ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც არეგულირებენ ნახშირწყლოვან, ცხიმოვან, ცილოვან, წყალ-ელექტროლიტურ და სხვა სახის ცვლას. ცალკეულ ქვეჯგუფებში გაერთიანებულია პრეპარატები (კერძოდ, ჰიპოლიპიდემიური, რომლებიც მონაწილეობენ ნაღველის მჟავების ცვლაში, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირების და ფუნქციონირების კორექტორები და მრავალი სხვა), რომლებიც გავლენას ახდენენ უპირატესად ბიონაერთთა რომელიმე კომპლექსის მეტაბოლიზმის პროცესებზე.

ამა თუ იმ ენდოკრინული ჯირკვლის ჰიპო- ან ჰიპერფუნქციის შემთხვევაში გამოიყენება ჰორმონალური სამკურნალო საშუალებები ან ჰორმონების ანტაგონისტები; ვიტამინების როლი ნივთიერებათა ცვლაში განპირობებულია, როგორც წესი, მათი კოფერმენტული ფუნქციით.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.