ლავიწქვეშა არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. ლავიწქვეშა არტერია Arteria subclavia Subclavian [subclavicular] artery

ლალი დათეშიძე

ლავიწქვეშა არტერია – a. subclavia, წყვილი სისხლძარღვია; იწყება წინა შუასაყარში: მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია  – მხარ – თავის ღეროდან – truncus brachiocephalicus; მარცხენა ლავიწქვეშა არტერია – აორტის რკალიდან – arcus aortae. მარცხენა ლავიწქვეშა არტერია მარჯვენაზე უფრო გრძელია: მისი მკერდშიგა ნაწილი მოთავსებულია მარცხენა მხარ – თავის ვენის – v. brachiocephalica sinistra უკან.

285

ლავიწქვეშა არტერია მიემართება ზემოთ და ლატერალურად გულმკერდის ზემო გასასვლელისაკენ – apertura thoracis superior, წარმოქმნის რკალს, შემოუვლის პლევრის გუმბათსა და ფილტვის მწვერვალს, და ამ უკანასკნელზე ტოვებს კვალს – sulcus arteriae subclaviae. აღწევს პირველ ნეკნს და შედის კიბისებრ სივრცეში – spatium interscalenum, რომელიც წარმოქმნილია წინა და შუა კიბისებრი კუნთების მოსაზღვრე კიდეებით. ამ შუალედში იგი წვება პირველ ნეკნზე, ლავიწქვეშა არტერიის ღარში – sulcus a. subclaviae. კიბისებრ სივრცეში ლავიწქვეშა არტერია შემოუვლის პირველ ნეკნს, წვება ლავიწის ქვეშ და შედის იღლიის ფოსოში, საიდანაც გრძელდება უკვე იღლიის არტერიის – a. axillaris სახით.

ლავიწქვეშა არტერიაში ტოპოგრაფიულად განასხვავებემ სამ ნაწილს: პირველი ნაწილი – დასაწყისიდან კიბისებრ სივრცემდე, მეორე ნაწილი – კიბისებრ სივრცეში, მესამე – კიბისებრი სივრცის გარეთ.

ლავიწქვეშა არტერიის პირველი ნაწილის ტოტები. პირველ ნაწილში a. subclavia-დან გამოდის შემდეგი ტოტები: ხერხემლის არტერია – a. vertebralis, გულმკერდის შიგნითა არტერია – a. thoracica interna, და ფარ – კისრის ღერო – truncus thyrocervicalis.

1. ხერხემლის არტერია – a. vertebralis, გამოდის ლავიწქვეშა არტერიიდან, მისი გულმკერდის ღრუდან გამოსვლისთანავე. ხერხემლის არტერია მიემართება ზემოთ; მოთავსებულია საერთო საძილე არტერიის უკან, კისრის გრძელი კუნთის – m. longus colli გარეთა კიდის გასწვრივ, კიბისებრ-ხერხემლის სამკუთხედში. შემდეგ იგი შედის კისრის მეექვსე მალის განივ ხვრელში და მიემართება ვერტიკალურად ზემოთ, კისრის ყველა მალების განივი ხვრელის გავლით. კისრის მეორე მალის შემდეგ იგი ტოვებს განივ ხვრელს, მიემართება მედიალურად ხერხემლის არტერიის ღარით – sulcus a. vertebralis ატლანტის ზემო ზედაპირზე, უხვევს ზემოთ, გაივლის ატლას – კეფის უკანა აპკს – membrana atlantoocipitalis posterior და თავის ტვინის მაგარ გარსს და კეფის დიდი ხვრელით შედის ქალას ღრუში ქსელქვეშა სივრცეში – cavum subarachnoideale. ქალას ღრუში მარცხენა და მარჯვება ლავიწქვეშა არტერიები ხიდის უკანა კიდესთან უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ერთ კენტ სისხლძარღვს – ძირითად არტერიას – a. basilaris. ეს სისხლძარღვი აგრძელებს გზას თავქვეზე – clivus, და ხიდის წინა კიდესთან იყოფა ორ ტოტად – ტვინის მარჯვენა და მარცხენა  უკანა არტერიებად.

