Author Archives: studenti

მიზანთა იერარქია

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” წინა პარაგრაფებიში ჩვენ ზოგადად ვახსენეთ პრეპარატის შერჩევის ამოცანა: სამედიცინო პრაქტიკაში გვაქვს კონკრეტული  კლინიკური სურათი. გვაქვს რამდენიმე ასეული პრეპარატი, რომელიც ამ კლინიკური სურათის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. “რაციონალურ გამოყენების” ქვეშ იგულისხმება მრავალ ალტერნატივათაგან (შესაძლებლობებიდან) იმ რამდენიმე პრეპარატის შერჩევა, რომლებსაც, ერთდროულად: ექნება  მინიმალური დანახარჯი (ან ღირებულება) მაქსიმალურ თერაპიული ეფექტი მინიმალური რისკები (მინიმალური გვერდითი მოვლენები

Read More

მრავალკრიტერიუმიანი ამოცანები ურთიერთსაწინააღმდეგო კრიტერიუმებით. სარგებლიანობის ფუნქცია

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” პრაქტიკული ამოცანები, როგორც აღვნიშნეთ, მრავალკრიტერიუმიანია. უფრო მეტიც- ეს კრიტერიუმები ურთიერთსაწინააღმდეგოა. კრიტერიუმთა ურთიერწინააღმდეგობა ვლინდება როგორც ერთი დონის კრიტერიუმთა შორის, ასევე სხვადასხვა დონის კრიტერიუმთა შორის.  (იგულისხმება იერარქიულ ხეში დონეები) მაქსიმალური თერაპიული ეფექტი, მიმინალური დანახარჯით. max E min X ეს ორი კრიტერიუმი შეიძლება ურთიერთ საწინააღმდეგი იყოს. განვიხილოთ გამარტივებული მაგალითი: მაგალითი 1. გვინდა კონკრეტული დაავადება

Read More

მიზნები და კრიტერიუმები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” ეს ორი  ცნება მართვის თეორიის ძირითადი ცნებებია. მათი ფორმალური განმარტება რთულია, ამიტომ შევეცადოთ მაგალითებზე განვიხილოთ. მიზანი, ის მდგომარეობაა, საითკენაც მივისწრაფით.  კრიტერიუმი ამ მიზნის მიღწევის შეფასების, გაზომვის პარამეტრია განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: 1. საფოსტო მომსახურება: საფოსტო მომსახურების სფეროში თანდათან მძაფრდება კონკურენცია. ამიტომ  საფოსტო მომსახურების ფირმის მიზანი შეიძლება იყოს: შეამციროს მომსახურების დრო, ანუ კლიენტს

Read More

პრეპარატთა რაციონალური გამოყენება

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” როგორც აღვნიშნეთ, კლინიკური ფარმაციიის ძირითადი ამოცანაა   სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების შესაბამისი თეორიული საფუძვლების, პრაქტიკული მიდგომებისა და  ალგორითმების  შექმნა. აქ უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს “რაციონალური  გამოყენება”. სამედიცინო პრაქტიკაში გვაქვს კონკრეტული  კლინიკური სურათი. გვაქვს რამდენიმე ასეული პრეპარატი, რომელიც ამ კლინიკური სურათის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. “რაციონალურ გამოყენების” ქვეშ იგულისხმება მრავალ ალტერნატივათაგან (შესაძლებლობებიდან) იმ რამდენიმე

Read More

პირველი მაგიდის ფარმაცევტი და ფარმაცევტული დახმარება

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ფარმაცია” პირველი მაგიდის ფარმაცევტს უწოდებენ ფარმაცევტს, რომელსაც უშუალო შეხება აქვს პაციენტებთან. როგორც წესი, ეს არის ფარმაცევტი, რომელიც აფთიაქში ემსახურება მომხმარებელს. პირველი მაგიდის ფარმაცევტი, მრავალ ფუნქციას ასრულებს. ვიზუალურად თვალშისაცემია, რომ იგი ხშირად სალარო ოპერაციებს ახორცილებს და ამიტომ, ზოგჯერ მის მიმართ კნინობითი  შეხედულებაცაა. სინამდვილეში, პირველი მაგიდის ფარმაცევტი ჯანდაცვის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და

