Category Archives: კერძო ფარმაკოლოგია

ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებები შეიძლება დაყოფილი იქნას შემდეგ ძირითად ჯგუფებად: 1. ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები, რომლებიც მასტიმულირებელ გავლენას ახდენენ თავის ტვინის ფუნქციაზე და ააქტიურებენ ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ მოქმედებას. მათ მიეკუთვნებათ პურინის წარმოებულები (კოფეინი და სხვ.), ფენილალკილამინები და ფენილალკილსიდნონიმები (ფენამინი, სიდნოკარბი და სხვ.) და სხვა პრეპარატები, რომლებიც

Read More

სედაციური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სედაციური საშუალებები (sedativa; sedativus დამამშვიდებელი) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ დამამშვიდებელ მოქმედებას ცნს-ზე მისი ფუნქციების შესამჩნევი ცვლილებების გარეშე. აღნიშნული პრეპარატები წარმოადგენენ დამამშვიდებელი, ფსიქოტროპული საშუალებების ქვეჯგუფს. სამედიცინო პრაქტიკაში მათი გამოყენება, ძირითადად, ხდება ნევროზული მდგომარეობების დროს. ტრანკვილიზატორებთან შედარებით, სედაციურ საშუალებებს უფრო ნაკლებად აქვთ გამოხატული ფსიქოსედაციური მოქმედება, არ გააჩნიათ

Read More

ტრანკვილიზატორები (ანქსიოლიტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ტერმინი ტრანკვილიზატორები (ლათ. tranquillo – are – მშვიდიდ, უშფოთველად ყოფნა) სამედიცინო ლიტერატურაში დამკვიდრდა 1957 წელს, ფსიქოტროპულ საშუალებათა აღსანიშნავად, რომლებსაც იყენებენ ნევროზების, ფსიქიური დაძაბულობისა და შიშების დროს. განსხვავებით ნეიროლეფსიური საშუალებებისაგან, ტრანკვილიზატორთა უმრავლესობა არ ახდენს გამოხატულ ანტიფსიქოზურ მოქმედებას. თანამედროვე ლიტერატურაში ამ ჯგუფის პრეპარატების აღსანიშნავად გამოიყენება ასევე ტერმინი ანქსიოლიტიკები (antianxiety

Read More

ნეიროლეფსიური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ნეიროლეფსიურ საშუალებებს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ფსიქოზების და სხვა მძიმე ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ. ნეიროლეფსიური პრეპარატების ჯგუფში შედის ფენოთიაზინის წარმოებულები (ქლორპრომაზინი და სხვა), ბუტიროფენონები (ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი და სხვა), დიფენილბუთილპიპერიდინის წარმოებულები (ფლუსპირილენი და სხვა) და სხვა. ნეიროლეფსიური საშუალებები ანუ ნეოროლეპტიკები ორგანიზმზე მრავალმხრივ გავლენას ახდენენ. მათ ძირითად ფარმაკოლოგიურ თავისებურებას

Read More

არანარკოტიკული ანალგეტიკები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” არანარკოტიკული ანალგეტიკების მოქმედების მექნიზმში გარკვეულ როლს თამაშობს თალამურ ცენტრებზე გავლენა, რაც იწვევს ქერქში ტკივილის იმპულსების გატარების შეფერხებას. ცენტრალური მოქმედების მიხედვით ამ ჯგუფის ანალგეტიკები ნარკოტიკული ანალგეტიკებისაგან განსხვავდებიან რიგი თავისებურებებით (მაგალითად, გავლენას არ ახდენენ ცნს-ის უნარზე, მოახდინოს ზღურბლოვანი იმპუსების სუმირება). სალიცილატების მოქმედების მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტაგლანდინთა ბიოსინთეზის

Read More

ნარკოტიკული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ნარკოტიკული საშუალებები (Narcotica; სინ. ნარკოტიკები) _ ტერმინი, რომელიც მედიცინაში გამოიყენება რიგი ნეიროტროპული სამკურნალო საშუალებების ჯგუფური კუთვნილების აღსანიშნავად. მე-19 საუკუნის შუა წლებამდე აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა იმ სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც იწვევდნენ ცნობიერების, მამოძრავებელი აქტივობის და მგრძნობელობის ცალკეული სახეების დარღვევებს. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში შედიოდნენ ფარმაკოლოგიური აქტივობის, ლოკალიზაციის

Read More

ნარკოტიკული ანალგეტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ნარკოტიკული ანალგეტიკებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი თავისებურებანი: 1. ძლიერი ანალგეზიური აქტივობა, რაც უზრუნველყოფს მედიცინის სხვადასხვა დარგებში მათ, როგორც მაღალეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებების გამოყენებას. განსაკუთრებით ტრავმებისა (ოპერაციული ჩარევები, ჭრილობები და სხვ.) და გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დაავადებებისას (ავთვისებიანი წარმონაქმნები, მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვ.). 2. განსაკუთრებული გავლენა ადამიანის ცენტრალურ ნერვულ

Read More

ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანალგეზიური ნივთიერებები, ანუ ანალგეტიკები (ბერძნ. algos – ტკივილი), ეწოდებათ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ შეასუსტონ ან აღმოფხვრან ტკივილის გრძნობა. ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) მოქმედება გააჩნია არა მარტო ანალგეტიკებს, არამედ სხვა საშუალებებსაც, რომლებიც სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ანალგეზიური ეფექტი შესაძლებელია გააჩნდეთ პრეპარტებს, რომლებიც გამოიყენებიან ნარკოზისათვის (ზოგადი გაუმტკივარება) და ზოგიერთი მათგანი

Read More

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც უნარი აქვთ ხელი შეუშალონ გულყრის განვითარებას ეპილეფსიით დაავადებულებში. ისტორიულად პირველად ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა ბრომიდები (1853 წ). დიდი დოზების შემთხვევაშიც მათი დაბალი ეფექტურობის მიუხედავად XX საუკუნის განმავლობაში ბრომიდები წარმოადგენდნენ ამ დაავადების თერაპიის ძირითად საშუალებებს. 1912 წელს შეიქმნა ფენობარბიტალი და გაჩნდა

Read More

საძილე საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა დამიკიდებულება სხვადასხვა საძილე საშუალებებისადმი. ბარბიტურატებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდნენ ამ ჯგუფის ძირითად პრეპარატებად, დაკარგეს თავიანთი წამყვანი მნიშვნელობა. სამკურნალო საშუალებათა ნომენკლატურიდან ამოღებულია ბარბამილი და ციკლობარბიტალი, ბარბიტალის აბები, ბარბიტალ-ნატრიუმი და ეტამინალ–ნატრიუმი. ალიფატურ წარმოებულთა რიგიდან ამოღებულია კარბომალი. ამასთან ფართოდ გამოიყენება ბენზოდიაზეპინის რიგის პრეპარატები –

Read More