Author Archives: studenti

მკერდი, მკერდის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდი, მკერდის ძვალი  Sternum  Sternum, breast bone მკერდის ძვალი (მკერდი) – Sternum,  წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის კენტ, ბრტყელ ძვალს, წინა გამოზნექილი და უკანა ჩაზნექილი ზედაპირით. მკერდი სამი ნაწილისაგან შედგება: მკერდის ტარი – manubrium sterni, მკერდის სხეული – corpus sterni და მახვილისებრი მორჩი – processus xiphoideus. სამივე ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება ხრტილოვანი ჩანაფენით,

Read More

ნეკნები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნები   Costae   Ribs ადამიანს 12 წყვილი ნეკნი  აქვს. ნეკნები (os costae) წარმოადგენენ სხვადასხვა სიგრძის, რკალისებურად მოხრილ ძვლებს, რომლებიც სიმეტრიულად უკავშირდებიან ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს. თითოეულ ნეკნში განასხვავებენ ნეკნის უკანა, შედარებით გრძელ – ძვლოვან ნაწილს – os costale, წინა, ხრტილოვან ნაწილს – ნეკნის ხრტილს – cartilago costalis, და ორ

Read More

გულმკერდი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდი  Thorax  Thoracic cage გულმკერდი – thorax ძვლოვანი ღრუა, რომელიც შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილით, ნეკნებითა და მკერდით. მას აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა, რომელიც ფართო  ფუძით მიმართულია ქვემოთ, წაკვეთილი  მწვერვალით – ზემოთ. გულმკერდში განასხვავებენ  წინა, უკანა და გვერდით კედლებს, ზემო და ქვემო  ხვრელებს. წინა კედელს წარმოქმნის მკერდი და  ხრტილოვანი ნეკნები.

Read More

კუდუსუნი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კუდუსუნი  Os coccygis  Coccyx კუდუსუნის მალები (4 – 5, იშვიათად 3 – 6 მალა) vertebrae coccygeae, შეზრდილია ერთმანეთთან და ქმნის ერთ მთლიან კუდუსუნის ძვალს. კუდუსუნს – os coccygis აქვს მოხრილი  პირამიდის ფორმა, რომლის ფუძე  მიმართულია ზემოთ; კუდუსუნის მალებს  აქვთ მხოლოდ სხეული; კუდუსუნის  პირველი მალას შერჩენილი აქვს  განუვითარებელი სასახსრე მორჩები, ე.

Read More

წელის მალები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. წელის მალები  Vertebrae lumbales  Lumbar vertebrae წელის მალები (წელის 5 მალა) – vertebrae lumbales, გამოირჩევიან მასიურობითა და სიმტკიცით. მათ სხეულს აქვთ მარცვლის ფორმა, რკალები ძლიერადაა განვითარებული, ხვრელები დიდი ზომისაა და აქვთ სამკუთხა ფორმა. თითოეული განივი მორჩი მიმართულია ლატერალურად და რამდენადმე უკან. მისი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ნეკნის რუდიმენტს და ეწოდება სანეკნე

Read More

გულმკერდის მალები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის მალები  Vertebrae thoracicae   Thoracic vertebrae გულმკერდის მალები (12 მალა) – vertebrae thoracicae გაცილებით დიდია კისრის მალებთან შედარებით; მათი სხეულების ზომები თანდათანობით მატულობს დაწყებული 1-დან მე-12 მალამდე. გულმკერდის I – IX მალის სხეულის ზედა და ქვედა კიდესთან შეიმჩნევა ზემო სანეკნე ღრმული – fovea costalis superior, და ქვემო სანეკნე ღრმული

Read More

კისრის მალები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის მალები   Vertebrae cervicales   Cervical vertebrae კისრის მალები – Vertebrae cervicales შედარებით პატარებია; მალის ხვრელი – foramen vertebrale ფორმით სამკუთხოვანია. სასახსრე მორჩები – processus articulares, მოკლე და ირიბია, ხოლო მათი სასახსრე ზედაპირები გლუვი ან მცირედ გამობურცულია. წვეტიანი მორჩები – processus spinosus გაშვერილია უკან და მათ თითქმის ჰორიზონტალური მიმართულება

Read More

ხერხემლის სვეტი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტი   Columna vertebralis   Vertebral column მოზრდილი ადამიანის ხერხემლის სვეტი – columna vertebralis შედგება 33 – 34 მალისაგან. ხერხემლის სვეტი იყოფა შემდეგ ნაწილებად: კისრის ნაწილი – pars cervicalis გულმკერდის ნაწილი – pars thoracica წელის ნაწილი – pars lumbalis გავის ნაწილი – sacrales კუდუსუნის ნაწილი – pars coccygea. შესაბამისად,

Read More

ადამიანის ჩონჩხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ადამიანის ჩონჩხი  Skeleton hominis Human skeleton

,,ადამიანის სხეულში არჩევენ თავს – caput, ტორსს – truncus და კიდურებს – membrum.
თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა – cranium, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად: ტვინის ქალა – cranium cerebrales და სახის ქალა – cranium viscerales s. splanchnocranium.

ადამიანის ჩონჩხი

Read More

ჰისტამინომიმეტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჰისტამინი და ბეტაჰისტინი. სამედიცინო გამოყენებისთვის ჰისტამინი მიიღება ჰისტიდინის ბაქტერიული დაშლის ან სინთეზის გზით. ჰისტამინი შეჰყავთ პარენტერალურად, ვინაიდან შიგნით მიღბისას ცუდად შეიწოვება და ნაკლებ ეფექტურია. ჰისტამინმა, როგორც სამკურნალო საშუალებამ, ფართო გამოყენება ვერ მიიღო. ზოგჯერ ჰისტამინი გამოიყენება პოლიარტრიტების, სახსრების და კუნთოვანი რევმატიზმის დროს; ჰისტამინის დიჰიდროქლორიდის

Read More