ანტიბიოტიკები (II)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

დასაწყისი იხ. >>>

ბაქტერიების სახეები

ბაქტერიათა უმრავლესობა ერთი უჯრედისაგან შედგება; თითოეულ მათგანს გააჩნია დამცავი გარსი. მათი კლასიფიკაცია და ამოცნობა უჯრედის გარსის თვისებების საშუალებით ხდება. ჩვეულებრივ, ეს ხდება ჰ. გრამის მიერ 1884 წელს შემუშავებული შეღებვის მეთოდის გამოყენებით. გრამ-დადებითი ბაქტერიები ადვილად იღებებიან, ხოლო გრამ-უარყოფითები კი არა. ბაქტერიების კლასიფიკაცია შესაძლებელია აგრეთვე მათი ფორმის მიხედვით.კოკები – მრგვალია, ბაცილებს ჩხირისებრი მოყვანილობა აქვთ, ხოლო სპიროქეტებს – სპირალის. თუ კოკები განლაგებული სწორ ხაზზე, მაშინ მათ სტრეპტოკოკებს უწოდებენ, ხოლო თუ ისინი მტევნების სახითაა – სტაფილოკოკებს. დიპლოკოკები გვხვდებიან დაწყვილებული სახით.
სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ბაქტერიები ყოფენ ისეთებად, რომელთაც ჰაერში სუფთა ჟანგბადის არსებობა სჭირდებათ და მათ აერობულს უწოდებენ, ხოლო რომლებიც არ საჭიროებენ – ანაერობულს. ანაერობული და აერობული ბაქტერიები მრავალ ინფექციაში საერთო როლს თამაშობენ. როგორც ანაერობული, ისე აერობული ბაქტერიები შესაძლოა იყვნენ როგორც გრამ-დადებითი, ისე გრამ-უარყოფითი. ანაერობული ბაქტერიები განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან  თავსა და კისერში, ზემო სასუნთქ გზებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა განყოფილებაში, სასქესო ორგანოებსა და ხანდახან – კანსა და რბილ ქსოვილებში.  ინფექციებში მათი როლი ყოველთვის არ არის აღიარებული, და ხშირად ეს გამოწვეულია დიაგნოზის დასმის სირთულეში, რადგანაც საჭიროა ნიმუშების შეგროვება და გადატანა „უჰაერო“ კონტეინერებით, აერობული ბაქტერიებით მათი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. უკანასკნელ წლებში პრაქტიკაში მიღებულ ზოგიერთ „ფართო სპექტრის“ ანტიბიოტიკს, პათოგენური ანაერობული ბაქტერიების მიმართ ძალზე დაბალი აქტიობა გააჩნია; ამის გათვალისწინება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც, ასეთი საშუალებები შემოთავაზებულია მონოთერაპიის ფორმით შერეული ინფექციების დროს.
ზოგიერთი ბაქტერია, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში ბინადრობენ, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ვიტამინების სინთეზს ახდენს. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების განურჩეველმა გამოყენებამ, შესაძლოა, რომ გაანადგუროს ეს სასარგებლო ბაქტერიები.


ლიტერატურა: Styrt, B. and Grobach, S.L., «Recent developments in the understanding of the pathogenesis adn treatment of anaerobic infections», parts one and two, New England Jornal of Medicine, Vol 321, No 4, 27 Jul 1989, pp240-6 and Vol 321, No 5, 3 Aug 1989, pp298-302.

