ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის თეთრი ხაზი Linea alba (Sergent’s) white [Hunter’s] line
მუცლის თეთრი ხაზი – linea alba წარმოადგენს მუცლის სამი გვერდითი კუნთის მყესოვანი ფირფიტების გადაწნულ მკვრივ ზონარს, რომელიც მიემართება მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩიდან – Processus xiphoideus ბოქვენის სიმფიზამდე – Symphysis pubica.
მუცლის თეთრი ხაზის სიგანე მუცლის კედლის ზემო ნაწილში 1 – 2 სმ-მდეა, ქვემოთ იგი ვიწროვდება და მსხვილდება, ვინაიდან ამ ადგილზე მას შიგნიდან ამაგრებს გრძივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი – თეთრი ხაზის საყრდენი – adminiculum lineae albae. ზემო ნაწილში, იქ, სადაც თეთრი ხაზი შედარებით თხელი და განიერია, გადაწნულ აპონევროზთა შორის რჩება მეტ – ნაკლებად გამოხატული ნაპრალები, რომლებიც ხშირად წარმადგენენ თიაქრის განვითარების ადგილს. თეთრი ხაზის დაახლოებით შუა ნაწილში მდებარეობს ჭიპის რგოლი – anulus umbilicalis, რომელშიც ჩანასახის განვითარების პერიოდში გადის ჭიპლარის სისხლძარღვები.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.