ადამიანის ნორმალური ანატომია. მხარ – თავის ღერო Truncus brachiocephalicus Brachiocephalic trunk
ლალი დათეშიძე
მხარ – თავის ღერო – truncus brachiocephalicus, გამოდის აორტის რკალის საწყისი ნაწილიდან. იგი წარმოადგენს მსხვილ, კუნთოვან – ელასტიკური ტიპის სისხლძარღვს, სიგრძით 4 სმ-მდე; მიემართება ზემოთ და მარჯვნივ და მარჯვენა მკერდ – ლავიწის სახსრის დონეზე იყოფა ორ ტოტად: მარჯვენა საერთო საძილე არტერიად – a. carotis communis dextra, და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიად – a. subclavia dextra.
მხარ – თავის ღეროდან გამომავალი ტოტები – მარჯვენა საერთო საძილე არტერია და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია, აორტიდან გამომავალი დანარჩენი ტოტების – მარცხენა საერთო საძილე არტერიისა და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის ანალოგიური სისხლძარღვებია, და შესაბამისად მათი შემდგომი დატოტიანებაც სიმეტრიულია.
ზოგჯერ მხარ – თავის ღეროდან გამოდის ფარისებრი ყველაზე ქვემო არტერია – a. thyroidea ima.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.