რუსული სამედიცინო ლექსიკის განვითარება სლავური ენის წიაღში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>>

სავარაუდოდ, სამედიცინო ცოდნის პირველი გამავრცელებლები იყვნენ ექიმები. საერთოსლავური სიტყვა ,,âðà÷’’ (ექიმი), რომელსაც აქვს ფესვი სიტყვებთან: ,,âîð÷àòü’’ (ბუტბუტი), ,,ãîâîðèòü‘’ (ლაპარაკი), თავდაპირველად აღნიშნავდა გრძნეულს, წინასწარმეტყველს, შემლოცველს. საუკუნეების სიღრმიდან ჩვენამდე მოაღწია ძველრუსულ ხელნაწერებში  მოხსენიებულმა საერთო სლავური ბაზისის მქონე სიტყვებმა, მაგ.: ,,áåäðî’’ (ბარძაყი), (შეკვეცილი ფორმით ,,áåäðåöî, áåðöî’’, აქედან – კანჭის ძვალი); áåëüìî – ლიბრი, áîê – გვერდი, áðîâü – წარბი,  âîëîñ – თმა, âîñïà (îñïà) – ყვავილი, ãîëîâà – თავი, ãîðëî – ყელი, ãðóäü – გულმკერდი, ãðûæà – თიაქარი, ãóáà – ტუჩები და სხვ. ძველ რუსულად შეიძლება ჩაითვალოს სიტყვები, რომლებიც საერთოა საეკლესიო-სლავიანური და ძველ რუსული ენებისათვის და მყარად არიან დამკვიდრებულნი რუსულ სალიტერატურო ენაში. მაგ.: áåðåìåííàÿ – ორსული, áåñïëîäèå – უნაყოფობა, áëèçíåöû – ტყუპები, áîëåçíü – დაავადება, áîëüíîé –  ავადმყოფი, ãíîé – ჩირქი, çäîðîâüå – ჯანმრთელობა  და სხვა.
დაავადებებისა და მათი ნიშნების ბევრი ძველრუსული დასახელება მივიწყებულია და მათი იდენტიფიკაცია თანამედროვე ტერმინებთან მიიღწევა დიდი შრომის შედეგად, მაგალითად, ,,âäóøü’’ – ასთმა, çëàòíèöà – სიყვითლე, êàì÷þã – ართრიტი, êðîâàâàÿ óòðîáà – დიზენტერია, ïàäó÷àÿ íåìî÷ü – ეპილეფსია, ïðèù ãîðþù – ციმბირის წყლული, ïðîêàæåíèå – კეთრი, მგლურა და კანის ზოგიერთი სხვა დაავადებები,  ,,ñâåðáåæü (÷åñîòêà)’’ – მუნი,  ,,òðÿñöà’’ – მალარია.
თანამედროვე სამედიცინო ლექსიკაში გამოყენებულმა ზოგიერთმა ძველ რუსულმა სიტყვამ შეიცვალა თავისი მნიშვნელობა, მაგ.: სიტყვა ,,ìîçîëü’’ (კოჟრი) აღნიშნავდა ლიმფური კვანძის ან წყლულის გადიდებას, სიტყვა ,,ñî(ó)ñòàâ’’ – სხეულის ნაწილს ან ორგანოს, აგრეთვე ,,სახსარს’’ თანამედროვე გაგებით და სხვ.
ბევრმა ორიგინალურმა რუსულმა სახელწოდებამ, რომლებიც არსებობდნენ ძველ რუსულ ემპირიულ მედიცინაში ვერ შეძლო თანამედროვე სამეცნიერო მედიცინაში დამკვიდრება და ადგილი დაუთმო უპირატესად ბერძნულ-ლათინური წარმომავლობის სხვა სიტყვებს.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

რუსული სამედიცინო ლექსიკის განვითარება სლავური ენის წიაღში