Category Archives: ფიზიოლოგია

პანკრეასი

ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

პანკრეასიკუჭქვეშა ჯირკვალი, იგივე პანკრეასი (pancreas) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალი, რომელსაც გააჩნია ეგზოკრინული და ენდოკრინული ფუნქციები.

ფუნქციონალური ანატომია და ჰისტოლოგია. პანკრეასი განლაგებულია რეტროპერიტონეალურად წელის I-II მალების დონეზე; მას გააჩნია თანდათან შევიწროვებული ჭიმის ფორმა, სადაც განასხვავებენ სამ ნაწილს: თავს, სხეულს და კუდს.

პანკრეასის თავი – ორგანოს ყველაზე დიდი ნაწილი (3–7,5 სმ); იგი განლაგებულია ხერხემლის მარჯვნივ, თორმეტგოჯა ნაწლავის შიგნითა ხვეულში. 2–5 სმ სიგანის პანკრეასის სხეული მოთავსებულია ხერხემლის წინ და ოდნავ მარცხნივ; მას გააჩნია უკანა, წინა და ქვედა ზედაპირები. კუდი – ჯირკვლის ყველაზე ვიწრო ნაწილი (0,3–3,4 სმ) – აღწევს ელენთის კარს.

Read More

ნაღვლის ბუშტი

ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) – ღრუ ორგანო, რომელშიც გროვდება და კონცენტრირდება ნაღველი; ეს უკანასკნელი პერიოდულად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის საერთო სადინრის მეშვეობით.

ფუნქციონალური ანატომია. ნაღვლის ბუშტს გააჩნია მსხლისებური ფორმა და მდებარეობს ღვიძლის ქვედა ზედაპირზე მარჯვენა და კვადრატულ წილებს შორის. ნაღვლის ბუშტის სიგრძე მერყეობს 5 სმ–დან 14 სმ–მდე, სიგანე – 2–4 სმ, მოცულობა – 30–70 მლ; პათოლოგიური მდგომარეობების დროს მისი ფორმა, სიდიდე და მოცულობა შესაძლებელია მნიშვნელოვნად მერყეობდეს. ნაღვლის ბუშტში განასხვავებენ ძირს, სხეულს და ყელს,რომელიც გადადის ნაღვლის ბუშტის სადინარში.

Read More

ღვიძლი

ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია ღვიძლი (hepar) – მუცლის ღრუს კენტი ორგანო, ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. ღვიძლში ხდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის მეშვეობით მასში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა; მასში ხორციელდება სისხლის მნიშვნელოვანი ცილოვანი ნივთიერებების სინთეზი, წარმოიქმნება გლიკოგენი, ნაღველი; ღვიძლი მონაწილეობს ლიმფის წარმოქმნის პროცესში, არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში. ფუნქციონალური ანატომია.

Read More

თორმეტგოჯა ნაწლავი

ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია 12–გოჯა ნაწლავი (duodenum) – წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის. ფუნქციონალური ანატომია. წინიდან თორმეტგოჯა ნაწლავს ესაზღვრება კუჭი, ღვიძლის მარჯვენა წილი და განივი კოლინჯის ჯორჯალი, ხოლო თვითონ თორმეტგოჯა ნაწლავი შემოსაზღვრავს პანკრეასის თავს. ახალშობილებში, ჩვეულებრივ, თორმეტგოჯა ნაწლავს გააჩნია რგოლისებური ფორმა, ხოლო ზრდასრულებში – V-ს, C-ს,

Read More

კუჭი

 ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

კუჭი (ventriculus, gaster) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ღრუ ორგანო, რომელიც განლაგებულია საყლაპავსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის. მასში ხორციელდება საკვების დაგროვება, მისი ნაწილობრივი გადამუშავება და შეწოვა.

