Category Archives: მედიცინის ისტორია

ალადაშვილი ალექსანდრე

ალადაშვილი ალექსანდრე სტეპანეს ძე (1876-1950) –  თერაპევტი, აკადემიკოსი. ა. ს. ალადაშვილი ავტორია 30 მეცნიერული შრომისა, მათ შორის პირველი საბჭოური სახელმძღვანელოებისა თერაპიაში ქართულ ენაზე. მისი კვლევების ძირითადი მიმართულება იყო რესპუბლიკის სამკურნალო და კლიმატობალნეოლოგიური რესურსების, სამხარეო პათოლოგიების და სხვ. შესწავლა. მისი ხელმძღვანელობით პირველად სსრკ-ში გამოვლენილი, შესწავლილი და აღწერილი იქნა ანკილოსტომიდოზების, პელაგრის, ბრუცელოზის, სპრუს ეპიდემიური კერები, რომელთა გავრცელებაც

Read More

ბერიტაშვილი ივანე

ბერიტაშვილი ივანე  – [29. XII. 1884 (10. I. 1885), სოფ. ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის რ-ნი, – 29. XII. 1974, თბილისი], ქართველი საბჭოთა ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. სსრკ მეცნ. აკად. (1939), საქართვ. მეცნ. აკად. (1941) და სსრკ მედ. მეცნ. აკად. (1944) აკადემიკოსი, საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1935), სოციალ. შრომის გმირი (1964), ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგთა სრულიად საკავშ. საზ-ების (1970), ნიუ-იორკის მეცნ. აკად. (1959), ტვინის გამოკვლევის საერთაშ. ორგანიზაციის (1960), ამერიკის ბიოლ. ფსიქიატრიის საზ-ბის (1969) საპატიო წევრი.  ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

Read More

აბულაძე კალენიკ

აბულაძე კალენიკ სარდიონის ძე (1897-1972) – ქართველი ფიზიოლოგი; პავლოვის ხელმძღვანელობით სწავლობდა ფიზიოლოგიის კანონზომიერებებს, კერძოდ ნერვული პროცესების მიმდინარეობის დარღვევებს თავის ტვინის ქერქში მხედველობის, სმენისა და ყნოსვის რეცეპტორების დაშლის ზეგავლენით; შეიმუშავა ძაღლებში პირობითი და უპირობო ცრემლდენის კვლევის ორიგინალური მეთოდები აბულაძის მეთოდია-მოცილებული მომყოლის გამოყოფის სამეანო ხელის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს მეანის ხელებით მშობიარის მუცლის კედლის ფიქსაციაში. (Большая медицинская энциклопедия;

Read More

ზურაბაშვილი ავლიპი

ზურაბაშვილი ავლიპი დავითის ძე (1902-199–) ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; მუშაობდა ფსიქიატრიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 14 მონოგრაფია ფსიქიატრიის სხვადასხვა პრობლემებზე და ნევრული სისტემის მორფოლოგიაზე. მოგვაწოდა ადამიანის ტვინის მხედველობის ბორცვების ონტოგენეტიკური კლასიფიკაცია; სადოქტორო დისერტაციაში აღწერა ადამიანის დიდი ტვინის ქერქის შუბლის წილების განვითარების მორფოლოგიური განვითარების კანონზომიერება. მისი

Read More

ჯავახიშვილი ნინო

ჯავახიშვილი ნინო ალექსანდრეს ასული – დაიბადა 1914 წელს, ქ. მოსკოვში. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  (1935) მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ადამიანის ანატომიის კათედრის ასისტენტად (1935–48), დოცენტად (1948-49), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1946-51), განყოფილების გამგედ (1951-58), დირექტორის მოადგილედ (1958-59), დირექტორად (1959- დღემდე). ერთდროულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში,

Read More

უახლესი პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> ათეულ წელზე  ცოტა მეტი ხანია დაიწყო. ამ ეტაპის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები უკვე გამოიკვეთა: ესაა სატერმინოლოგიო პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა –  ტერმინოლოგიური პრობლემები მოიზრება, როგორც სამედიცინო საინფორმაციო სივრცის შექმნის სისტემური პრობლემის ერთ-ერთი  კომპონენტი, კომპლექსური პრობლემატიკის შემადგენელი ნაწილი.  სატერმინოლოგიო პრობლემების  მეტა-დონიდან გადაჭრის მცდელობა, აადვილებს არა მარტო პრობლემების გააზრებას,

Read More

ახალი პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> იწყება მე-19 საუკუნის ბოლოდან. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამედიცინო ტერმინოლოგია ლათინურ ენის ბაზაზე დაკანონდა. ერთის მხრივ დაიწყო სამედიცინო ცნებათა სისტემატიზაცია, უნიფიკაცია და ლათინური სატერმინოლოგიო ლექსიკონების მომზადება, მეორეს მხრივ – ლათინურ ენაზე მომზადებული საერთაშორისო ტერმინოლოგიის ბაზაზე ეროვნული სამედიცინო ტერმინოლოგიების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ

Read More

სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ადრეისტორიული პერიოდი საქართველოში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> სამედიცინო ტერმინები ბუნებრივია, ქართულ პროფესიულ სამედიცინო ლექსიკაში დღეს ფარდობითად ცოტაა და არსებით გავლენას ვერ ახდენს სამედიცინო პროფესიულ დიალექტზე, მაგრამ, ამ პერიოდის შესწავლა, თავისთავად, ფასეულია საქართველოსა და დარგობრივი ისტორიის თვალსაზრისით.  საზოგადოდ, ძველი  პერიოდისთვისაც დამახასიათებელია ზოგადი ტენდენცია: ტერმინოლოგიაზე გავლენას ახდენდა ის ენა, რომელთანაც ძლიერი იყო კულტურული და

Read More

ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის წანამძღვრები

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა. ქართული კავშირები ბერძნულ, რომაულ, არაბულ სამყაროსთან, კერძოდ კი, სამედიცინო სკოლებთან ბუნებრივია ხელს უწყობდა მედიცინისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებას. ქართულ ლექსიკაში  დალექილია ამ დროინდელი სამედიცინო ტერმინები. მრავალი სამედიცინო ტერმინი,  დღეს აღარ გამოიყენება, მაგრამ  ფიქსირებულია ძველ ხელნაწერებში ან ხალხურ მეტყველებაში. შეიძლება

Read More

კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები რუსულ სამედიცინო ლექსიკაში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>> XIX ს-ის განმავლობაში რუსული სამედიცინო ლექსიკა  აქტიურად ივსებოდა ტერმინებით, რომელთაც ინტერნაციონალური გავრცელება ჰქონდათ, მათ უმრავლესობას კი შეადგენდნენ კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები, მაგ: ამბულატორია, ბაცილა, ვაქცინა, ჰალუცინაცია, იმუნიტეტი, ინფარქტი, ინფექცია, კავერნა, პერკუსია, პულპა, რეფლექსი, ექსუდატი და სხვები, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს შეუცვლელი

Read More