ანტიქოლესტერინემიული საშუალებები

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანტიქოლესტერინემიული საშუალებები (ბარძ. anti-წინააღმდეგ + ქოლესტერინი + ბერძ. haima სისხლი) – ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ანტიქოლესტერინემიულ საშუალებებს მიეკუთვნებიან ბუნებრივი და სინთეზური ნაერთები. მოქმედების მექანიზმის მიხედვით ისინი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად: 1) ნივთიერებები, რომლებიც ამუხრუჭებენ კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან ქოლესტერინის შეწოვას – ბეტა–სიტოსტერინი, დიოსპონინი, ოლესტირამინი; 2) ნივთიერებები, რომლებიც ამუხრუჭებენ ქოლესტერინის ბიოსინთეზს – ძმარმჟავას ზიგიერთი წარმოებული (ცეტამიფენი) და სხვა ქიმიური ნაერთები (მაგალითად, ტრიპარანოლი); 3) ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ლიპიდების დაშლას და მათი ორგანიზმიდან გამოყოფას – ლინეტოლი, არაქიდენი და სხვა უჯერი ცხიმოვანი მჟავეები, d-თიროქსინი, ჰეპარინი. ჰიპოქელესტერინემიულ ეფექტს, აგრეთვე, იწვევს ნიკოტინმჟავა. მისი ზეგავლენით სისხლში ქვეითდება ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის, ათეროგენული თვისებების მქონე β– და პრე–β–ლიპოპროტეიდების შემცველობა. როგირც ჩანს, მისი მოქმედების მექანიზმში ძირითადია არაესტერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციის დამუხრუჭება და, როგორც შედეგი, ტრიგლიცერიდების და ლიპოპროტეიდების წარმოქმნის დათგუნვა ღვიძლში. ზომიერი ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი გააჩნიათ ლიპოტროპულ ნივთიერებებს – ლეციტინს, ქოლინს და მეთიონინს; აღნიშნული ნივთიერებების მოქმედება, ძირითადად, ვლინდება ორგანიზმში ფოსფოლიპიდების უკმარისობის დროს. ზოგიერთი ანტიქოლესტერინემიული საშუალება მოქმედებს ლიპიდური ცვლის სხვადასხვა რგოლებზე, მაგალითად, კლოფიბრატი (მისკლერონი, ატრომიდი C) აძლიერებს ქოლესტერინის ჟანგვას ღვიძლის მიტოქონდრიებით [კრიჩევსკი (D. Krichevsky) და თანაავ.], აბლოკირებს პრე–β–ლიპოპროტეიდების წარმოქმნას ღვიძლში და ამუხრუჭებს ქოლესტერინის ბიოსინთეზს ღვიძლში. ანტიქოლესტერინემიული საშუალებების ეფექტურობა დაკავშირებულია ჰიპერქოლესტერინემიის ხარისხთან და ჰიპერლიპოპროტეინემიის ტიპთან (იხ. ცხრილი ტ. 2, გვ. 52). ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ ათეროსკლეროზი აღინიშნება ლიპოპროტეინემიის განსაზღვრული ტიპების დროს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის შერჩევისას.
ანტიქოლესტერინემიული საშუალებები იწვევენ დროებით ჰიპოქოლესტერინემიულ ეფექტს; პრეპარატის მოხსნის შემდეგ სისხლში ქოლესტერინის დონე თანდათანობით უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ანტიქოლესტერინემიული საშუალება გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში – რამდენიმე თვის მანძილზე ან 2–3–ჯერ წელიწადში მკურნალობის 1–2 თვიანი კურსების სახით. ანტიქოლესტერინემიული საშუალებების გამოყენება ხდება დიეტოთერაპიის ფონზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.