ფსიქომოტორული სტიმულატორები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ფსიქოსტიმულატორები წარმოადგენენ ფსიქოტროპული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ზრდიან გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებენ გარეშე გამაღიზიანებლების აღქმის უნარს (ამძაფრებენ მხედველობას, სმენას და სხვა, აჩქარებენ საპასუხო რეაქციებს), აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, ხსნიან დაღლილობას, ამხნევებენ და დროებით აქვეითებენ ძილის საჭიროებას. ამფეტამინების (ამფეტამინი, დექსტროამფეტამინი და მეტამფეტამინი) სინთეზი მოხდა XIX საუკუნის ბოლოს. მათი სამედიცინო