პლაგინების ინსტალაცია, განახლება, აქტივაცია, დეაქტივაცია

ახალი პლაგინის დაყენება:

საიტის ადმინში შევალთ და მარცხნივ დავაკლიკებთ პლაგინები და ღილაკზე ახლის დამატება

პლაგინების ძებნაში ჩავწერთ საჭირო პლაგინის დასახელებას.

მოვძებნით სასურველ პლაგინს.

აქვე გამოდის წარწერა, რამდენად თავსებადია ეს პლაგინი თქვენს ვორდ პრესის ვერსიასთან. თუ არაა თავსებადი, სასურველი არაა მისი აქტივაცია, თუკი თავსებადია და ვაკლიკებთ ინსტალაციაზე.

პლაგინის დაინსტალირება, თუმცა ჯერ აქტიური არაა. 


პლაგინების გააქტიურება:

ახალი პლაგინის ინსტალაციის შემდეგ  მარცხნივ დავაკლიკებთ პლაგინები.

პლაგინი გადაგვყავს აქტივაციის რეჟიმში.

პლაგინის გააქტიურების ყოველ შემდეგ, ვამოწმებთ საიტს  – ნორმალურად იხსნება თუ არა. თუკი რომელიმე პლაგინის გააქტიურების შემდეგ საიტი აღარ იხსნება, ამ პლაგინს ვშლით.


პლაგინის გამორთვა/დეაქტივაცია

თუკი გვინდა რაღაცა მიზეზის გამო პლაგინის დროებით გამორთვა, შევდივართ ისევ ,,პლაგინებში” და ვაკლიკებთ ,,გამორთვაზე“. თუ საერთოდ აღარ გვინდა ეს პლაგინი, ვაკლიკებთ ,,წაშლა” – ზე.


პლაგინების ვერსიის განახლება

მარცხნივ შავ ზოლში გახსენით ,,პლაგინები

თუკი რომელიმე პლაგინი გასაახლებელია, აქვს ასეთი წარწერა და ვაჭერთ მასზე.

..