ზურაბაშვილი ავლიპი

ზურაბაშვილი ავლიპი დავითის ძე (1902-199–) ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; მუშაობდა ფსიქიატრიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 14 მონოგრაფია ფსიქიატრიის სხვადასხვა პრობლემებზე და ნევრული სისტემის მორფოლოგიაზე. მოგვაწოდა ადამიანის ტვინის მხედველობის ბორცვების ონტოგენეტიკური კლასიფიკაცია; სადოქტორო დისერტაციაში აღწერა ადამიანის დიდი ტვინის ქერქის შუბლის წილების განვითარების მორფოლოგიური განვითარების კანონზომიერება. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება  შიზოფრენიის ნოზოლოგიის, ნეიროდინამიკისა და თერაპიის პრობლემებს, შიზოფრენიისა და ეპილეფსიის პათოარქიტექტონიკას და ელექტროენცეფალოგრაფიას. პიროვნების ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის სფეროში, ასევე დეონტოლოგიაში მან განავითარა პერსონოლოგიური მიმართულება. ცენტრალური ნერვული სისტემის მორფოლოგიის დარგში მან დაასაბუთა და განავითარა სინაფსო- და პათოსინაფსოარქიტექტონიკის კონცეფცია, მიუთითა დენდრიტული მორჩების და დიდი ჰემისფეროების ქერქის სინაფსური წარმონაქმნების განსაკუთრებულად ადვილად დაზიანებაზე; წამოაყენა დებულება ნერვული ქსოვილის პარენქიმული წარმონაქმნების ცვლილებების  სტრუქტურულ-დინამიურ შექცევადობაზე. (Большая медицинская энциклопедия; 1978)

ზურაბაშვილი ავლიპი