ადამიანის ნორმალური ანატომია. აორტის რკალი და მისი ტოტები Arcus aortae Arch of aorta
ლალი დათეშიძე
საზღვარი ასწვრივ აორტასა – aorta ascendes და აორტის რკალს – arcus aortae შორის მდებარეობს მხარ-თავის ღეროს გამოსვლის დონეზე. აქვე აღინიშნება შევიწროება, რომელსაც აორტის ყელი – isthmus aortae ეწოდება. აქედან აორტას უკავია თითქმის ჰორიზონტალური მდებარეობა, შემდეგ უხვევს მარცხნივ და უკან, გაივლის ფილტვის ღეროს გაყოფის ადგილზე და გულმკერდის მეოთხე მალის დონეზე გადადის დასწვრივ აორტაში – aorta descendens. აორტის რკალის ზემო კიდე მდებარეობს გულმკერდის მეორე მალის დონეზე.
აორტის რკალიდან გამოდის სამი მსხვილი სისხლძარღვი:
1. მხარ-თავის ღერო – truncus brachiocephalicus
2. მარცხენა საერთო საძილე არტერია – a. carotis communis sinistra
3. მარცხენა ლავიწქვეშა არტერია – a. subclavia sinistra
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.