ხერხემლის სვეტი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტი   Columna vertebralis   Vertebral column

მოზრდილი ადამიანის ხერხემლის სვეტი – columna vertebralis შედგება 33 – 34 მალისაგან.

ხერხემლის სვეტი იყოფა შემდეგ ნაწილებად:
ხერხემალიკისრის ნაწილი – pars cervicalis
გულმკერდის ნაწილი – pars thoracica
წელის ნაწილი – pars lumbalis
გავის ნაწილი – sacrales
კუდუსუნის ნაწილი – pars coccygea
.
შესაბამისად, მალებს ყოფენ 5 ჯგუფად:
კისრის მალები – vertebrae cervicales (7)
გულმკერდის მალები – vertebrae thoracicae (12)
წელის მალები – vertebrae lumbales (5)
გავის მალები – vertebrae sacrales (5)
კუდუსუნის მალები – vertebrae coccygeae (4 ან 5)
.
ხერხემლის სვეტის ნაწილები საგიტალურ სიბრტყეში ქმნიან ოთხ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – კისრის, გულმკერდის, წელისა და გავის.
ფიზიოლოგიური ნადრეკს, რომელიც რკალით უკანაა მიმართული ფიზიოლოგიური კიფოზი – kyphosis ეწოდება, ხოლო რკალით წინ მიმართულ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – ფიზიოლოგიური ლორდოზი – lordosis.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მალებს ყოფენ ნამდვილ და ცრუ მალებად;
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კისრის, გულმკერდისა და წელის მალები, ხოლო მეორე ჯგუფს შეადგენს გავის მალები, რომლებიც შეზრდილნი არიან და ქმნიან გავის ძვალს – os sacrum, და კუდუსუნის მალები, რომლებიც ქმნიან კუდუსუნის ძვალს – os coccygis.

ხერხემლის სვეტი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება