თვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები თვალი (oculus) – მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას. გამოკვლევის მეთოდები. დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს ქუთუთოების