ალადაშვილი ალექსანდრე

ალადაშვილი ალექსანდრე სტეპანეს ძე (1876-1950) –  თერაპევტი, აკადემიკოსი. ა. ს. ალადაშვილი ავტორია 30 მეცნიერული შრომისა, მათ შორის პირველი საბჭოური სახელმძღვანელოებისა თერაპიაში ქართულ ენაზე. მისი კვლევების ძირითადი მიმართულება იყო რესპუბლიკის სამკურნალო და კლიმატობალნეოლოგიური რესურსების, სამხარეო პათოლოგიების და სხვ. შესწავლა. მისი ხელმძღვანელობით პირველად სსრკ-ში გამოვლენილი, შესწავლილი და აღწერილი იქნა ანკილოსტომიდოზების, პელაგრის, ბრუცელოზის, სპრუს ეპიდემიური კერები, რომელთა გავრცელებაც ადრე არ იყო ცნობილი საქართველოში. მისი ნაშრომი ,,კლინიკური რეცეპტები (ქართულ ენაზე, 1925) გამოიცა 9-ჯერ; ა. ს. ალადაშვილი იყო ქართული თერაპიული სკოლის ფუძემდებელი. (М. С. Шенгелия, Большая медицинская энциклопедия; 1976)