ფარმაცევტის კონსულტაციები

შეკითხვები მოგვაწოდეთ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

2009 წლის 16 ნოემბრისათვის შემოსულია 487 შეკითხვა ფარმაცევტისადმი. ეს შეკითხვები ლოგიკურად რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

ა) 214 შეკითხვის შინაარსი ასეთია: ვენდოთ თუ არა ძვირიანი უცხოური პრეპარატების იაფ ქართულ ანალოგებს. ეს შეკითხვა მოგვდის როგორც ზოგადი ფორმულირებით, ასევე კონკრეტულ პრეპარატებთან მიმართებაში
ბ) 57 შეკითხვა ეხება კონკრეტული პრეპარატების თავსებადობას
გ) 154 შეკითხვა ეხება ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენებას ორსულობისა და ლაქტაციის დროს
დ) დანარჩენი შეკითხვები არაკორექტულადაა დასმული

ყველა ამ შეკითხვას პასუხი გაეცემა საიტზე პრეპარატების ბლოკის დადების შემდეგ. ჩვენ არ გვინდა დავეყრდნოთ მხოლოდ ფირმების მიერ მოწოდებულ მიზნობრივ მასალებს და თითოეული პრეპარატის შესახებ ვაგროვებთ უცხოურ, შედარებით ობიექტურ მასალებს.

რაც შეეხება კითხვას – ვენდოთ თუ არა ქართულ პრეპარატებს? – ჩვენთვის უცნობია რაიმე თეორიული, სამეცნიერო ან ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი იმისათვის, რომ არ ვენდოთ.

შეკითხვა, როგორც ჩანს იბადება ფასების სხვაობის გამო. ფასთა სხვაობა ბუნებრივია, რადგან ადგილზე წარმოება იაფი ჯდება. ქართული პრეპარატები უცხოეთში ისევე ძვირი ღირს, როგორც უცხოური აქ.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს საიტზე განთავსებულია ორი სტატია:
ა) ბრენდები და ჯენერიკები, პრეპარატთა სახელდება
ბ) ფარმაცევტული ინფრაქტრუქტურა და კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე
ისინი წარმოადგენენ ლალი დათეშიძის წიგნის “ფარმაცია” პარაგრაფებს. წიგნი მომზადებულია 2002 წელს და შეიძლება პოზიცია ოდნავ მოძველებული იყოს. მზადდება სხვა ავტორთა სტატიები ამ საკითხზე

გაფრთხილება!