გაიზარდა ბაქტერიების მდგრადობა ისეთი ანტიბიოტიკების მიმართაც, რომლებიც სტანდარტულად გამოიყენებიან დიზენტერიის სამკურნალოდ. საერთო ჯამში, სხვადასხვა ქვეყნებში აღმოჩენილი შიგელების შტამების უმრავლესობა, დღეისათვის რეზისტენტულია ტეტრაციკლინისა და სულფანილამიდების მიმართ. არის ცნობები ამპიცილინისა და კოტრიმოქსაზოლის მიმართ მდგრადობის ზრდაზე აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში; ასევე მოდის ინფორმაციები ნალიდიქსის მჟავის მიმართ გარკვეული მდგრადობის ზრდაზეც. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც ფართოდ იყენებს ნალიდიქსის მჟავას, ფართომასშტაბიანი მდგრადობა მალე იქნება აღრიცხული [21].
განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების ჯანმრთელობისათვის ბაქტერიების რეზისტენტობა სტანდარტული ანტიბიოტიკების მიმართ. ბავშვებში ინვაზიური დაავადებების 90%-ზე მეტს b ტიპის H. influenzae-თი გამოწვეული ინფექციები შეადგენენ. მათ რიცხვში შედის მენინგიტი და პნევმონია [22]. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში მენინგიტი ასოცირდება სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან – ზოგ ადგილას 70%-ეც კი [23].
Staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი – მთარგმნ. შენ.) წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს საავადმყოფოებისათვის, სადაც მას შეუძლია დაასნებოვნოს და მოკლას ის ქირურგიული ავადმყოფები, რომელთაც კანის ან ორგანოების გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდათ; მას შეუძლია აგრეთვე პნევმონიის, მენინგიტის, სეპტიცემიისა და სერიოზული ინფექციების გამოწვევა – ისეთების, როგორიცაა ფურუნკულოზი და აბსცესები. ეს მიკროორგანიზმი აღწერილია, როგორც „ადამიანის ადამიანის ყველაზე პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელსაც შეგუებადობის უნარი ძალზე მაღალი აქვს“ [24], რამდენადაც, მას შეუძლია მდგრადობის გამომუშავება ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ. ერთ-ერთ გამოკვლევაში, 21 ქვეყნიდან აღებული მეთიცილინისადმი მდგრადი S. aureus-ის 106 შტამიდან აღმოჩნდა, რომ მათი 90%-ზე მეტს გააჩნდა მდგრადობა ასევე გენტამიცინის, ტობრამიცინის, ნეთილმიცინის, ამიკაცინის, სტრეპტომიცინისა და ერითრომიცინის მიმართ. ხინოლონისა და ციპროფლოქსაცინის მიმართ მდგრადობა აღმოაჩნდა 17%-ს. ეს შედეგები შეფასდა, როგორც „ძალზე დამაფიქრებელი“, რადგანაც ანტიბიოტიკს გააჩნდა ახალი სტრუქტურა და სულ ახლახან იყი მიღებული კლინიკურ პრაქტიკაში [25].
ერთი ექსპერტს მიაჩნია, რომ ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების მდგრადობა წამოადგენს „დიდ დაბრკოლებას ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რასაც მოსდევა არა მხოლოდ წარუმატებლობები თერაპიაში, არამედ ხარჯების ზრდაც“ [26]. გამოიანგარიშეს, რომ აშშ-ში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას მივყავართ ყოველწლიურად დანახარჯების 100 მილიონ დოლარზე მეტად ზრდასთან [27]. მაგრამ არსებობს სხვა დანაკარგებიც – ადამიანურ გამოხატულებაში. რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს ხშირად  თან სდევს უფრო მძიმედ მიმდინარე დაავადებები, ხშირი და უფრო ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და უფრო მაღალი სიკვდილიანობა.
ფარმაცევტული წარმოებას ნამდვილად ვერ იტყვის, რომ არ ესმის რეზისტენტობის პრობლემა ჟურნალმა Scrip-მა, რომელიც ბეჭდავს ფარმაცევტული წარმოების სიახლეებს, . მხოლოდ 1998 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა 8 სტატია ანტიბიოტიკებისადმი მიმართ მდგრადობის შესახებ [29].  სამედიცინო ჟურნალებში  ანტიბიოტიკების შესახებ სტატიების უმეტესობა სწორედ მდგრადობის საკითხს ეხება. ზოგიერთი შედეგი მოცემული და განზოგადებულია 10.1 ცხრილში.

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მაგალითები

ანტიბიოტიკი

ბაქტერია

რეზისტენტობის

%

გამოკვლევის

წელი

გამოკვლევის

ადგილი

ამიკაცინი

Ps.aeruginosa

12

1990

იტალია [20]

ამინოგლიკოზიდები

Ps.aeruginosa

0,5

არ არის

შვედეთი[2]

ამინოგლიკოზიდები

Ps.aeruginosa

60

არ არის

საფრანგეთი [2]

ამოქსაცილინი

E.coli

60

1985-7

ჰონკონგი [22]

ამოქსაცილინი

H.influenzae

24

1987-9

ატლანტა, აშშ [13]

ამპიცილინი

H.influenzae

12-18

არ არის

დიდი ბრიტანეთი [9]

ამპიცილინი

H.influenzae

20-40

არ არის

აშშ [10]

ამპიცილინი

H.influenzae

24

1987-9

ატლანტა, აშშ [13]

ამპიცილინი

H.influenzae

31

1990

ესპანეთი[15]

ამპიცილინი

H.influenzae

12-27

1990

ბელგია [15]

ამპიცილინი

H.influenzae

11-13

1990

საფრანგეთი

[15]

ამპიცილინი

H.influenzae

6

1990

შვეიცარია [15]

ამპიცილინი

Shigella

96

1987

სუდანი[6]

ამპიცილინი

Shigella

43

1988

თურქეთი[7]

ამპიცილინი

Shigella

33-100

1988

ნიგერია [21]

ამპიცილინი

E.coli

60

1985-7

ჰონკონგი[22]

ქლორამფენიკოლი

Shigella

72

1987

სუდანი[6]

ქლორამფენიკოლი

Shigella

37

1988

თურქეთი[7]

ქლორამფენიკოლი

Shigella

25-100

1988

ნიგერია [21]

ქლორამფენიკოლი

S.pneumoniae

39

1986-9

პაკისტანი[8]

ქლორამფენიკოლი

typhoid

83

1989

ინდოეთი [1]

ციპროფლოქსაცინი

S.aureus

91

1990

ატლანტა, აშშ [12]

კოამქსიკლავი

E.coli

20

1985-7

ჰონკონგი[22]

კოტრიკომოქსაზოლი

H.influenzae

12

1987-9

 ბოსტონი, აშშ [17]

კოტრიკომოქსაზოლი

Shigella

53

1988

თურქეთო[7]

კოტრიკომოქსაზოლი

Shigella

50-100

1988

ნიგერია [21]

კოტრიკომოქსაზოლი

S.pneumoniae

31

1986-9

პაკისტანი[8]

კოტრიკომოქსაზოლი

E.coli

32-35

1983-4

ფინეთი [23]

ერითრიმიცინი

enterococci

90

1990

ბოსტონი, აშშ 24]

გენტამიცინი

enterococci

13-55

1990

აშშ [16]

გენტამიცინი

Ps.aeruginosa

31

1990

იტალია [20]

ნალიდიქსის მჟავა

Shigella

23

1988

თურქეთი7]

ნალიდიქსის მჟავა

Shigella

85

1987

ბანგლადეში[19]

ნეთილმიცინი

Ps.aeruginosa

13

1990

იტალია [20]

პეფლოქსაცინი

S.aureus

6

1985

საფრანგეთი [11]

პენიცილინი

N.gonorrhoeae

14

1988

ჰოლანდია [5]

პენიცილინი

N.gonorrhoeae

20

1986

ამსტერდამი[5]

პენიცილინი

N.gonorrhoeae

20-30

არ არის

ნიუ იორკი, აშშ [4]

პენიცილინი

N.gonorrhoeae

17

1989

აშშ [14]

პენიცილინი

S.pneumoniae

40

1988

ესპანეთი [8]

პენიცილინი და ცეფალოსპორინები

N.gonorrhoeae

30-40

არ არის

აზია [3]
პენიცილინი და ცეფალოსპორინები

N.gonorrhoeae

25-50

არ არის

აფრიკა [3]

სტრეპტომიცინი

Shigella

80

1988

თურქეთი[7]

სტრეპტომიცინი

Shigella

84

1987

სუდანი[6]

სტრეპტომიცინი

Shigella

50-100

1988

ნიგერია [21]

სულფანილამიდები

Shigella

90

1987

სუდანი[6]

ტეტრაციკლინი

N.gonorrhoeae

17

1989

აშშ [14]

ტეტრაციკლინი

Shigella

92

1987

სუდანი[6]

ტეტრაციკლინი

Shigella

40

1988

თურქეთი[7]

