Category Archives: მედიცინის ისტორია

სარაჯიშვილი პეტრე

სარაჯიშვილი პეტრე მიხეილის ძე (1894) – ქართველი ნევროპათოლოგი, ქართული ნეიროქირურგიის სკოლის ფუძემდებელი. დამთავრა ოდესის უნივერსიტეტი; მუშაობდა სამხედრო ექიმად, ფსიქიატრული სავადმყოფოს ორდინატორად.

Read More

ნათიშვილი ალექსანდრე

ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1878-1959)-ქართველი ანატომი; დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტი 1905 წ. 1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წ-დან ატარებს მის სახელს.

Read More

კოტეტიშვილი ვლადიმერ

კოტეტიშვილი ვლადიმერ (ლადო) – [22. XI II0. 1895, სოფ. დიდი თონეთი (თეთრი წყაროს რ-ნი), – 18. II 1940, თბილისი], ქართველი ექიმი, ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი.

Read More

ერისთავი კონსტანტინე

ერისთავი კონსტანტინე დავითის ძე (1889-1975)-ქართველი ქირურგი. 1914 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მსახურობდა ჰოსპიტალში ექიმად სხვადასხვა ფრონტებზე; ამასთან ეწეოდა მეცნიერულ შრომას.

Read More

გზირიშვილი ალექსანდრე

გზირიშვილი ალექსანდრე – [26. I (8. II). 1902, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის რ-ნი. – 14. IX 1972, თბილისი], ქართველი საბჭ. ქირურგი, უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1950), საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). სკკპ წევრი 1939-დან. 1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1939-41 და 1946-72 განაგებდა საქ. სსრ ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყ-ბას. 1941-46 ერთ-ერთი

Read More

ასათიანი მიხეილ

ასათიანი მიხეილ მიხეილის ძე  – (10. V. 1882, თბილისი – 20.I. 1938, იქვე), ქართველი საბჭოთა ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1907 დაამთავრა მოსკოვის უნივესიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე.

Read More

ასათიანი ვლადიმერ

ასათიანი ვლადიმერ სამსონის ძე – (10. IX.1901 – 9. III. 1972),  ქართველი საბჭოთა ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1931), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960).

Read More

ასათიანი გრამიტონ

ასათიანი გრამიტონ ყაფლანის ძე – [დაიბადა 6(19). VI. 1895, სოფ. ტვიში, ახლანდელი ცაგერის რაიონი], ქართველი საბჭოთა გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946), საქ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). 1927 დაამთავრა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი. 1945-48 განაგებდა დაღესტნის სამედიცინო ინსტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-68 ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტის სამეანო განყოფილებას. შეისწავლა

Read More

ანთელავა ნიკოლოზ

ანთელავა ნიკოლოზ ვარდენის ძე (1893-1970) – ქირურგი; თორაკალური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ინიციატივით შეიქმნა ქირურგიული განყოფილებები ტუბერკულოზურ სანატორიუმებში.

Read More