ვორდპრესის განახლება

ვორდპრესის ახალი ვერსიის გამოსვლისას, ადმინ-პანელში, ზედა შავ ზოლში გამოჩნდება შეტყობინება საჭირო განახლების შესახებ.
განახლებების გვერდზე შედიხართ აქედან:

 

ამ გვერდზე დაგხვდებათ ინფორმაცია ვორდპრესის ვერსიის განახლების შესახებ – არის თუ არა ის ბოლო ვერსიის, თუ არა, მანდვე გთავაზობენ განახლებას ღილაკზე დაჭერით. თუმცა მანამდე, უსაფრთხოებისათვის,  აუცილებელია საიტის დუბლის აღება.

ამავე გვერდზე, ქვევით არის ინფორმაციები შაბლონებისა და პლაგინების განახლებების შესახებ, და შეგიძლიათ აქედანვე განაახლოთ ისინი.