Category Archives: ორგანოთა პათოლოგიები

შარდსაწვეთი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. შარდსაწვეთის გამოკვლევის მეთოდები მოიცავს ზოგადკლინიკურ (ანამნეზი, დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია), რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. შარდსაწვეთის დაავადებების უმეტესობისთვის დამახასიათებელია ტკივილის არსებობა, რომელიც შეიძლება იყოს ყრუ, მჩხვლეტავი ან გააჩნდეს შეტევისებური ხასიათი. ტკივილი ირადიაციას განიცდის წელის მიდამოდან მუცლის მიმართულებით: შარდსაწვეთის ზედა ნაწილიდან მუცლის ან თეძოს მიმართულებით, შუა ნაწილიდან საზარდულის მიდამოში, ქვედა ნაწილიდან –

Read More

შარდის ბუშტი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. შარდის ბუშტის შესაძლო პათოლოგიის არსებობისას ავადმყოფის გამოკვლევის შემთხვევაში ყურადღება ექცევა ტკივილების ლოკალიზაციას და ხასიათს, შარდვის სიხშირეს. მაგალითად, დღის განმავლობაში ხშირი მტკივნეული შარდვა დამახასიათებელია შარდის ბუშტის კენჭისთვის და ყელის ცისტიტისთვის, ხოლო უპირატესად ღამის განმავლობაში – წინამდებარე ჯირკვლის ადენომისთვის. შარდის ბუშტის გამოკვლევა მოიცავს კვლევის კლინიკურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. კლინიკურ მეთოდებს მიეკუთვნებიან

Read More

თირკმელი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (5)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> თირკმლების ალვეოკოკოზის გამომწვევია პარაზიტი Echinococcus alveolaris (multilokularis) ჭიის სტადიაში და ხასიათდება თირკმლებში პროდუქციულ–ნეკროზული კერების წარმოქმნით და შემაერთებელი ქსოვილის კვანძოვანი ფორმის პროლიფერაციით, რაც მაკროსკოპულად ვლინდება, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა კვანძის ქსოვილში მოჩანს პარაზიტის მცირე ზომის, ერთმანეთთან შერწყმული ბუშტუკები. თირკმლების ალვეოკოკოზი ძალიან იშვიათი პათოლოგიაა. მისი აღმოჩენის ყველა შემთხვევაში პირველადი კერა

Read More

თირკმელი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> მეტაბოლური ნეფროპათიები ვითარდება ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებების ცვლის გენეტიკურად განპირობებული ან თანდაყოლილი დარღვევების ფონზე. მეტაბოლური ნეფროპათიების გამომწვევი მემკვიდრეობითი დაავადებებიდან ცნობილია გლიკოგენოზები, ოქსალოზი, პირველადი ჰიპერურატურია და ჰიპერურიკემია, ცისტინოზი. დისმეტაბოლური ბუნება გააჩნია დიაბეტურ ნეფროპათიასაც. მეორადი ნეფროპათიების განვითარების გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნებიან ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ჰიპოკალემია და კალციუმის ცვლის დარღვევები. ოქსალოზი ხასიათდება ორგანიზმში

Read More

თირკმელი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> მენჯ–ფიალათა სისტემის ანომალიები ძირითადად წარმოდგენილია თირკმლის ფიალების დისპლაზიით, რასაც თან სდევს მათი თანდაყოლილი გადიდება (მეგაკალიოზი), ფიალების დისტოპიით ან დივერტიკულით, ჰიდრონეფროზით. მეგაკალიკოზი ხასიათდება თირკმლის პირამიდების განუვითარებლობით, თირკმლის დვრილების გამკვრივებით, რის გამოც თირკმლის მცირე ფიალებს გააჩნიათ მრგვალი ფორმა და მოცულობაში გადიდებულნი არიან. ჩვეულებრივ ზიანდება თირკმლის ყველა ფიალა. ორმხრივი მეგაკალიკოზი ძალიან

Read More

თირკმელი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> განვითარების მანკები. ემბრიოგენეზის პროცესში თირკმლების განვითარების დარღვევა გამოიხატება მათი მდებარეობის (დისტოპია), ურთიერთდამოკიდებულების, ფორმის, რაოდენობის სხვადასხვა ანომალიებით, თირკმლის პარენქიმის მენჯ–ფიალათა სისტემის და თირკმლის სისხლძარღვების ანომალიებით. მდებარეობის ანომალიები ვლინდება თირკმლების ჰომოლატერალური (თორაკალური, წელის, თეძოს და მენჯის) ან ჰეტეროლატერალური (ჯვარედინი) დისტოპიით. თორაკალური დისტოპიის შემთხვევაში, თირკმელი, ჩვეულებრივ, შედის დიაფრაგმის თიაქრის შემადგენლობაში. შარდსაწვეთი,

Read More

თირკმელი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. თირკმლების დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება როგორც ავადმყოფის კვლევის ძირითადი მეთოდები – ანამნეზი, ავადმყოფის დათვალიერება, თირკმლების პალპაცია და აუსკულტაცია, ასევე თირკმლების ფუნქციების და მორფოლოგიის გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, რომელთა შორის სავალდებულოა შარდის ლაბორატორიული ანალიზები. გამოკვლევების ძირითადი მეთოდებიდან სპეციალურ ჩვევას მოითხოვენ თირკმლების არტერიების აუსკულტაცია და თირკმლების პალპაცია. თირკმლების პალპაცია ტარდება ბიმანუალური მეთოდით.

Read More

ნაწლავები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> სიმსივნეები. წვრილი ნაწლავის სიმსივნეები ძალიან იშვიათად გვხვდება; უხშირესად ისინი ლოკალიზებულნი არიან თეძოს ნაწლავის დისტალურ ნაწილში, ზოგჯერ მრავლობითი დაზიანებების სახით. აგებულების მიხედვით წვრილი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნეები იყოფიან ეპითელურ (ადენომები) და არაეპითელურ სიმსივნეებად. მათ შორის უხშირესად გვხვდება ადენომები და ლეიომიომები, შედარებით იშვიათად ჰემანგიომები, ლიპომები, ფიბრომები, ნეიროფიბრომები, ლიმფანგიომები. მაკროსკოპულად ადენომებს გააჩნიათ

Read More

ნაწლავები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> დაავადებები. ნაწლავთა დისკინეზიები (ზოგიერთ ლიტერატურაში გამოიყენება ტერმინი ”გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი”) განპირობებულნი არიან უპირატესად მსხვილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის რეგულაციის მოშლით. ისინი წარმოადგენენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ–ერთ ყველაზე ხშირ დაავადებებს და გვხვდებიან უპირატესად 20–50 წლის ასაკში; ქალებში დაავადების სიხშირე 2–ჯერ მეტია. ნაწლავთა დისკინეზიები იყოფიან ჰიპერ– და ჰიპოკინეტიკურ ტიპებად, პირველადად და

Read More

ნაწლავები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> პათოლოგიები. ნაწლავების პათოლოგიის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნებიან კუჭის მოქმედების დარღვევები. დიარეა ვითარდება ნაწლავების გაძლიერებული სეკრეციის ან შემწოვი ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში. პათოლოგიის ზოგიერთი ფორმის დროს დიარეის მიზეზს წარმოადგენს ნაწლავების მომატებული მოტორული აქტივობა. წვრილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევისთვის დამახასიათებელია კუჭის მოქმედების ზომიერი გახშირება (არა უმეტეს 3–4–ჯერ დღეში), ფეკალიების მოცულობის გაზრდა, განავალში მოუნელებელი საკვების

Read More