ფუნქციონალური ანატომია. კუჭი მდებარეობს ეპიგასტრიუმში. იგი შედგება ორი კედლისგან – წინა და უკანა, რომლებიც ერთმანეთთან შეერთების ადგილებზე ქმნიან კიდეებს – დიდ და მცირე სიმრუდეებს; კუჭს გააჩნია ორი ხვრელი – შემავალი (კარდიალური) გულმკერდის X-XI მალების დონეზე და გამავალი (პილორუსის ხვრელი) გულმკერდის XII – წელის I მალების დონზე. კუჭში გამოყოფენ 4 ნაწილს: კარდიალურს (კარდია), რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კარდიალურ ხვრელს;

Read More

კბილები

ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია კბილები (dentes) მონაწილეობენ საკვების დაქუცმაცების, აგრეთვე ღეჭვისა და ბგერების წამოქმნის პროცესებში. ფუნქციონალური ანატომია. ადამიანის ორგანიზმში განასხვავებენ კბილების ორ გენერაციას – ე.წ. სარძევე (მოსაცვლელი) და მუდმივი კბილები. სარძევე კბილების ჩასახვა იწყება ემბრიოგენეზის მე–6 – მე-7 კვირას. კბილების განვითარებაში გამოყოფენ 3 პერიოდს: კბილების ჩანასახთა ფორმირება; კბილების ჩანასახთა დიფერენცირება და კბილების

Read More

პლევრა

ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია პლევრა (pleura; ბერძ. pleura ნეკნი, გვერდი) – სეროზული გარსი, რომლითაც დაფარულია ფილტვები, გულმკერდის შიგნითა ზედაპირი, შუასაყარი და დიაფრაგმა. ფუნქციონალური ანატომია. განასხვავებენ ვისცერულ და პარიეტულ პლევრას. ვისცერული პლევრა ყველა მხრიდან ფარავს ფილტვებს, შედის წილებს შორის არსებულ ღარებშიც, მჭიდროდ არის ფილტვებთან შეხორცებული და მისი მოცილება ფილტვის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელია.

Read More

ფილტვები

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია ფილტვები (pulmones) – წყვილი ორგანო, რომელიც განლაგებული გულმკერდის ღრუში და ახორციელებს აირთა ცვლას  ჩასუნთქულ ჰაერსა და სისხლს შორის. ფილტვების  ძირითადი ფუნქციას წარმოადგენს სასუნთქი  ფუნქცია. მისი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან  კომპონენტს წარმოადგენს საკმარისი პარციალური  წნევით, ჟანგდაბით გაჯერებული ჰაერით  ალვეოლების ვენტილაცია, ჟანგბადის და  ნახშირორჟანგის დიფუზია ალვეოლურ–კაპილარული მემბრანის გავლით, ნორმალური სისხლის მიმოქცევა სისხლის მიმოქცევის მცირე

Read More

ბრონქები

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია ბრონქები (bronchus, მხ. რიცხვი; ბერძ. Bronchos სასუნთქი ყელი) – ჰაერგამტარი გზების ნაწილი: ტრაქეის მილისებური ტოტები, რომლებიც მას აერთებენ ფილტვების სასუნთქ ზედაპირთან. ანატომია. გულმკერდის V-VI მალის დონეზე ტრაქეა იყოფა მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებად. ისინი შედიან შესაბამის ფილტვებში, სადაც განიცდიან 16–18–გზის დაყოფას და ქმნიან ბრონქულ ხეს, რომლის განივი კვეთის ფართობი საბოლოო

Read More

ცხვირი

 კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია განასხვავებენ გარეთა ცხვირს და ცხვირის ღრუს. გარეთა ცხვირი წარმოქმნილია ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხისგან, დაფარულია კუნთებითა და კანით. ცხვირის ღრუ ცხვირის ხვრელების (ნესტოების) მეშვეობით წინიდან უკავშირდება გარემოს, უკნიდან – უკანა ხვრელების (ქოანების) მეშვეობით ხახის ცხვირის ნაწილს (ცხვირ-ხახას). ცხვირის ძგიდე ცხვირის ღრუს ყოფს ორ ნაწილად – მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. ცხვირის ძგიდის წინა–ქვედა ნაწილში

Read More