ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. საჭმლის მომნელებელი სისტემა Digestive system
,,განვითარების მიხედვით, საჭმლის მომნელებელი მილი იყოფა სამ ნაწილად: 1. წინა ნაწლავი – პირი ნაპრალიდან კუჭის გასავლამდე, 2. შუა ნაწლავი – კუჭის გასავლიდან მსხვილი ნაწლავების დასაწყისამდე და 3. უკანა ნაწლავი – მსხვილი ნაწლავის დასაწყისიდან ყითამდე.
ყოველი აღნიშნული ნაწილი თავის მხრივ რამდენიმე ნაწილად იყოფა. ამრიგად, საჭმლის მომნელებელი მილი შემდეგი ერთიმეორის მომდევნო ნაწილისაგან შედგება:
წინა ნაწლავი
პირის ნაპრალი – rima oris პირის კარიბჭე – vestibulum oris პირის ღრუ – cavum oris ხახის პირი – isthmus faucium ხახა – pharynx საყლაპავი მილი – oesophagus კუჭი – ventriculus (gaster) პილორუსის სარქველი – valvula pilorica (საზღვარი წინა და შუა ნაწლავებს შორის)შუა ნაწლავი
წვრილი ნაწლავები – intestinum tenue თორმეტგოჯა ნაწლავი – duodenum მლივი ნაწლავი- jejunum თეძოს ნაწლავი – ilium კოლინჯის სარქველი – valvula coli (საზღვარი შუა და უკანა ნაწლვებს შორის)უკანა ნაწლავი
მსხვილი ნაწლავი – intestinum crassum ბრმა ნაწლავი – coecum ჭიისმაგვარი დანამატით – appendix vermiformis ასწვრივი კოლინჯი – colon ascendes განივი კოლინჯი – colon transversum დასწვრივი კოლინჯი – colom descendens სიგმოიდური კოლინჯი – colon sigmoideum სწორი ნაწლავი – intestinum rectum უკანა გასავალი, ანუ ყითა – anusციტატა ალ. ნათიშვილის წიგნიდან ,,ადამიანის ნორმალური ანატომია”
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.