ქალა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალა   Cranium   Skull

თავის ჩონჩხს წარმოადგენს ქალა – cranium, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: ტვინის ქალად – cranium cerebrale და სახის ქალად – cranium viscerale.

თავის ქალა
ტვინის ქალას შეადგენენ ტვინის ქალას ძვლები – ossa cranii, ხოლო ქალას სახის ნაწილს – სახის ქალას ძვლები – ossa faciei. ტვინის ქალა შეიცავს თავის ტვინს და დიდი ხვრელით – foramen magnum ერთვის ხერხემლის არხს.  სახის ქალა შეიცავს საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ ორგანოთა სისტემების დასაწყის ნაწილებსა და გრძნობის ორგანოებს. ქალას ძვლები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნაკერებით – suturae, და ხრტილოვანი შეერთებებით – synchondroses; გამონაკლისს წარმოადგენს საფეთქლის ძვალი.

თავის ქალა

ტვინის ქალას ძვლებია:

კეფის ძვალი – os occipitale
სოლისებრი ძვალი – os sphenoidale
შუბლის ძვალი, – os frontale
ცხავის ძვალი – os ethmoidale
საფეთქლის ძვალი – os temporale
თხემის ძვალი – os parietale
ცრემლის ძვალი – os lacrimale

სახის ქალას (ossa faciei) ძვლებია:

ზედა ყბა – maxilla
სასის ძვალი – os palatinum
ცხვირის ძვალი – os nasale
ყვრიმალის ძვალი – os zygomaticum
ქვედა ყბა – mandibula
ცხვირის ქვემო ნიჟარა – concha nasalis inferior
სახნისი – vomer
ენისქვეშა (ინის) ძვალი – os hyoideum


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.