ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები Articulationes interphalangeae pedis; Interphalangeal [digital] joints
ტერფის ფალანგთაშუა სახსრები – articulationes interphalangeae pedis, – ერთმანეთთან აკავშირებენ ტერფის პროქსიმალურ ფალაგების თავებს შუა ფალანგების ფუძეებთან და შუა ფალაგების თავებს – დისტალური ფალანგების ფუძეებთან. სახსრები ერთღერძიანია და მიეკუთვნებიან ჭაღისებრ სახსრებს.
სასახსრე ჩანთები – capsulae articulares, თხელია და მათი გვერდითი ნაწილები გამაგრებულია გვერდითი იოგებით – ligg. collateralia, ტერფძირის მხრიდან კი – პლანტარული იოგებით – ligg. plantaria.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება