ნების ძვალთა სახსრები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ნების ძვალთა სახსრები Articulationes intermetacarpeae;  Intermetacarpal articulations

ნების ძვალთა სახსრები – articulationes intermetacarpeae, – იქმნება ნების II-V ძვლების ფუძეების გვერდითი ბრტყელი ზედაპირების შენაწევრებით. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ფიქსირებულია სასახსრე ზედაპირების კიდეებზე. პროქსიმალურ ნაწილში სასახსრე ღრუები უკავშირდებიან მაჯა – ნების სახსრებს.

ნების ძვალთა სახსრების იოგები იყოფა ორ ჯგუფად; პირველი ჯგუფის იოგები მდებარეობენ სახსრების პალმარულ და დორსალურ ზედაპირებზე და ესენია:
ნების დორსალური იოგები – Ligg. metacarpea dorsalia (4) და ნების პალმარული იოგები – Ligg. metacarpea palmaria (3). ეს იოგები გაჭიმულია ნების ძვლების ფუძეთა შორის, დორსალურ და პალმარულ ზედაპირებზე.

ნების ძვალთა სახსრები

მეორე ჯგუფის იოგები მდებარეობენ ნების ძვლების ფუძეებს შორის და მათ ნების ძვალთაშუა იოგები – Ligg. metacarpea interossea ეწოდება. ნების ძვალთა სახსრები მიეკუთვნება ბრტყელ, ნაკლებ მოძრავ სახსართა ჯგუფს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.