ქვემო კიდურის ძვლები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო კიდურის ძვლები Ossa membri inferioris Bones of lower limb

ქვემო კიდურის ძვლები – ossa membri inferioris იყოფა:

1. ქვემო კიდურის სარტყელი – cingulum membri inferioris

2. ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი – skeleton membri inferioris liberi.

ქვემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის მენჯის ძვალი – ossa coxae; თავისუფალი ნაწილი შედგება ბარძაყის ძვლისაგან – femur, კანჭის ძვლებისაგან (დიდი წვივის ძვალი – tibia,  და მცირე წვივის ძვალი – fibula), ტერფისაგან (უკანა ტერფი – ossa tarsalia, წინა ტერფი – ossa metatarsalia, და ტერფის თითების ძვლები – ossa digitorum pedis)


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.