Category Archives: ორგანოთა პათოლოგიები

საშო Vagina – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები საშო (vagina) – ქალის შიგნითა სასქესო ორგანო. ზრდასრული ასაკის ქალში იგი წარმოადგენს 7–9 სმ სიგრძის და 2–3 სმ სიგანის, კუნთოვან–ელასტიკურ მილისებრ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში და წინიდან შემოსაზღვრულია შარდსადენი მილით და შარდის ბუშტით, ხოლო უკნიდან – სწორი ნაწლავით. საშოს გამოკვლევა წარმოადგენს გინეკოლოგიური გამოკვლევის ნაწილს და მოიცავს საშოსმხრივ (თითით), სწორნაწლავ–საშოს

Read More

ჰიპოფიზი Hypophysis, pituitary gland – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად

Read More

კანის სიმსივნეები (II)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი >> კანის კეთილთვისებიან შემაერთებელქსოვილოვან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ფუბრომა, დერმატოფიბრომა, ამობურცული დერმატოფიბროსარკომა (დარიეს–ფერანის ფიბროსარკომა), ჰემანგიომა, ლიმფანგიომა, ლეიომიომა, ლიპომა. ფიბრომა შესაძლოა განვითარდეს კანის ნებისმიერ უბანზე. განასხვავებენ მაგარ და რბილ ფიბრომას. მაგარ ფიბრომას გააჩნია ფართო ფუძე, მკვრივი კონსისტენცია, გლუვი ზედაპირი, ნორმალური კანის ან სუსტად ვარდისფერი შეფერილობა. ეს არის კანის ზედაპირდან ამოწეული ზომიერად მოძრავი სიმსივნე.

Read More

კანის სიმსივნეები (I)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი >> კანის სიმსივნეები. მჯო–ს მიერ მიღებული (1980) ჰისტოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით კანის სიმსივნეებს შორის განასხვავებენ კანის განვითარების მანკებს, კეთილთვისებიან სიმსივნეებს, კანის კიბოსწინარე დაავადებებს, ადგილობრივად დესტრუქციულ და ავთვისებიან სიმსივნეებს. წარმოშობის მიხედვით გამოყოფენ კანის ეპითელურ, პიგმენტურ და შემაერთებელქსოვილოვან სიმსივნეებს. კანის განვითარების მანკები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან განვითარების პაპილომატოზური მანკი, კომედონური ნევუსი, ეპიდერმული კისტა, თმოვანი

Read More

კანი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები კანი (cutis) – რთული ორგანო, რომელიც წარმოადგენს ადამიანის და ცხოველების გარეგან საფარველს და ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. პათოლოგია. კანის სისხლმომარაგების და ლიმფური მიმოქცევის დარღვევის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერემია, იშემია, შეშუპება და სისხლჩაქცევა. ჰიპერემია არის აქტიური (არტერიული) და პასიური (ვენური). აქტიური ჰიპერემიის შემთხვევაში კანი ღია წითელი ფერისაა, ცხელია, რაც განპირობებულია სისხლის მოდინების

Read More

თავის ტვინი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> სუპრატენტორული სიმსივნეები იყოფიან ბაზალურ (ქალას წინა და უკანა ფოსოების ფუძის სიმსივნე) და ჰემოსფეროს (კონვექსიტალური და ღრმა) სიმსივნეებად. სიმსივნეებს, რომლებიც კეფის დიდი ხვრელის საშუალებით ქალას ღრუდან ვრცელდებიან ხერხემლის არხში ეწოდებათ კრანიოსპინალური სიმსივნეები. განსაკუთრებულ ჯგუფში გამოყოფენ საოპერაციოდ ყველაზე რთულ, ტვინის თეთრი ხაზის სიმსივნეებს – III პარკუჭის მიდამოს სხვადასხვა ახალწარმონაქმნები, გამჭვირვალე

Read More

თავის ტვინი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> პარაზიტური დაავადებები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ცისტიცერკოზი და ექინოკოკოზი. თავის ტვინის ცისტიცერკოზი – თავის ტვინში ღორის სოლიტერის ჭიების, ჩვეულებრივ მრავლობითი, ჰემატოგენური ინვაზია. გამოყოფენ დაავადების სამ ძირითად ფორმას: დიდი ჰემისფეროების, პარკუჭოვანი სისტემის და ტვინის ფუძის დაზიანება. დიდი ჰემისფეროების დაზიანება ვლინდება ფსიქიკის მოშლით, მულტიფოლაკალური ეპილეფსიური გულყრებით, სხვა, სუსტად გამოხატული კეროვანი სიმპტომებით,

Read More

თავის ტვინი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >>> სისხლძარღვოვანი დაავადებები. მრავალი სისხლძარღვოვანი დაავადება –  ჰიპერტონული დაავადება, ცერებრული ათეროსკლეროზი და თავის მაგისტრალური არტერიების ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების არტერიული და არტერიულ–ვენური ანევრიზმები, ცერებრული ვასკულიტები (რევმატული, სიფილისური, ინფექციურ–ალერგიული), სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი და სხ.), აგრეთვე თავის ტრავმები, თრომბოფლებიტი, გულის და ფილტვების დაავადებები, სისხლის დაავადებები – შეიძლება გახდეს თავის

Read More

თავის ტვინი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები გამოკვლევის მეთოდები. დიაგნოსტიკური გამოკვლევის პირველ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის კლინიკურ გამოკვლევას, რაც მოიცავს ნევროლოგიური, ნეიროოფთალმოლოგიური და ოტონევროლოგიური სტატუსის აუცილებელ გამოკვლევას. ნევროლოგიური დეფიციტის სიმპტომების, თავის ტვინის ზოგადი და მენინგეალური ნიშნების, ფსიქიკური დარღვევების, მხედველობის სიმახვილის, მხედველობის ველის ან თვალის ფსკერის სურათის ცვლილებების, აგრეთვე ვესტიბულური და სმენითი ფუნქციების პათოლოგიების გამოკვლევა შემთხვევათა დიდ უმეტესობაში

Read More

თვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >>> ფუნქციური დარღვევები. მათ რიცხვს მიეკუთვნება ამბლიოპია – მხედველობის დაქვეითება თვალის გარსების და სივრცეების ხილული პათოლოგიური ცვლილებები გარეშე. განასხვავებენ დისბინოკულარულ ამბლიოპიას, რომელიც აღინიშნება სიელმის დროს; ისტერიულ ამბლიოპიას; რეფრაქტერულ ამბლიოპიას, რომელიც უპირატესად ყალიბდება შორსმხედველობის შემთხვევაში და არ ემორჩილება ოპტიკურ კორექციას; ანიზომეტროპულ ამბლიოპიას, რომელიც განპირობებულია მარჯვენა და მარცხენა თვალის განსხვავებული რეფრაქტერობით

Read More