287

ტვინის უკანა არტერიები – aa.. cerebri posteriores, თავდაპირველად მოთავსებულია ნათხემის კარვის ზემოთ, რომელიც მათ განაცალკევებს მათ ქვემოთ მდებარე ნათხემის ზემო არტერიებისაგან; შემდეგ მიემართებიან უკან და ზემოთ, შემოუხვევენ ტვინის ფეხების გარე პერიფერიას და იტოტებიან დიდი ტვინის ნახევარსფეროების საფეთქლისა და კეფის წილების ძირითად და, ნაწილობრივ, ზემო ლატერალურ ზედაპირებზე. შემდგომ ისინი გზავნიან ტოტებს ტვინის ზემოთ აღნიშნული ნაწილებისაკენ, ასევე უკანა დახვრეტილ ნივთიერებაში – Substantia perforata posterior, დიდი ტვინის კვანძებისაკენ, ტვინის ფეხებისა და ლატერალური პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულისაკენ: ქერქის (კორტიკალური) ტოტები – rr. corticales, საფეთქლის ტოტები – rr. temporales, კეფის ტოტები – rr. occipitales, თხემ-კეფის ტოტი – r. ðàrietooccipitalis, ცენტრალური ტოტები – rr. centrales, და სისხლძარღვთა წნულის ტოტი – r. chorioideus.
ხერხემლის არტერიას გამოეყოფა შემდეგი ტოტები: ა) კუნთოვანი ტოტები – rr. musculares კისრის ხერხემლისწინა კუნთებისათვის; ბ) ზურგის ტვინის ტოტები – rr. spinales, გამოდიან ხერხემლის არტერიის იმ ნაწილიდან, რომელიც გადის განივ ხვრელში – foramina transversaria. კისრის მალების მალთაშუა ხვრელების გავლით შედიან ხერხემლის არხში და სისხლით ამარაგებენ ზურგის ტვინსა და მის გარსებს. გ) ზურგის ტვინის უკანა არტერია – a. spinalis posterior, წყვილი სისხლძარღვია; გამოდის ხერხემლის არტერიის ორივე მხრიდან ქალას ღრუში, კეფის დიდი ხვრელის ცოტა ზემოთ. არტერია მიემართება ქვემოთ, შედის ხერხემლის არხში, აღწევს ცხენის კუდის მიდამოს, სისხლით ამარაგებს ზურგის ტვინსა და მის გარსებს. ზურგის ტვინის უკანა არტერიები ქმნიან ანასტომოზებს ერთმანეთს შორის, ასევე ზურგის ტვინის ტოტებთან; დ) ზურგის ტვინის წინა არტერია – a. spinalis anterior, იწყება ხერხემლის არტერიიდან, კეფის დიდი ხვრელის წინა კიდის ზემოთ. არტერია მიემართება ქვემოთ, პირამიდების ჯვარედინის – decussatio pyramidum დონეზე უერთდება მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიას და წარმოქმნის ერთ, კენტ სისხლძარღვს. ეს უკანასკნელი ეშვება ზურგის ტვინის შუა ნაპრალით (წინა) – fissura mediana anterior და მთავრდება ტერმინალური ძაფის – filum terminale მიდამოში; სისხლით ამარაგებს ზურგის ტვინსა და მის გარსებს, ქმნის ანასტომოზებს ზურგის ტვინის ტოტებთან; ე) ნათხემის ქვემო უკანა არტერია – a. cerebelli inferior posterior იტოტება ნათხემის ჰემოსფეროს ქვემო უკანა ნაწილში; ვ) ნათხემის ქვემო წინა არტერია – a. cerebelli inferior anterior, ხერხემლის არტერიის ბოლო ტოტია. იგი სისხლით ამარაგებს ნათხემის წინა ქვემო ნაწილს.

ძირითადი არტერიიდან გამოდიან შემდეგი ტოტები: ა) ლაბირინთის არტერია – a. labyrinthi, რომელიც შიგნითა სასმენი მილისა – meatus acustici interni და შიგნითა სასმენი ხვრელის – Porus acusticus internus გავლით კარიბჭე – ლოკოკინას ნერვთან – n. vestibulocochlearis ერთად მიემართება შიგნითა ყურისაკენ; ბ) ტოტები ხიდისაკენ – rr. ad pontem – შედიან ტვინის ნივთიერებაში; გ) ნათხემის ზემო არტერია – a. cerebelli superior, იწყება ძირითადი არტერიიდან – a. basilaris, ხიდის წინა კიდესთან, იტოტება ნათხემის ზემო ზედაპირის მიდამოში და მესამე პარკუჭის სისხლძარღვოვან წნულში.
გულმკერდის შიგნითა არტერია – a. thoracica interim, იწყება ლავიწქვეშა არტერიის ქვემო ზედაპირიდან, ხერხემლის არტერიის გამოსვლის დონეზე; მიემართება ქვემოთ, გაივლის ლავიწქვეშა ვენის უკან, apertura thoracis superior -ით შედის გულმკერდის ღრუში და ეშვება მკერდის ძვლის კიდის გასწვრივ; დაფარულია გულმკერდის განივი კუნთით – m. transversus thoracis და პლევრის პარიეტული ფურცელი. მეშვიდე ნეკნის დონეზე გულმკერდის შიგნითა არტერია იყოფა: კუნთ – შუასაძგიდის არტერიად – a. musculophrenica, და ზემო ეპიგასტრულ არტერიად – a. epigastrica superior: ა) კუნთ – შუასაძგიდის არტერია – a. musculophrenica, მიემართება ნეკნთა რკალის გასწვრივ, გზავნის ტოტებს შუასაძგიდისაკენ, მუცლის კუნთებისაკენ, ასევე ნეკნთაშუა წინა ტოტებს – rr. intercostales anteriores, (5), რომლებიც მიემართებიან ქვემო ნეკნთაშუა მიდამოში; ბ) ზემო ეპიგასტრული არტერია – a. epigastrica superior, მიემართება ქვემოთ, გადის მუცლის სწორი კუნთის ბუდის უკანა კედელს, მოთავსებულია ამ კუნთის უკანა ზედაპირზე და ჭიპის დონეზე ქმნის ანასტომოზს ქვემო ეპიგასტრულ არტერიასთან – a. epigastrica inferior. ზემო ეპიგასტრული არტერია გზავნის ტოტებს მუცლის სწორი კუნთისა და მისი ბუდისაკენ,  ასევე ღვიძლის ნამგლისებრი იოგისაკენ და ჭიპის მიდამოს კანისაკენ.

გარდა ზემოთ აღწერილი ორი მსხვილი ტოტისა, გულმკერდის შიგნითა არტერიიდან გამოდის ასევე შემდეგი ტოტები: შუასაძგიდ-პერიკარდიუმის არტერია – a. pericardiocophrenica, რომელიც იწყება პირველი ნეკნის დონეზე და შუასაძგიდის ნერვთან – n. phrenicus,  ერთად მიემართება შუასაძგიდისაკენ, გზავნის ტოტებს: პერიკარდისაკენ, მკერდუკანა ჯირკვლის ტოტებს – rr. thymici – მკერდუკანა ჯირკვლისაკენ, შუასაყრის ტოტებს – rr. mediastinaies, – წინა შუასაყარში, ბრონქულ ტოტებს – rr. bronchiales – სასულეს ბოლო ნაწილისა და ბრონქებისაკენ, მკერდის ტოტებს – rr. sternales, – მკერდის ძვლის უკანა ზედაპირისაკენ; განმგმირავი ტოტები – rr. perforantes, გადიან 6-7 ნეკნთაშუა მიდამოში და გზავნიან ტოტებს მკერდის დიდი და მცირე კუნთებისაკენ, ასევე სარძევე ჯირკვლისაკენ; ნეკნთაშუა წინა ტოტები – rr. intercostales anteriores, მიემართებიან ზემოთ ნეკნთაშუა მიდამოსაკენ, სადაც ისინი ქმნიან ანასტომოზს ნეკნთაშუა უკანა არტერიებთან – aa.. intercostales posteriores. ნეკნთაშუა ტოტები რომლებიც მიემართებიან ნეკნების ქვემო კიდეზე უკეთ არიან განვითარებულნი.
ფარ – კისრის ღერო – truncus thyrocervicalis, გამოდიs ლავიწქვეშა არტერიის წინა ზემო ზედაპირიდან, მისი კიბისებრ სივრცეში შესვლამდე; მისი სიგრძე 1,5 სმ-ია.

ლავიწქვეშა არტერიიდან გამოსვლისთანავე იყოფა შემდეგ ტოტებად: ა) ფარისებრი ქვემო არტერია – a. thyroidea inferior გამოყოფისთანავე მიემართება ზევით;  კისრის მეექვსე მალის დონეზე ქმნის რკალს, მიდის ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი წილის ქვემო ნაწილის უკანა ზედაპირთან; არტერია გზავნის ჯირკვლოვან ტოტებს – rr. glandulares ჯირკვლის ქსოვილში  ასევე სასულეს ტოტებს – rr. tracheales, – სასულესაკენ, საყლაპავის მილის ტოტებს – rr. esophagei, – საყლაპავისაკენ და ხახისაკენ და ხორხის ქვემო არტერიას – a. laryngea inferior, – ხორხისაკენ. ხორხის ქვემო არტერია შედის ხორხის კედელში, სადაც ქმნის ანასტომოზს ხორხის ზემო არტერიასთან – a. laryngea superior; ბ) კისრის ასწვრივი არტერია – a. cervicalis ascendens, მიემართება ზემოთ წინა კიბისებრი კუნთისა და ბეჭის ამწევი კუნთის წინა ზედაპირზე, მოთავსებულია შუასაძგიდის ნერვის მედიალურად. კისრის ასწვრივი არტერია იძლევა:
ა) კუნთოვან ტოტებს – rr. musculares ხერხემლისწინა კუნთებისაკენ და კეფის ღრმა კუნთებისაკენ;
ბ) ზურგის ტვინის ტოტებს – rr. spinales.