თობრამიცინი

Ps.aeruginosa

11

1990

იტალია [20]

ტრიმეტოპრიმი

Shigella

77

1987

სუდანი[6]

ტრიმეტოპრიმი

E.coli

34-40

1983-4

ფინეთი [23]

ლიტერატურა

1.        Anon., “Who is responsible for these unnecessary typhoid deaths?”, ACASH News, Dec 1990, p1.
2.        Anon., “WHO/ATH on the misuse of antibiotics”, Scrip, 1272/3, 8/13 Jan 1988, p26; O’Neill, P. and Mclntosh, S., “Bacteria resistant to antibiotics spred concern”, New Scientist, 27 Aug 1987, p16.
3.        O’Brien, T.F., et al, “Resistance of bacteria ю antibacterial agents: report of Task Force 2”, Reviews of Infectious Diseases, Vol 9 (Suppl. 3), May-Jun 1987, ppS244-60.
4.        Neu, I-I.C. “Antimicrobial agents: the old and the new”, American Journal of Infection Control, Vol 17, No 5, Oct 1989, pp276-85.
5.        van Klingercn, В., Dessens-Kroon, M., Verheuvel, M., “Increased tetracycline resistance in gonococci in The Netherlands”, Lancet, 25 Nov 1989, p1278.
6.        Shears, P., “The Khanoum floods and diarrhoeal diseases”, Lancet, 27 Aug 1988, p517.
7.        Ceyhan, M., Oilmen, U., Korten, V., et al, “Shigella diarrhoea and treatment”, Lancet, 1 July 1988, pp45-6.
8.        Mastro, T.D., Ghafoor, A., et al, “Antimicrobial resistance of pneumococci in children with acute lower respiratory tract infection in Pakistan”, Lancet, 19 Jan 1991, Vol 337, No 8734, pp156-9.
9.        Chapman, S.T. and Walsh, Т.Н., “Which Antibiotic for Surgical Nosocomial Infection?” British Journal of Clinical Practice, Vol 45, No 2, Summer 1991, pp141-4.
10.     Vallejo, J,G., Kaplan, S.L. and Mason, E.G., Treatment of meningitis and other infections due to ampicillin-resistant Haemophilns influenzae type b in children”, Reviews of Infectious Diseases, Vol 13. Mar-Apr 1991, pp197-200.
11.     Aboukasm, A.G., Buu-Hoi, A.Y., et al, “Epidemiological sludy of Siaphylococcus aureus resistance to new quinolones in a university hospital”, Journal of Hospital Infection, Vol 17, 1991, pp25-33.
12.     Blumberg, H.M., Carroll, DJ. and Wachsmuth, I.K., “Rapid development of ciprofloxacin resistance in methicillin-susceptible and resistant Staphylococcus aureus”, Journal of Infectious Diseases, Vol 163, Jun 1991, pp 12 79-85.
13.     Jacobs Jr., N.F. and Jerris, R.C., “Haemophilus influenzae resistance in a community hospital”, Southern Medical Journal, Vol 84, No 6, Jun 1991, pp730-2.
14.     Handsfield, H.H., McCormack, W.M., et al, “A comparison of single-dose cefixime with ceftriaxone as treatment for uncomplicated gonorrhea”, New England Journal of Medicine, Vol 325, No 19, 7 Nov 1991, pp1337-41.
15.     Cullmann, W. and Then, R.L., “Cefetamet: its in vitro activity and interaction with beta-laciamases and penicillin-binding proteins”, Drug Investigation, Vot 3, No 5, 1991, pp299-307.
16.     Boulangcr, J.M., Ford-Jones, E.L. and Matlow, A.G., “Enterococcal bacteremia in a pediatric institution: a four-year review”, Reviews of Infections Diseases, Vol 13, Sep-Oct 1991, pp847-56.
17.     Pelton, S.I., Teele, D.W., et al, “Trimethoprim/sulfamethoxazole-resistant nontypable Haemophilus influenzae”, Pedialric Infectious Disease Journal, Vol 10, No 11, Nov 1991, pp873-4.
18.     Munoz, R., Coffey, T.J., et al, “Intercontinental spread of a multiresistant clone of serotype 23F Streptococcus pneumoniae”, Journal of Infectious Disease, Vol 164, Aug 1991, pp302-6.
19.     Munshi, M.H., Haider, K., et al, “Plasmid-mediated resistance to nalidixic acid in Shigella dysenteriae type 1”, Lancet, 21 Aug 1987, pp419-21.
20.     Toscano, M.A., Minneci, M., et al, “New epidemiological data on resistance to nelilmicm and other aminoglycosides”, Journal of Chemotherapy, Vol 3, No 6, 1991, pp352-6.
21.     Eko, P.O. and Utsalo, S.J., “Antimicrobial resistance trends of shigellae isolates from Calabar, Nigeria”, Journal of Tropical Medicine and Hygiene, Vol 94, 1991, pp407-10.
22.     French, G. and Ling, Т., “Amoxycillin/clavulanic acid resistant Escherichia coli”, Lancet, 26 Mar 1988, p704.
23.     Huovinen, P., Pulkkinen, L., et al, “Emergence of tri met hop rim resistance in relation то drug consumption in a Finnish hospital from 1971 through 1984”, Antimicrobial Agents and Chemotherapy, Vol 29, No 1, Jan 1986, pp73-6.
24.     Moellering, R.C., “Introduction: Revolutionary changes in the macrolide and azalide antibiotics”, American Journal of Medicine, Vol 91 (Suppl. ЗА), 32 Sep 1991, p3A-2S.


