ვიტამინური საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ვიტამინები წარმოადგენენ ადამიანის ზრდის, განვითარებისა და ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელ, შეუცვლელ ნივთიერებებს. ვიტამინების უმრავლესობა ორგანიზმში არ სინთეზირება, მათი წყარო, ჩვეულებრივ, გარე გარემოა (მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები, მიკროორგანიზმები – კუჭ-ნაწლავური ტრაქტის ნორმალური მიკროფლორა). ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა (ვიტამინური უკმარობა) შეიძლება იყოს საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობის, მათი შეწოვის დარღვევის