Category Archives: კერძო ფარმაკოლოგია

სანარკოზო (ზოგადი საანესთეზიო) საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” თანამედროვე ანესთეზიოლოგიაში  ზოგადი გაუმტკივარებისათვის სხვადასხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენება. ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და გამოყენების ხერხების მიხედვით სანარკოზო საშუალებები იყოფა ინჰალაციურ და არაინჰალაციურ  საშუალებებად. ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებს მიეკუთვნება  ადვილად აქროლადი სითხეები (ჰალოტანი, სანარკოზო ეთერი) და აიროვანი ნივთიერებები (ძირითადად აზოტის ქვეჟანგი). კარგი სანარკოზო თვისებებისა და უსაფრთხოების გამო (არ ალდებიან და

Read More

ბეტა-ადრენობლოკატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ბეტა-ადრენობლოკატორები წარმოადგენენ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ახდენენ ორგანიზმის ბეტა-ადრენორეაქციული სისტემების სტიმულაციის ეფექტების სპეციფიკურ ბლოკირებას. იმის გამო, რომ ბეტა-ადრენორეცეპტორები უპირატესად ლოკალიზებულია გულში (მათი ზედმეტი აგზნება იწვევს არითმიას კუმშვადობისა და ჟანგბადის მოხმარების გაზრდის ფონზე), ბრონქებში (სტიმულაცია – ბრონქების მოდუნება) და სისხლძარღვებში (აქტივაცია – ვაზოდილატაცია) ადვილად პროგნოზირებადია ამ ჯგუფში შემავალი

Read More

ალფა-ადრენობლოკატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ მედიატორთან (ნორადრენალინი) ან სისხლში ცირკულირებად ადრენომიმეტიკებთან (ენდოგენური ადრენალინი, სამკურნალო საშუალებები) კონტაქტისაგან პოსტსინაფსური ალფა-ადრენორეცეპტორების ეკრანირება. ისინი იყოფიან სელექტიურ ალფა1-ადრენობლოკატორებად (ალფუზოზინი, პრაზოზინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი და სხვა) და არასელექტიურ, როგორც ალფა1-, ისე ალფა2-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებებად (ფენტოლამინი, ტროპოდიფენი, ჭვავის რქის (Secale cornutum) ალკალოიდები

Read More

ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ადრენომაბლოკირებელი საშუალებები • ალფა-ადრენობლოკატორები • ბეტა-ადრენობლოკატორები   პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. გაფრთხილება წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე

Read More

სიმპათოლიტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სიმპათოლიტიკური საშუალებები (ლათ.Systema nevrorum) sympathicum სიმპათიკური ნერვული სისტემა + ბერძ. lyticos გამწმენდი, შემასუსტებელი) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც, პოსტგანგლიური ადრენერგული ნეირონების ტერმინალურ აქსონებზე შერჩევითი ზემოქმედების შედეგად, თრგუნავენ სიმპათიკურ ინერვაციას შემსრულებელ (სამიზნე) ორგანოებზე. მოქმედებენ რა პრესინაფსურად, სიმპათოლიტიკური საშუალებები ხელს არ უშლიან პირდაპირი ადრენომიმეტიკების (ნორადრენალინი და სხ.) მოქმედებას და

Read More

სიმპათოლიზური საშუალებები (სიმპათოლიტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ სიმპათიკური ნერვების დაბოლოებებში გამოყოფილი მედიატორის რაოდენობას და ამით აფერხებენ ადრენერგული აგზნების გადაცემას, უწოდებენ სიმპატოლიტიკებს. ადრენობლოკატორებისაგან განსხვავებით სიმპათოლიტიკები არ შედიან ურთიერთობაში პოსტსინაფსურ ადრენორეცეპტორებთან. ამ ჯგუფის ძირითადი წარმომადგენლებია რეზერპინი, გუანეტიდინი, ბრეთილიუმის ტოზილატი. სადღეისოდ ეს პრეპარატები ფართოდ არ გამოიყენება. რეზერპინი შედის კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების შემადგენლობაში პოსტი

Read More

ადრენერგული სინაფსების მაბლოკირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ადრენერგული სინაფსების მაბლოკირებელი საშუალებები (პრესინაფსური და პოსტსინაფსური ადრენობლოკატორები) • სიმპათოლიზური საშუალებები (სიმპატოლიტიკები) • ადრენომაბლოკირებელი საშუალებები   პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. გაფრთხილება წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის

Read More

ადრენორეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” • ალფა-ადრენომიმეტიკური საშუალებები • ბეტა-ადრენომიმეტიკური საშუალებები ნივთიერებებს, რომლებიც აღაგზნებენ ადრენორეცეპტორებს, ანუ მოქმედებენ ნორადრენალინის და ადრენალინის მსგავსად, უწოდებენ ადრენომიმეტიკებს. მათგან ისინი, რომლებიც აღაგზნებენ როგორც ალფა-, ასევე ბეტა-ადრენორეცეპტორებს სრულად იმეორებენ ზემოთაღნიშნული მედიატორების ეფექტებს. არსებობს ადრენომიმეტიკები, რომლებიც შერჩევითად ურთიერთქმედებენ ან ალფა-, ან ბეტა-ადრენორეცეპტორებთან, ან მათ ცალკეულ ქვეტიპებთან (მაგალითად, ბეტა1-

Read More

კურარეს მსგავსი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სომატური ნერვებიდან ჩონჩხის მუსკულატურაზე აგზნების გადაცემა ხორციელდება აცეტილქოლინის მეშვეობით. იგი გამოიყოფა პრესინაფსური მემბრანის მიერ და უკავშირდება ნ-ქოლინორეცეპტორებს.  ამ უკანასკნელთა აქტივაცია განაპირობებს ცვლილებათა კომპლექსს, რაც კუნთის შეკუმშვას იწვევს. კუმშვითი ქმედების გაძლიერება შეიძლება მიღწეულ იქნას აცეტილქოლინის აგონისტების მეშვეობით ან პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ მედიატორის დაგროვებას სინაფსურ ნაპრალში – ანტიქოლინესთერაზული

Read More

ნ-ქოლინორეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარე ქოლინორეცეპტორები (ნ-ქოლინორეცეპტორები) ძირითადად ლოკალიზებულია ჩონჩხის კუნთოვანი სისტემის, ვეგეტაციური ნერვული კვანძების (განგლიების), თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ფენის და ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი ნეირონთშუა კონტაქტების სინოკაროტიდული ზონების პოსტსინაფსურ მემბრანებზე. ნ-ქოლინომაბლოკირებელ საშუალებებს შესწევთ უნარი, მოახდინონ რეცეპტორების ეკრანირება და ხელი შეუშალონ აცეტილქოლინით მათ აგზნებას. ამით შეიძლება მოხდეს შესაბამისი

Read More