Author Archives: studenti

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები ლალი დათეშიძე სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, საიდანაც სისხლი ფილტვის ღეროთი – truncus pulmonalis მიიმართება ფილტვებისაკენ; შემდეგ სისხლი ფილტვის ვენების – vv. pulmonales საშუალებით ბრუნდება მარცხენა წინაგულში. ფილტვის ღერო – truncus pulmonalis, 5 – 6 სმ სიგრძისა და 3 სმ დიამეტრის ძარღვია; ფილტვის ღერო წარმოადგენს მარჯვენა

Read More

გულის სისხლძარღვები

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულის სისხლძარღვები ლალი დათეშიძე გულის კედელს კვებავს ორი არტერია: მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria dextra, და მარცხენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria sinistra; ორივე არტერია წარმოადგენს აორტის პირველ ტოტებს. მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria dextra, გამოდის აორტიდან, მარჯვენა სინუსის დონეზე, გაივლის მარჯვენა ყურის ქვეშ, წვება გვირგვინოვან ღარში, შემოუხვევს უკან, აღწევს უკანა

Read More

გულის ტოპოგრაფია

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულის ტოპოგრაფია Topography of heart ლალი დათეშიძე გული მოთავსებულია პერიკარდში (გულის პერანგი) და მდებარეობს წინა შუასაყრის ქვემო ნაწილში. გულზე არჩევენ: ორ ზედაპირს – მკერდ – სანეკნე ზედაპირი და შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი, ორ კიდეს – მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ფუძესა და მწვერვალს. გულის მკერდ – სანეკნე ზედაპირი გამოდრეკილია და ნაწილობრივ მიქცეულია მკერდისა და ნეკნის ხრტილებისაკენ,

Read More

გული

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გული Cor Heart დასაწყისი იხ. >> აორტის ხვრელში მდებარეობს აორტის სარქველი – valva aortae, რომელიც სამი – მარჯვენა, მარცხენა, და უკანა ნამგლისებრი აფრით –  valvulae semilunares dextra, sinistra et posterior იქმნება. აორტის ნამგლისებრი აფრები, ისევე როგორც ფილტვის ღეროს ნამგლისებრი აფრები, წარმოქმნილია ენდოკარდის დუბლიკატურით, მაგრამ უკეთაა განვითარებული. თითოეულ მათგანში მდებარეობს აორტის

Read More

გული

ადამიანის ნორმალური ანატომია. გული გული – cor, წარმოადგენს კონუსისებრი ფორმის ღრუ ორგანოს; აქვს კარგად განვითარებული კუნთოვანი კედლები; მდებარეობს წინა შუასაყარში, შუასაძგიდის მყესოვან ცენტრზე, პლევრის მარჯვენა და მარცხენა პარკებს შუა, მოთავსებულია პერიკარდში (გულის პერანგი) – pericardium, და ფიქსირებულია მსხვილ სისხლძარღვებზე. მამაკაცის გულის ზომა და წონა მეტია ქალის გულის ზომასა და წონაზე, ასევე მამაკაცის გულის კედლები შედარებით

Read More

ანგიოლოგია

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ანგიოლოგია Angiology სისხლძარღვთა სისტემას ყოფენ სისხლის გამტარ და ლიმფის გამტარ ნაწილებად. სისხლისა და ლიმფის გამტარი ორგანოებია: გული, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები. გული – cor, სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა; იგი წარმოადგენს ღრუ კუნთოვან ორგანოს და შედგება მარცხენა არტერიული და მარჯვენა ვენური ნახევრებისაგან. გულის თითოეული ნახევარი შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული წინაგულებისა – atrium

Read More

ელენთა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ელენთა Lien (splen) Spleen ელენთა – lien (splen) – იმუნური სისტემის ყველაზე მსხვილი ორგანოა; მდებარეობს მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, შუასაძგიდსა და კუჭს შორის, აქვს ყავის მარცვლის ფორმა, ერთ მხარეზე შედრეკილი, მეორეზე – გამოდრეკილი ზედაპირებით. ელენთის სიგრძე 12 სმ, სიგანე – 7 – 8 სმ, სისქე 3 – 4 სმ-ია, იწონის დაახლოებით

Read More

ლიმფური კვანძები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ლიმფური კვანძები Nodi lymphatici Lymph nodes ლიმფური კვანძები – nodi lymphatici – იმუნური სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანოებია; ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა 500-მდეა. ლიმფური კვანძები განლაგებულია ლიმფური ძარღვების გზაზე; ისინი ორგანიზმში ასრულებენ ბარიერულ-ფილტრაციულ ფუნქციას, მონაწილეობენ ლიმფოციტების წარმოქმნაში და ამიტომ განიხილებიან როგორც იმუნური სისტემის ორგანოები. ლინფური კვანძები ფორმით სხვადასხვაგვარია – მრგვალი, ოვალური,

Read More

საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი ადამიანის ორგანიზმში ლიმფოიდური ქსოვილი გვხვდება როგორც იზოლირებულად, ცალკე ორგანოს სახით (სასის, სასმენი ლულების, ენის, ხახის ნუშები), ასევე სხვადახვა ორგანოების კედლის ლორწოვანშიც. ნუშები – tonsillae პირის ღრუში განლაგებული ლიმფური ფოლიკულების გროვაა. სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი მილის საწყის ნაწილებში მდებარეობს ენის, ხახისა და

Read More

მკერდუკანა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდუკანა ჯირკვალი Thymus Thymus (gland) მკერდუკანა ჯირკვალი – thymus ადამიანის ორგანიზმში ასრულებს იმუნურ, სისხლმბად და ენდოკრინულ ფუნქციებს. მკერდუკანა ჯირკვალში ხორციელდება ძვლის წითელ ტვინში გამომუშავებული ღეროვანი უჯრედების დიფერენცირება T- ლიმფოციტებად. ამიტომ თიმუსი წარმოადგენს T- ლიმფოციტების წყაროს და, გამომდინარე აქედან – იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოს. მკერდუკანა ჯირკვალი მოთავსებულია გულმკერდის ღრუში, წინა შუასაყარის

Read More