ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტის შეერთებანი Articulationes vertebrales
ცალკეული მალები სხვადასხვა ტიპის შეერთებებით უკავშირდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ხერხემლის სვეტს – columna vertebralis. ეს შეერთებებია:
- მალთაშუა დისკოები – disci intervertebrales, – ერთმანეთთან აერთებს მალების სხეულებს;
- რკალმორჩების შეერთებანი – juncturae zygapophyseales, – აერთებს თითოეული მალის ქვემო სასახსრე მორჩს მომდევნო მალის ზემო სასახსრე მორჩთან;
- ხერხემლის იოგები – ligg. columnae vertebralis, რომლებიც გადაჭიმულია მალების სხეულებს, რკალებსა და მორჩებს შორის;
- გავა – კუდუსუნის შეერთება – junctura sacrococcygea;
სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.