ანტიბიოტიკების სათანადო და არასათანადო გამოყენება განვითარებულ წარმოების მქონე ქვეყნებში

ანტიბიოტიკების მოხმარება ფართოდ არის გავრცელებული განვითარებული წარმოების მქონე ქვეყნებში.
მრავალი მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიმიკრობული საშუალებები ხშირად არასათანადოდ და არადანიშნულებისამებრ გამოიყენება [36].
ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება ასევე ზრდის გვერდითი მოვლენების საფრთხეს. ისინი, შესაძლოა, იყვნენ სპეციფიურები (მაგალითად, ხლორამფენიკოლს შეუძლია ძვლის ტვინის დაზიანება, ნეომიცინს – თირკმელებისა), ან გამოწვეულ იქნან მაღალი მგრძნობელობითა ან ალერგიული რეაქციებით. უფრო მეტიც, ადამიანის ორგანიზმში ანტიბიოტიკებით მიკროორგანიზმების ბალანსის დარღვევას, შესაძლოა მოყვეს სუპერინფექცია ან საფუარის უჯრედების, სოკოებისა და ბაქტერიების უსაზღვრო ზრდა. ჩვეულებრივ, ეს სიტუაციები არ არის მძიმე, მაგრამ შესაძლოა, რომ სერიოზულში ან სასიკვდილოში გადაიზარდონ.  მათი მკურნალობა რთულია, და უფრო ხშირად ეს ხდება ანტიბიოტიკების მოქმედების შემდეგ (რომლებიც ეფექტურნი არიან მრავალრიცხოვანი ბაქტერიების წინააღმდეგ), სამ წლამდე ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში [49]. ანტიბიოტიკების კლასების უმეტესობას შეუძლია გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონიოს მამაკაცის სპერმის განაყოფიერების უნარზე [50].

უზარმაზარი ბაზარი

ფარმაცევტული ფირმების ძალისხმევა, რომელიც მიმართულია   ანტიბიოტიკების ამ უზარმაზარი მსოფლიო ბაზრის დიდი ნაწილის დასაპყრობად, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ამ წამლების არასწორ გამოყენებაში.
„რადგანაც ფარმაცევტული მრეწველობა მოგებაზეა ორიენტირებული, ის ცდილობს ანტიბიოტიკების გაყიდვის გაზრდას. ამის მიღწევა შესაძლებელია ან მოცულობის გაზრდით (რასაც მივყავართ არასაჭირო დანიშნულებამდე), ან კიდევ წარმოებაში ძვირადღირებული ანტიბიოტიკების წილის გაზრდით, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენენ ასარჩევ წამლებს. ამიტომაც, საეჭვოა, რომ მოცემულ კონტექსტში შესაძლებელი იყპს ოპტიმალური დანიშნულების მიღწევა“ [74].

გაგრძლება იხ. >>>