გულმკერდის ფასციები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ფასციები Fasciae of thorax

გულმკერდის ფასცია – fascia pectoralis – მისი ზედაპირული ფირფიტა – laminig superficialis ფარავს მკერდის დიდი კუნთის – M. pectoralis major გარეთა ზედაპირს.

გულმკკერდის ფასციები

ზემოთ იგი შეზრდილია ლავიწთან, მედიალურად – მკერდთან, ლატერალურად გადადის წინა დაკბილული კუნთის – M. serratus anterior მფარავ ფასციაში და ქვემოდან გადადის მუცლის კედლის ფასციაში. ლავიწქვეშა მიდამოში – regio infraclavicularis იგი იძირება და ღრმა ფირფიტის – lamina profunda სახით ეკვრის მკერდის მცირე და ლავიწქვეშა კუნთებს და შეზრდილია ლავიწთან და ბეჭის ნისკარტისებრ მორჩთან – Processus coracoideus. იღლიის ფოსოს არეში მკერდის ფასცია გადადის მკერდის დიდი კუნთის – M. pectoralis major ქვემო კიდიდან  ზურგის უგანიერესი კუნთის – M. latissimus dorsi ქვემო კიდეზე და წარმოქმნის იღლიის ფასციას – fascia axillaris.
მკერდის ფასციის ერთი ნაწილი ლავიწქვეშა მიდამოში – regio infraclavicularis ქმნის
მკერდ – ლავიწის ფასციას – fascia clavipectoralis, რომელიც შეზრდილია მის ქვეშ გამავალ სისხლძარღვებთან (a. et v. subclaviae).

მკერდის შიგნითა ფასცია – fascia endothoracica ამოფენს გულმკერდის ღრუს კედლების შიგნითა ზედაპირს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter