ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. დამხურავი აპკი Membrana obturatoria; Obturator membrane
დამხურავი აპკი – membrana obturatoria, – შედგება შემაერთებელქსოვილოვანი განივი ბოჭკოებისაგან, რომლებიც ფიქსირებულნი არიან დახურული ხვრელის – foramen obturatum კიდეებზე და ფარავენ მას, გარდა დამხურავი ღარისა – sulcus obturatorius. დამხურავ აპკს აქვს მცირე ზომის ხვრელები.
აპკი და კუნთები დამხურავ ღართან – sulcus obturatorius ერთად შემოსაზღვრავენ დამხურავ არხს – canalis obturatorius, რომელშიც გადიან მისი თანამოსახელე სისხლძარღვები და ნერვები.
დამხურავი აპკი ასრულებს მენჯის ძვლების დამაკავშირებელ და გამამაგრებელ ფუნქციას და საიმედო საყრდენია მასთან დაკავშირებული კუნთებისათვის.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება