ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ფასციები Fasciae of head
თავის ფასციებს მიეკუთვნება:
1. საფეთქლის ფასცია – fascia temporalis
2. საღეჭი ფასცია – fascia masseterica
3. ყბა-ყურა ჯირკვლის ფასცია – fascia parotidea
4. ლოყა – ხახის ფასცია – fascia buccopharyngea
1. საფეთქლის ფასცია – fascia temporalis იწყება ქალას ძვლების ძვლისაზრდელადან საფეთქლის ხაზისა – linea temporalis და მყესოვანი აბჯარის – galea àðîneurotica მიდამოში. საფეთქლის ფასცია ფარავს საფეთქლის კუნთს და ყვრიმალის რკალთან ახლოს იყოფა ორ ნაწილად: ზედაპირულ ფირფიტად – lamina superficialis, რომელიც უმაგრდება ყვრიმალის რკალის ზემო კიდესა და გარეთა ზედაპირს, და ღრმა ფირფიტად – lamina profunda, რომელიც გადადის ყვრიმალის რკალის შიგნითა ზედაპირზე. საფეთქლის ფასციის ფირფიტებს შორის მდებარეობს სისხლძარღვები და ცხიმოვანი ქსოვილი.
2. საღეჭი ფასცია – fascia masseterica, იწყება ყვრიმალის რკალიდან, სადაც იგი გადადის საფეთქლის ფასციაში და მიემართება ქვემოთ. ფასცია უკანა უმაგრდება გარეთა სასმენი მილის ხრტილს და გადადის დვრილისებრ მორჩზე. ქვემოთ იგი გადადის კისრის ფასციაში – fascia colli, წინ კი – საღეჭ კუნთზე – m. masseter და გრძელდება ლოყა – ხახის ფასციაში – fascia buccopharyngea.
3. ყბა-ყურის ჯირკვლის ფასცია – fascia parotidea უკანა ნაწილში უკავშირდება საღეჭ ფასციას და იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც ყბა-ყურას ჯირკვალს ფარავენ ორი მხრიდან.
4. ლოყა – ხახის ფასცია – fascia buccopharyngea ფარავს ლოყის კუნთს – m. buccinator და საღეჭი კუნთის – m. masseter წინა კიდესთან გადადის ქვედა ყბის ტოტის შიგნითა ზედაპირზე. აქ ფასცია ფარავს ფრთისებრ მედიალურ კუნთს – m. pterygoideus medialis და გადადის ხახის კედელზე.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.