიძლის არტერიის მეშვეობით სისხლის მიმოქცევის დიდი წრიდან, მაგ., ფურუნკულოზის, კარბუნკულოზის, პაროტიტის,ოსტეომიელიტის

Read More

ღვიძლი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. ღვიძლის პათოლოგიების დიაგნოსტირების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზს. ყველაზე დამახასიათებელი ჩივილებია სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, მწარე გემო, გულისრევა, მადის დაქვეითება, მუცლის შებერვა, აგრეთვე სიყვითლის არსებობა, კანის ქავილი, შარდის და განავლის ფერის ცვლილება. შესაძლებელია აღინიშნებოდეს შრომის უნარის დაქვეითება, წონაში დაკლება, საერთო სისუსტე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხ.

Read More

თორმეტგოჯა ნაწლავი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები მოიცავს ანამნეზის შეგროვებას, დათვალიერებას და პალპაციას. ტკივილების ხასიათის დადგენა, მათი აღმოცენების დრო, ხანგრძლივობა, ირადიაცია, მუცლის ფორმის ცვლილებები, შებერილობა, აგრეთვე პალპაციის დროს მტკივნეულობა და თორმეტგოჯა ნაწლავის საპროექციო მიდამოში კანის მომატებული მრძნობელობის გამოვლენა საშუალებას იძლევა დიდი სარწმუნოების დონის  მოვახდინოთ ისეთი დაავადების დიაგნოსტირება, როგორებიცაა წყლულოვანი დაავადება, დუოდენიტი და სხვა. დიდი მნიშვნელობა გააჩნია

Read More

კუჭი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. კუჭი დასაწყისი იხ. >> კუჭის შემოგრეხა (გადაგრეხა) გვხვდება იშვიათად. ბავშვთა ასაკში (განსაკუთრებით დაბადებიდან პირველ თვეებში) უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ხდება მისი დიაგნოსტირება. დაავადება დაკავშირებულია კუჭის ფიქსაციის დარღვევებთან. შემოგრეხის მიზეზი შეიძლება გახდეს დიაფრაგმის თიაქარი. დაავადების ხელშემწყობ მიზეზად ითვლება კუჭის დაწევა, მისი მნიშვნელოვნად გაგანიერება და გამოხატული ანტიპერისტალტიკა, რაც განპირობებულია კუჭის შიგთავსის ევაკუაციის დარღვევით. მთლიანად

Read More