Read More

კლინიკური ფარმაცევტის სპეციალიზაციები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” კლინიკური ფარმაცია რთული დარგია. რაციონალურია – კლინიკურმა ფარმაცევტებმა თავიდანვე უნდა განსაზღვრონ თავიანთი ვიწრო სპეციალიზაცია. კლინიკურ ფარმაცევტის სპეციალიზაციებს ჩვენს ასე დავაჯგუფებდით: კლინიკური ფარმაცევტი მკვლევარი. აქ იგულისხმება კლინიკური ფარმაცევტები, რომლებიც საკვლევ-საკონსტრუქტორო სამუშაობს ასრულებენ.ეს ჯგუფი ნახატზე პირობითად ორ ქვეჯგუფადაა გაყოფილი:  სამეცნიერო კვლევები. კლინიკური ფარმაციის მთავარი ამოცანაა პრეპარატთა რაციონალური შერჩევის მეთოდებისა და ალგორითმების დამუშავება. გარდა

Read More

კლინიკური ფარმაციის კავშირი მედიცინის სხვა დარგებთან

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” როგორც აღვნიშნეთ, კლინიკური ფარმაციის უპირველესი ამოცანა პრეპარატთა რაციონალური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული მექანიზმების შექმნაა. კლინიკური ფარმაცია, უპირველეს ყოვლისა ფარმაციის დარგია და იგი სრულად იყენებს ფარმაცევტული მეცნიერებების რეზულტატებს. დღეს, პრეპარატების დიდი სიუხვეა და თითქმის ყველა კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში შესაძლებელია პაციენტისათვის ათეულობით პრეპარატი შეირჩეს. ამოცანა მდგომარეობს, ამ პრეპარატთაგან ერთის გამოკვეთაში, რომელიც პაციენტს  დაენიშნება.

Read More

კლინიკური ფარმაციის საგანი

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” კლინიკური ფარმაციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების  თეორიული საფუძვლების, პრაქტიკული მიდგომებისა და კონკრეტული ალგორითმების  ჩამოყალიბება. კლინიკური ფარმაცია  ინტეგრაციული გამოყენებითი მეცნიერებაა, რომელიც აერთიანებს სამკურნალო საშუალებების  ფარმაცევტულ და კლინიკურ ასპექტებს, აქტიურად იყენებს მართვის თეორიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევებს. რეტროსპექტივა კლინიკური ფარმაციის შექმნა-განვითარება განაპირობა პრეპარატების რაოდენობის ზრდამ. სულ უფრო რთული ხდება მკურნალმა,

Read More

კლინიკური ფარმაცია

კლინიკური ფარმაცია – კვლევისა და გამოყენების არეალი კლინიკური ფარმაციის საგანი კლინიკური ფარმაციის კავშირი მედიცინის სხვა დარგებთან კლინიკური ფარმაცევტის სპეციალიზაციები პირველი მაგიდის ფარმაცევტი  და კლინიკური ფარმაცია კლინიკურ-ფარმაცევტული გადაწყვეტილებების მიღების  თეორიული საფუძვლები პრეპარატთა რაციონალური გამოყენება მიზნები და კრიტერიუმები მიზნებისა და კრიტერიუმების ფორმირება მიზანთა იერარქია მრავალკრიტერიუმიანი ამოცანები ურთიერთსაწინააღმდეგო კრიტერიუმებით. სარგებლიანობის ფუნქცია მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდები. კრიტერიუმთა რანჟირების მეთოდი

Read More

პრეპარატების მონაცემთა ბაზები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” პრეპარატთა მოანაცემთა ბაზებს, კლინიკური ფარმაცევტის მრჩეველი სისტემის აგებისას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. პრეპარატთა მონაცემთა ბაზების დაპროექტების პრობლემები, უპრიანია დავყოთ: ბაზის შექმნის მათემატიკურ-საინჟინრო და ფარმაცევტულ პრობლემებად. ცალკე საკითხია ამ ბაზების ექსპლოატაცია-განახლება. გამოთვლითი პროცესების ორგანიზების თვალსაზრისით. ამ ტიპის ბაზის აგება ცნობილი მათემატიკური ამოცანაა და განსაკუთრებული საინჟინრო სპეციფიკა არ ახასიათებს. პრეპარატთა ბაზები დინამიურია-პრეპარატების რაოდენობა

Read More