მრავალკრიტერიუმიანი ამოცანები ურთიერთსაწინააღმდეგო კრიტერიუმებით. სარგებლიანობის ფუნქცია

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

პრაქტიკული ამოცანები, როგორც აღვნიშნეთ, მრავალკრიტერიუმიანია. უფრო მეტიც- ეს კრიტერიუმები ურთიერთსაწინააღმდეგოა. კრიტერიუმთა ურთიერწინააღმდეგობა ვლინდება როგორც ერთი დონის კრიტერიუმთა შორის, ასევე სხვადასხვა დონის კრიტერიუმთა შორის.  (იგულისხმება იერარქიულ ხეში დონეები)

მაქსიმალური თერაპიული ეფექტი, მიმინალური დანახარჯით.
max E
min X

ეს ორი კრიტერიუმი შეიძლება ურთიერთ საწინააღმდეგი იყოს.
განვიხილოთ გამარტივებული მაგალითი:
მაგალითი 1.
გვინდა კონკრეტული დაავადება განვკურნოთ. აღვნიშნოთ ეს დაავადება D-თი,  ამისათვის არსებობს ორი პრეპარატი:
P1 – ღირს 1 ლარი, მაგრამ ამ პრეპარატით სრული განკურნების ალბათობა 80 პროცენტია.
P2 – ღირს 10 ლარი, მაგრამ ამ პრეპარატით განკურნების ალბათობა 100 პროცენტია.
სხვა პირობები, დავუშვათ ორივე პრეპარატისათვის თანაბარია.
ამდენად, თითოეული პრეპარატი, მოცემულ მაგალითში ხასიათდება ორი პარამეტრით:
– K1 – ფასით.
–  K2  – სრული განკურნების ალბათობით.

წარმოვადგინოთ სურათი ცხრილის ფორმით

კრიტერიუმები

პრეპარატის დასახელება

ფასი K1

სრული განკურნების ალბათობა K2

P1

1

80

P2

10

100

ეს ორი კრიტერიუმი ურთიერთსაწინააღმდეგოა.  მინიმალური დანახარჯით (min X =1 ლარი) ვერ მივიღებთ მაქსიმალური ეფექტს (max E= 100 %),
ურთიერთსაწინააღმდეგო კრიტერიუმიანი ამოცანების ამოხსნის პრობლემა, იქმნება მაშინ, როცა კრიტერიუმების შედარება ვერ ხერხდება – ისინი სხვადასხვა არსისაა, სხვადასხვა ერთეულებით იზომება. ამ პრობლემის არსს კარგად ახასიათებს გავრცელებული ხუმრობა-შეკითხვა:
– ფუნთუშა უფრო ცხელია თუ მატარებელი უფრო სწრაფად მიდის?
ამ ხუმრობაში კარგად ჩანს, რომ ეს ორი პარამეტში ვერთმანეთს ვერ დარდება.
მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების ამოხსნის მრავალი მეთოდი არსებობს. მეთოდთა ერთი ჯგუფი ეფუძნება ე.წ. სარგებლიანობის ფუნქციის პოვნას. სარგებლიანობის ფუნქცია ის პარამეტრია, ასე ვთქვათ საერთო მნიშვნელი, რომელიც საშუალებას იძლება შევადაროთ ერთმანეთს ორი პარამეტრი.
ეკონიმიკურ ამოცანებში ამგვარი ფუნქციის როლს ასრულებს პარამეტრი “თანხა (ფული), (მოგება)”.
კლინიკური ფარმაციის ამოცანებში სარგებლიანობის ფუნქციის პოვნა ნაკლებ მოსალოდნელია.  ამიტომ მომდევნო პარაგრაფებში ჩვენ მოკლედ შევეხებით ორ მიდგომას, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა სარგებლიანობის ფუნქციის  დადგენა რეალურად შეუძლებელია.
ამდენად,   მრავალკრიტერიუმიანი ამოცანები ორ დიდ ჯგუფად გავყევით:

  • ამოცანები, რომლებშიც ხერხდება სარგებლიანობის ფუქნციის დადგენა
  • ამოცანები, რომლებშიც ამგვარი ფუნქციის დადგენა ვერ ხერხდება

 გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.