Category Archives: კერძო ფარმაკოლოგია

ჰისტამინომიმეტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჰისტამინი და ბეტაჰისტინი. სამედიცინო გამოყენებისთვის ჰისტამინი მიიღება ჰისტიდინის ბაქტერიული დაშლის ან სინთეზის გზით. ჰისტამინი შეჰყავთ პარენტერალურად, ვინაიდან შიგნით მიღბისას ცუდად შეიწოვება და ნაკლებ ეფექტურია. ჰისტამინმა, როგორც სამკურნალო საშუალებამ, ფართო გამოყენება ვერ მიიღო. ზოგჯერ ჰისტამინი გამოიყენება პოლიარტრიტების, სახსრების და კუნთოვანი რევმატიზმის დროს; ჰისტამინის დიჰიდროქლორიდის

Read More

ჰისტამინერგული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ჰისტამინი წარმოადგენს ბიოგენურ ნაერთს, რომელიც  ორგანიზმში წარმოიქმნება ამინომჟავა ჰისტიდინის დეკარბოქსილირების შედეგად. ჰისტამინი შეიძლება გამოიყოს აგრეთვე სასუნთქ ორგანოებში არსებული მიკროორგანიზმების მიერ (Branchamella catarhalis, Haemophilus parainfluenzae, Pseudomonas aeruginosa). იგი არის ზოგიერთი შხამისა და სეკრეტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამომწვევი კომპონენტი. ჩვეულებრივ პირობებში, ჰისტამინი შეკავშირებული, არააქტიური სახით გროვდება პოხიერი უჯრედებისა და

Read More

ადენოზინერგული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ადენოზინერგული საშუალებების მოქმედება განპირობებულია როგორც ადენოზინურ (პურინულ) რეცეპტორებთან უშუალო ურთიერთქმედებით, ასევე შუალედური გავლენით ადენოზინის (ერთერთი პურინული ნეირომოდულატორის) დაშლასა და დაგროვებაზე. სპეციალიზირებული პურინული რეცეპტორები (პოსტ- და პრესინაფსური) იყოფიან: P1-რეცეპტორებად (მაღალმგრძნობიარეა ადენოზინის მიმართ) და P2-რეცეპტორებად (უფრო მგრძნობიარეა ატფ-ის მიმართ). ორივე ტიპი ლოკალიზებულის ცენტრალურ ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და ბრონქო-ფილტვურ სისტემებში,

Read More

ინტერმედიანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ინტერმედიანტური ტიპის პრეპარატებს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც სპეციფიკურად ურთიერთქმედებენ მედიატორ/მოდულატორების გარკვეულ სისტემებთან. ისინი ძირითადად წარმოადგენენ შესაბამისი რეცეპტორების აგონისტებს ან ანტაგონისტებს. ზოგიერთი მათგანის მოქმედება ხორციელდება ენდოგენური ლიგანდების მეშვეობით მათი მეტაბოლიზმის შეცვლის, გამოთავისუფლების, მიტაცებისა  და დეპონირების გზით. ინტერმედიანტებს შორის  არჩევენ დოფამინერგულ, სეროტონინერგულ, ადენოზინერგულ და სხვა სისტემებზე უპირატესი ზემოქმედების პრეპარატებს.

Read More

ჰომეოპათური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ჰომეოპათური საშუალებები, განსხვავებით ალოპათურისაგან, გამოიყენება მცირე დოზებით და მზადდება სპეციალური (თხევადი- და მყარფაზიანი) ტექნოლოგიით, რომელიც შემოთავაზებული იქნა ჰომეოპათიის ფუძემდებლის გერმანელი ექიმისა და ქიმიკოსის სამუილ განემანის მიერ. ჰომეოპათური პრეპარატებისთვის ნედლეულს წარმოადგენს მცენარეული, ცხოველური, მინერალური წარმოშობის ნივთიერებები და ალოპათური წამლები. ადამიანის გამონაყოფიდან, მათ შორის პათოლოგიის დროს, მიკროორგანიზმების კულტურებიდან

Read More

კონტრასტული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკისათვის ამჟმად იყენებენ რენტგენის სხივებს, მაგნიტური რეზონანსის მოვლენას და ულტრაბგერას. დიაგნოსტიკის ამ სახეობიდან ნებისმიერის შესაძლებლობები მრავალჯერ იზრდება კონტრასტული საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: 1) რენტგენოკონტრასტული საშუალებები  (რკს); 2) მაგნიტურ-რეზონანსული კონტრასტული საშუალებები (მრკს); 3) ულტრაბგერითი კონტრასტული საშუალებები (უბკს). რენტგენოკონტრასტული საშუალებების

Read More

დიაგნოსტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” არსებობს ნაერთთა და საშუალებათა ჯგუფი, რომელიც სამკურნალოდ არ გამოიყენება, თუმცა გამოიყენება ცალკეულ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიზნით. მაგალითად, პენტაგასტრინი, მეშვეობით ადგენენ კუჭის ლორწოვანი გარსის მჟავა- და პეფსინწარმომქმნელ უნარს; ფლუოროსცეინის საშუალებით კი შესაძლებელია წყლულების ან რქოვანა გარსის ეპითელიუმსმოკლებული უბნების აღმოჩენა; აღნიშნულ ჯგუფში გაერთიანებულია რადიოდიაგნოსტიკის საშუალებები, რადიოიმუნური და იმუნოფერმენტული ანალიზის

Read More

მცენარეული წარმოშობის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფის ძირითადი საშუალებებია ვინბლასტინი, ვინკრისტინი, ვინორელბინი, დოცეტაქსელი, ირინოტეკანი, პაკლიტაქსელი, ტენიპოზიდი, ტოპოტეკანი, ეტოპოზიდი და სხვა. .ხარკევიჩის კლასიფიკაციის თანახმად მცენარეული წარმოშობის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება იყოს წარმოდგენილი შემდეგი ჯგუფებით: 1. გველის სუროს ალკალოიდები – ვინბლასტინი, ვინკრისტინი. 2. ურთხელის ალკალოიდები (ტაქსანები) – პაკლიტაქსელი, დოცეტაქსელი. 3. პოდოფილოტოქსინები, რომლებიც გამოიყოფა

Read More

ანტიჰორმონები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ. ანტიჰორმონები (ბერძ. anti_ საწინააღმდეგო + ჰორმონები) _ ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ჰორმონების ეფექტების დათრგუნვის უნარი. რადგანაც ჰორმონების სტრუქტურა განსხვავებულია (სტეროიდები, პეპტიდები და .ა.შ.), ანტიჰორმონების აგებულებაც ვარირებს, თუმცა თითოეული კონკრეტული ჰორმონის მიმართ, მისი შესაბამისი ანტიჰორმონის ჯგუფში შეიძლება გამოვყოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ნაერთთა

Read More

სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები და ჰორმონების ანტაგონისტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” კლინიკურ პრაქტიკაში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების სახით გამოიყენება სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატები – ანდროგენები, ესტროგენები, გესტაგენები და სხვა ჰორმონების აგონისტები და ანტაგონისტები. ჰორმონალურ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისათვის. ჰორმონალურ საშუალებებს იყენებენ აგრეთვე თირკმელების კიბოს, კარცინოიდის, კუჭქვეშა ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნის, მელანომის

Read More