ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანალგეზიური ნივთიერებები, ანუ ანალგეტიკები (ბერძნ. algos – ტკივილი), ეწოდებათ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ შეასუსტონ ან აღმოფხვრან ტკივილის გრძნობა. ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) მოქმედება გააჩნია არა მარტო ანალგეტიკებს, არამედ სხვა საშუალებებსაც, რომლებიც სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ანალგეზიური ეფექტი შესაძლებელია გააჩნდეთ პრეპარტებს, რომლებიც გამოიყენებიან ნარკოზისათვის (ზოგადი გაუმტკივარება) და ზოგიერთი მათგანი გარკვეული კონცენტრაციებითა და დოზებით (მაგალითად, ტრიქლორეთილენი, აზოტის ჟანგი) გამოიყენება სპეციალურად ანალგეზიისათვის. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, თავიანთი მოქმედების ხასიათით, ასევე წარმოადგენენ ანალგეზიურ საშუალებებს. გლუვკუნთოვანი მუსკულატურის სპაზმით გამოწვეული ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მოხდენა შეუძლიათ სპაზმოლიზურ და ქოლინოლიზურ საშუალებებს. ანალგეტიკებში მოიაზრება საშუალებები, რომელთა დომინირებულ ეფექტს წარმოადგენს ანალგეზია, რაც რეზორბციული მოქმედების შედეგია; ამასთნ, თერაპიულ დოზებში მათ გამოყენებას თან არ ახლავს ცნობიერების გათიშვა და მოძრაობის ფუნქციის გამოხატული დარღვევა. ქიმიური ბუნებით, ხასიათითა და ფარმაკოლოგიური აქტივობით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.