Category Archives: ორგანოთა პათოლოგიები

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (7)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი >>> მეტასტაზური სიმსივნეები. საკვერცხეებში უხშირესად გვხვდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბოს მეტასტაზები. ყველაზე მეტი კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია კრუკენბერგის მეტასტაზურ სიმსივნეს, რომელიც შედგება ლორწოვანი შიგთავსის ბეჭდისებრი უჯრედებისგან და ”სარკომისებური” სტრომისგან. კრუკენბერგის სიმსივნე ხშირად ზომებით რამდენჯერმე აღემატება კიბოს პირველად კერას, რომელიც, ზოგჯერ, საკვერცხეში სიმსივნის აღმოჩენის მომენტში, დაუდგენელია. პირველადი სიმსივნე უხშირესად

Read More

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (6)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი >> სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები. სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები მიეკუთვნებიან ჰორმონომაპროდუცირებელი სიმსივნეების რიცხვს. ისინი იყოფიან ფემინიზირებულ (რომლებიც გამოიმუშავებენ ესტროგენებს) და ვირილურ (გამოიმუშავებენ ანდროგენებს) სიმსივნეებად. საკვერცხეების ფემინიზირებული სიმსივნეების მოიცავენ გრანულოზურუჯრედოვან, თეკაუჯრედოვან (თეკომები) და შერეულ (გრანულოზურთეკაუჯრედოვან) სიმსივნეებს. გრანულოზური სიმსივნე ვითარდება საკვერცხეების ატრეზირებული ფოლიკულების გრანულოზური უჯრედებისგან. სიმსივნე, როგორც წესი, ცალმხრივია, მისი დიამეტრი მერყეობს

Read More

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (5)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი >>> საკვერცხეების კიბოს მკურნალობა მოიცავს ქირურგიული, ქიმიოთერაპიული, სხივური, ჰორმონული და იმუნოთერაპიული მეთოდების ინდივიდუალურ გამოყენებას. I და II სტადიის კიბოს შემთხვევაში ავადმყოფების მკურნალობა იწყება ოპერაციით (აუცილებელია მუცლის წინა კედელზე გაკეთდეს გრძივი განაკვეთი და გულდასმით დათვალიერებულ იქნას მენჯის და მუცლის ღრუს ორგანოები). ოპტიმალურ ოპერაციულ ჩარევად ითვლება საშვილოსნოს, მისი დანამატების და დიდი ბადექონის

Read More

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები სტატიის დასაწყისი >>> საკვერცხის კიბოს გავრცელების ხარისხის შეფასების მიზნით გამოიყენება კლასიფიკაცია სტადიების მიხედვით, რომელიც მოწოდებულია მეან–გინეკოლოგების საერთაშორისო ფედერაციის (FIGO) მიერ და კლასიფიკაცია TNM სისტემის მიხედვით. მეან–გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწოდებული, საკვერცხეების კიბოს კლასიფიკაცია (1988) სტადია I – სიმსივნე შემოფარგლულია საკვერცხეებით. სტადია Iა – სიმსივნე შემოფარგლულია ერთი საკვერცხით, ასციტი არის, კაფსულა ინტაქტურია

Read More

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი >>> სიმსივნეები. საკვერცხეების სიმსივნეთა უმეტესობა არის ეპითელური. სხვა სიმსივნეებთან შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ჰერმინოგენული და სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები, რომელთაც გააჩნიათ ჰორმონული აქტივობა. არც თუ იშვიათად, საკვერცხეებში ვითარდება მეტასტაზური სიმსივნეები. ეპითელური სიმსივნეები კეთილთვისებიანი ეპითელურ სიმსივნეები – საკვერცხეების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია. განსაკუთრებით ხშირია სეროზული და მუცინური ეპითელური სიმსივნეები, რომელთაც კლინიკურ პრაქტიკაში

Read More

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები სტატიის დასაწყისი >>> სიმსივნეები და მათი მსგავსი პროცესები. ადამიანის სხეულის არცერთ სხვა ორგანოში არ არის სიმსივნეების ისეთი ჰისტოგენეტიკური მრავალფეროვნება, როგორც საკვერცხეში. მჯო–ს ექსპერტების მიერ მოწოდებულია სიმსივნეების ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს სიმსივნეების და მათ მსგავს პროცესებს. საკვერცხეების სიმსივნეების ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია (ს.ფ სეროვი, სკალი, სობინი 1977). I.  ეპითელური სიმსივნეები ა. სეროზული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი,

Read More

საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. პირველ რიგში შესწავლილ უნდა იქნას ავადმყოფის ანამნეზი. უნდა გაირკვეს რომელ წელს ჰქონდა პირველი მენსტრუაცია (მენარქე), როგორ მიმდინარეობდა მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობიარობებთან და ორსულობებთან დაკავშირებულ მონაცემებს. ზოგადი დათვალიერებისას ყურადღება ექცევა სხეულის აღნაგობის და თმიანობის ხასიათს, სარძევე ჯირკვლების განვითარებას. სარძევე ჯირკვლების პალპაციისას დგინდება გალაქტორეის არსებობა ან არარსებობა. გინეკოლოგიური

Read More

ღვიძლი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები სტატიის დასაწყისი >> დაავადებები. ღვიძლში დიფუზური ცვლილებები ვლინდება ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ჰეპატიტები, მათ შორის ვირუსული ჰეპატიტები, მემკვიდრეობითი ჰეპატოზები, პიგმენტური ჰეპატოზები და ღვიძლის სტეატოზი, ღვიძლის ციროზი და სხ. ღვიძლი აგრეთვე ზიანდება ჰემოქრომატოზის, ჰეპატოცერებრალური დისტროფიის, პორფირიების, გლიკოგენოზების და სხვა მრავალი დაავადების დროს. ღვიძლის ფიბროზი (ორგანოში შემაერთებელი ქსოვილი ჭარბი განვითარება) როგორც პირველადი პროცესი

Read More

ასო Penis – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >>> დაავადებები. ყველაზე გავრცელებულია ასოს ანთებითი დაავადებები. კავერნიტი – ასოს მღვიმოვანი სხეულების ანთება, ჩვეულებრივ მეორადი ბუნების. მწვავე კავერნიტისთვის დამახასიათებელია ცხელება, საერთო სისუსტე, ასოს ტკივილი და შესიება, მისი მოხრა და მტკივნეული ერექციები, შესაძლებელია მოხდეს აბსცესის ფორმირება, რომელიც მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას, რის შემდეგაც შესაძლებელია დარჩეს ასოს მყარი მოხრილობა. ქრონიკული კავერნიტი უხშირესად

Read More

ასო Penis – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები ასოს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის და დაავადების შემთხვევაში (ოსიფიკაცია, პრიაპიზმი, მღვიმოვანი სხეულების თრომბოზი) აუცილებელია მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის, კავერნოზოგრაფიის (მას აკეთებენ მღვიმოვან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების წინასწარი შეყვანის შემდეგ) ჩატარება. ასოს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის და დაავადების შემთხვევაში (ოსიფიკაცია, პრიაპიზმი, მღვიმოვანი სხეულების თრომბოზი) აუცილებელია მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის, კავერნოზოგრაფიის (მას აკეთებენ მღვიმოვან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების წინასწარი შეყვანის შემდეგ)

Read More