Category Archives: ფიზიოლოგია

კანი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია დასაწყისი იხ.  >>> კანის სხვადასხვა უბნები ერთი და იგივე გამღიზიანებლებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. დადგენილია რომ 1 სმ2 კანის ზედაპირზე არსებობს 100–200 მტკივნეული წერტილი, 12–15 სიცივის, 1–2 სითბოს და დაახლოებით 25 წნევის წერტილი. კანის რეცეპტორების უმეტესობა თავიანთი ფუნქციით პოლივალენტურია. გარემოს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით მოფუნქციონირე მგრძნობელობითი რეცეპტორების რაოდენობა შესაძლოა ცვალებადობდეს; ვითარდება ადაპტაცია, განსაკუთრებით

Read More

კანი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია დასაწყისი იხ.  >>> ფიზიოლოგია. კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოსთან და სისტემასთან. იგი ასრულებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელთა შორის ძირითადია დამცველობითი, სასუნთქი, აბსორბციული (შემწოვი), გამომყოფი, პიგმენტწარმომქნელი ფუნქციები. გარდა ამისა, კანი მონაწილეობას ღებულობს სისხლძარღვოვან რეაქციებში, თერმორეგულაციაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ორგანიზმის ნერვულ–რეფლექტორულ რეაქციებში. კანის დამცველობითი ფუნქცია ძალიან მრავალფეროვანია. გარეგანი გამღიზიანებლებისგან მექანიკური დაცვა

Read More

კანი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია კანი (cutis) – რთული ორგანო, რომელიც წარმოადგენს ადამიანის და ცხოველების გარეგან საფარველს და ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ანატომია და ჰისტოლოგია. ადამიანის კანის საფარველის ფართობი შეადგენს 1,5–2 მ2 (სიმაღლის, სქესის და ასაკის მიხედვით). ჰიპოდერმის გარეშე კანის მასა შეადგენს სხეულის მთლიანი მასის 4–6%. ხოლო ჰიპოდერმასთან ერთად – 16–17%, კაქვეშა ქსოვილის სისქიდან გამომდინარე,

Read More

თვალი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია თვალი (oculus) – მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას. ფუნქციონალური ანატომია. თვალის კაკალი (bulbus

Read More

თავის ტვინი

  კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია დასაწყისი იხ.  >>>> თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის ფუნქციონალური კავშირები, ერთის მხრივ, განსაზღვრავენ მის ფუნქციას, როგორც ერთ მთლიანს, ხოლო მეორე მხრივ გამოხატავენ მისი ცალკეული სტრუქტურების ფუნქციურ როლს. მთლიანობაში თავის ტვინის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს ორგანიზმის მთლიანობის ფუნქციების რეგულაციაში. თუმცა, ცალკე აღებული კონკრეტული ფუნქციის ანალიზისას შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის კონკრეტული სტრუქტურები,

Read More

თავის ტვინი

  კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია დასაწყისი იხ.  >> ფიზიოლოგია. თავის ტვინის, ისევე როგორც მთლიანად ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ნერვული უჯრედი, რომლის ძირითად ფიზიოლოგიური ფუნქციაა აგზნების მდგომარეობაში მოსვლის უნარი.აგზნების გენერაციის ადგილს წარმოადგენს უჯრედიდან აქსონის გამოსვლის ადგილი (აქსონის ბორცვი). ნეირონში აგზნების იმპულსი წარმოიქმნება გენეტიკურად დეტერმინირებული ციტოპლაზმური პროცესების შედეგად (დნმ–ის და ცილების სინთეზი, ინფორმაციული მაკრომოლეკულების

Read More

თავის ტვინი

 ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია თავის ტვინი (encephalon) – ცენტრალური ნერვული სისტემის წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას ღრუში. ანატომია. ადამიანის ოთხი კვირის ემბრიონს ნერვული ღეროს თავის ნაწილში უვითარდება 3 პირველადი ტვინის ბუშტუკი  – წინა (prosencephalon), შუა (mesencephalon) და  რომბისებური (rhombencephalon); ამ უკანასკნელს  გააჩნია გაგანიერებები, რომბომერები, რაც  მეტყველებს მის სეგმენტურ აგებულებაზე; ის  თანდათან

Read More

თირკმელზედა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

თირკმელზედა ჯირკვლები (glandulae suprarenalis; სინ.: სუპრარენალური ჯირკვლები, ადრენალური ჯირკვლები) – შინაგანი სეკრეციის წყვილი ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობენ რეტროპერიტონელურ სივრცეში თირკმლების ზემოთა პოლუსებზე გულმკერდის XI-XII მალების დონეზე. თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი შედგება შიგნითა ტვინოვანი და გარეთა ქერქოვანი ნივთიერებებისგან და თავიანთი წარმოშობით, აგებულებით და ფუნქციებით წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ჯირკვალს, რომლებიც ფილოგენეზის პროცესში ჩამოყალიბდა ერთიან ორგანოდ. თირკმლებთან ერთად თირკმელზედა ჯირკვლები მოთავსებულნი არიან ცხიმოვან კაფსულაში და დაფარულნი არიან თირკმლის ფასციით.

Read More

ფარისებრი ჯირკვალი

ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია ფარისებრი ჯირკვალი (glandula thyroidea) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს. ფუნციონალური ანატომია, ფიზიოლოგია. ფარისებრი ჯირკვალი შედგება ორი წილისგან და ყელისგან. მარჯვნიდან და მარცხიდან წილები ესაზღვრებიან ტრაქეას, ხოლო ყელი მდებარეობს ტრაქეის წინა ზედაპირზე. ზოგჯერ, ჯირკვლის ყელიდან ან მარცხენა (იშვიათად მარჯვენა) წილიდან გამოდის დამატებითი პირამიდული წილი.

Read More

ჰიპოფიზი

 ლალი დათეშიძე კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და

Read More