Author Archives: studenti

უახლესი პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> ათეულ წელზე  ცოტა მეტი ხანია დაიწყო. ამ ეტაპის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები უკვე გამოიკვეთა: ესაა სატერმინოლოგიო პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა –  ტერმინოლოგიური პრობლემები მოიზრება, როგორც სამედიცინო საინფორმაციო სივრცის შექმნის სისტემური პრობლემის ერთ-ერთი  კომპონენტი, კომპლექსური პრობლემატიკის შემადგენელი ნაწილი.  სატერმინოლოგიო პრობლემების  მეტა-დონიდან გადაჭრის მცდელობა, აადვილებს არა მარტო პრობლემების გააზრებას,

Read More

ახალი პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> იწყება მე-19 საუკუნის ბოლოდან. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამედიცინო ტერმინოლოგია ლათინურ ენის ბაზაზე დაკანონდა. ერთის მხრივ დაიწყო სამედიცინო ცნებათა სისტემატიზაცია, უნიფიკაცია და ლათინური სატერმინოლოგიო ლექსიკონების მომზადება, მეორეს მხრივ – ლათინურ ენაზე მომზადებული საერთაშორისო ტერმინოლოგიის ბაზაზე ეროვნული სამედიცინო ტერმინოლოგიების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ

Read More

სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ადრეისტორიული პერიოდი საქართველოში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> სამედიცინო ტერმინები ბუნებრივია, ქართულ პროფესიულ სამედიცინო ლექსიკაში დღეს ფარდობითად ცოტაა და არსებით გავლენას ვერ ახდენს სამედიცინო პროფესიულ დიალექტზე, მაგრამ, ამ პერიოდის შესწავლა, თავისთავად, ფასეულია საქართველოსა და დარგობრივი ისტორიის თვალსაზრისით.  საზოგადოდ, ძველი  პერიოდისთვისაც დამახასიათებელია ზოგადი ტენდენცია: ტერმინოლოგიაზე გავლენას ახდენდა ის ენა, რომელთანაც ძლიერი იყო კულტურული და

Read More

ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის წანამძღვრები

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>> ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა. ქართული კავშირები ბერძნულ, რომაულ, არაბულ სამყაროსთან, კერძოდ კი, სამედიცინო სკოლებთან ბუნებრივია ხელს უწყობდა მედიცინისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებას. ქართულ ლექსიკაში  დალექილია ამ დროინდელი სამედიცინო ტერმინები. მრავალი სამედიცინო ტერმინი,  დღეს აღარ გამოიყენება, მაგრამ  ფიქსირებულია ძველ ხელნაწერებში ან ხალხურ მეტყველებაში. შეიძლება

Read More

კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები რუსულ სამედიცინო ლექსიკაში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>> XIX ს-ის განმავლობაში რუსული სამედიცინო ლექსიკა  აქტიურად ივსებოდა ტერმინებით, რომელთაც ინტერნაციონალური გავრცელება ჰქონდათ, მათ უმრავლესობას კი შეადგენდნენ კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები, მაგ: ამბულატორია, ბაცილა, ვაქცინა, ჰალუცინაცია, იმუნიტეტი, ინფარქტი, ინფექცია, კავერნა, პერკუსია, პულპა, რეფლექსი, ექსუდატი და სხვები, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს შეუცვლელი

Read More

საკუთრივ რუსული ტერმინოლოგიის განვითარება

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>> ტერმინოლოგიის ნაკლოვანებებს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდნენ რუსი ექიმი პედაგოგები. სამედიცინო დისციპლინების სწავლება რუსულ ენაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ სამამულო ტერმინოლოგიის დამუშავებით. ამიტომ ბევრი გამოჩენილი რუსი ექიმი ხდებოდა ერთდროულად მთარგმნელიც და ფილოლოგიც. მათ შორის, პირველ რიგში აღსანიშნავია სანქტ-პეტერბურგის ადმირალიტეტის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი

Read More

ბერძნულ-ლათინური ლექსიკის გავრცელება

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>> X ს-ში რუსეთის მიერ  ქრისტიანობის მიღების შემდეგ ბერძნული ენის გავლენის ზრდა განაპირობა ბიზანტიასა და მის კულტურასთან მჭიდრო კონტაქტებმა. აქტიურად ითარგმნებოდა არისტოტელეს, ჰიპოკრატეს, გალენისა და ბიზანტიელი ექიმების ნაშრომები. თანდათანობით აუცილებელი გახდა ლათინური ენის გამოყენება, ვინაიდან ბევრი მეცნიერული ნაშრომი, და მათ

Read More

რუსული სამედიცინო ლექსიკის განვითარება სლავური ენის წიაღში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>> სავარაუდოდ, სამედიცინო ცოდნის პირველი გამავრცელებლები იყვნენ ექიმები. საერთოსლავური სიტყვა ,,âðà÷’’ (ექიმი), რომელსაც აქვს ფესვი სიტყვებთან: ,,âîð÷àòü’’ (ბუტბუტი), ,,ãîâîðèòü‘’ (ლაპარაკი), თავდაპირველად აღნიშნავდა გრძნეულს, წინასწარმეტყველს, შემლოცველს. საუკუნეების სიღრმიდან ჩვენამდე მოაღწია ძველრუსულ ხელნაწერებში  მოხსენიებულმა საერთო სლავური ბაზისის მქონე სიტყვებმა, მაგ.: ,,áåäðî’’ (ბარძაყი),

Read More

სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია”, დასაწყისი იხ. >>> მე-19 საუკუნიდან იწყება ქართულ სამედიცინო აზროვნებასა და ტერმინოლოგიაზე რუსული ენის გავლენა. საინტერესოა, რომ რუსულიდან  “ლეკარ პეტრე კლაპიტონოვის მიერ” 1830-32 წლებში ნათარგმნ პირველივე წიგნს უკვე მრავალი ტერმინი და ბარბარიზმი შემოჰყვა. თუმცა, როგორც ლადო  კოტეტიშვილი აღნიშნავს ”XIX საუკუნე მკვდარი პერიოდია ქართული მედიცინის ისტორიაში. არც ერთი ცოტად თუ ბევრად შესამჩნევი საექიმო თხზულება

Read More

სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ინფრასტრუქტურები

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>> სატერმინოლოგიო მუშაობა მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას. ამ სამუშაობს ახორციელებენ საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები, ზოგი სხვა საქმიანობასთან ერთად, ზოგი ატარებს მხოლოდ სატერმინოლოგიო მუშაობას. რუსეთში მხოლოდ ტერმინოლოგიური საქმიანობით დაკავებულია შემდეგი ფედერალური ორგანიზაციები: – მოსკოვში განლაგებული: სტანდარტიზაციისა და ხარისხის კომპლექსური ინფორმაციის

Read More