გ) ზედაპირული ტოტი (კისრის ზედაპირული არტერია) – r. superficialis, მიემართება წინა კიბისებრი კუნთის, მხრის წნულისა და ბეჭის ამწევი კუნთის წინ, ლატერალური მიმართულებით. კისრის ლატერალური სამკუთხედის გარეთა ნაწილში არტერია დაფარულია ტრაპეციული კუნთით, კვებავს მას, ასევე გზავნის ტოტებს ლავიწზედა მიდამოს ლიმფური კვანძებისა და კანისაკენ;

დ) ბეჭზედა არტერია – a. suprascapularis, ქვემოთ, ლავიწის უკან, წინა კიბისებრი კუნთის წინ; შემდეგ აღწევს ბეჭის ნაჭდევს და გაივლის ბეჭის ზემო განივი იოგის ზემოთ ქედზედა ფოსოში – Fossa supraspinata. აქ არტერია გზავნის ტოტებს ქედზედა კუნთისაკენ – m. supraspinatus, შემდეგ შემორკალავს ბეჭის ყელს და შედის ქედქვედა ფოსოში – Fossa infraspinata, და გზავნის ტოტებს მიმდებარე კუნთებისაკენ და ქმნის ანასტომოზებს ბეჭის შემომხვევ არტერიასთან – a. circumflexa scapulae.

ლავიწქვეშა არტერიის მეორე ნაწილის ტოტები. ლავიწქვეშა არტერიის მეორე ნაწილიდან გამოდის მხოლოდ ერთი ტოტი – ნეკნ – კისრის ღერო – truncus costocervicalis.
ნეკნ – კისრის ღერო იწყება კიბისებრ სივრცეში, ლავიწქვეშა არტერიის უკანა ზედაპირიდან,  მიემართება უკან და მაშინვე იყოფა შემდეგ ორ ტოტად:
კისრის ღრმა არტერია – a. cervicalis profunda, მიემართება უკან და ზემოთ, გაივლის პირველი ნეკნის ყელის ქვეშ, გამოდის კისრის მიდამოში და მიემართება ზემოთ კისრის მეორე მალამდე; კვებავს კისრის უკანა მიდამოს კუნთებს, ასევე გზავის ტოტებს ხერხემლის არხში ზურგის ტვინისათვის. მისი ტოტები ქმნიან ანასტომოზებს a. vertebralis, a. cervicalis ascendens და  a. occipitalis.-დან გამომავალ ტოტებთან.
ნეკნთაშუა ზემდებარე არტერია – a. intercostalis suprema, მიემართება ქვემოთ, გადაუვლის პირველ, შემდეგ კი მეორე ნეკნის ყელის წინა ზედაპირს და გზავნის პირველ და მეორე ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნთაშუა უკანა არტერიებს (I და II) – aa.. intercostales posteriores I et II. ეს უკანასკნელნი, მიემართებიან ნეკნთაშუა სივრცეებში, უერთდებიან a. thoracica interna-ს ნეკნთაშუა წინა ტოტებს.
ნეკნთაშუა ზემდებარე არტერიიდან გამოდიან: ა) ზურგის ტვინის ტოტები – rr. spinales, და ბ) დორსალური ტოტები – rr. dorsales, – რომლებიც მიემართებიან ზურგის კუნთებისაკენ.

284

ლავიწქვეშა არტერიის მესამე ნაწილიდან გამოდის მხოლოდ ერთი ტოტი – კისრის განივი არტერია.
კისრის განივი არტერია – a. transversa colli იწყება ლავიწქვეშა არტერიიდან, მისი კიბისებრი სივრციდან გამოსვლის შემდეგ. არტერია მიემართება უკან და გარეთ, გაივლის მხრის წნულის ტოტებს შორის, წვება ბეჭის ამწევი კუნთის – m. levator scapulae ქვეშ. აქ ბეჭის ზემო კუთხესთან კისრის განივი არტერია იყოფა ზედაპირულ და ღრმა ტოტებად: ა) კისრის ზედაპირული არტერია – a. cervicalis superficialis მიემართება ზემოთ, ბეჭის ამწევ კუნთსა – m. levator scapulae და კისრის სალმუნის კუნთს – m. splenius cervicis შორის, კვებავს ამ კუნთებს, ასევე სხვებსაც; ბ) ბეჭის დასწვრივი არტერია – a. scapularis descendens, მიემართება ქვემოთ რომბისებრი კუნთის ქვეშ და თავსდება ბეჭის მედიალური კიდის გასწვრივ, რომბისებრი კუნთებისა – mm. rhomboidei და წინა დაკბილულ კუნთის – m. serratus anterior მიმაგრების ადგილებს შორის, აღწევს ზურგის უგანიერეს კუნთს. არტერია კვებავს აღნიშულ კუნთებს, ასევე ამ მიდამოს კანს და ქმნის ანასტომოზს გულმკერ – ზურგის არტერიის – A. thoracodorsalis ბოლო ნაწილთან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.