ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მტევნის ფალანგთაშუა სახსრები Articulationes interphalangeae manus; Interphalangeal [digital] joints
მტევნის ფალანგთაშუა სახსრები – articulationes interphalangeae manus, – ერთმანეთთან აკავშირებენ პროქსიმალური ფალანგების თავებს და შუა ფალანგების ფუძეებთან და შუა ფალანგების თავებს დისტალური ფალანგების ფუძეებთან. თითოეული ფალანგის თავის სასახსრე ზედაპირს აქვს ჭაღისებრი ფორმა და წამმართველი ღარი, ფალანგის ფუძის სასახსრე ზედაპირზე კი – წამართველი ქედი.
მტევნის ფალანგთაშუა სახსრების იოგოვანი აპარატი წარმოდგენილია ხელგულის იოგებით – ligg. palmaria, რომლებიც ჭაღების სასახსრე ზედაპირებიდან მიემართებიან ფალანგების ფუძეთა გვერდით ზედაპირებისაკენ და მათ გვერდითი იოგები – ligg. collateralia ეწოდებათ; ნაწილი კი მიემართება პალმარული ზედაპირებისაკენ.
პირველ თითს (ცერს) აქვს ერთი ფალანგთაშუა სახსარი; II-V თითების ფალანგთაშუა სახსრები მდებარეობენ პროქსიმალურსა და შუა ფალანგებს შორის და მათ პროქსიმალური ფალანგთაშუა სახსრები ეწოდებათ, შუა და დისტალურ ფალაგებს შორის არსებულ სახსრებს – დისტალური ფალანგთაშუა სახსრები. ფალანგთაშუა სახსრები მიეკუთვნებიან ჭაღისებრ სახსრებს – ginglymus.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება